ფიქრები საქართველოს რუკაზე
შენს რუკას შენი ბრძოლების სარკეს,
წეწდა და გლეჯდა ბედი წყეული,
ძონძებს ჰგავს შენი მიწა-წყლის თარგი,
დაფლეთილია შენი სხეული,
ბაღ-ვენახიანს, ციხე-ტაძრიანს
შენს სამხრეთს ხურავს ცა გაუხსნელი,
მავანს ფა მავანს მიუტაცნია,
სხვათა და სხვათა ადგას უღელი
რაც დღემდე მოგყვა , რაც შეგრჩენია
კოდორიანი , ალაზნიანი,
თუმც შენი ჰქვია, რაღა შენია,
ისიც გამხდარა სხვათა ზიარი
მუხას წაართმევს, ლერწამს კი არა
პირალესილი ამდენი ცული
რა მოგიშუშებს ამდენ იარას,
რამ მოგირჩინოს ამდენი წყლული!
და რომ გეხვევა ღრუბელი ბნელი
შორიდან როგორ გიყურო მშვიდად
ნუთუ დამხობა ჩვენს დროში გელის,
დაუდევრობით შენთავე შვილთა?
არა, შენ წელში ისევ სწორდები,
რომ კვლავ წამოდგე ბუკით, ნაღარით,
ისევ იწევენ მზისკენ ყლორტები,
შენს ძველ ფესვებზე უხვად ნაყარი.
დიდება იმ დღეს , დიდება იმ დღეს!
ბორკილი ეგდოს ძირს დამსხვრეული,
ლაზარესავით, ხვალ ისევ აღდგეს
დღეს დამსხვრეული შენი სხეული!
გრიგოლ აბაშიძე
ლიცემერი: ბატონი გრიგოლის ლექსში გაოცებაც არის (ისტორიის ქარტეხილში როგორ გადარჩა ერი) გაკვირებაც (რამ გადაგვარჩინა, როგორ მოვედით აქამდე) და იმედიც იმის, რომ ისტორიული ტრასფორმაციების, რეალური მდგომარეობის მიუხედავად ერი მოახერხებს თვითმყოფადობის გადარჩენას და გამთლიანებას, რადგან იგი არის ერი, რომლის ეროვნული თვითშეგნება მუდმივი დინამიზმის მდგომარეობაში იმყოფება.
დიდებული ლექსია, რას იტყვით?
This post has been edited by licemer on 1 Jun 2011, 10:49
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.