ფურუმი მოსახლეობის ერთგვარი ანარეკლია, არასრული, მაგრამ ნაწილობრივი მაინც, ამიტომ გარკვეულწილად სამართლიანი იქნება აქ მიმდინარე მოვლენებით გვემსჯელა ზოგადად საზოგადოებაზეც.
პირველ რიგში აღვწეროთ Kardu.
აღნიშნული მომხმარებელი მიმდინარე ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერია, რის გამოც საკმაოდ ბევრისათვის გამაღიზიანებელ ადამიანს წარმოადგენს, მაგრამ, მარამ არის ის რაც მას პოლიტიკური მეცნიერების ენაზე რომ ვთქვათ - სიექველეს მატებს და ეს არის ერთგულება იდეისა და პარტიისა, რომელსაც იგი ბოლო წლებია უჭერს მხარს. რთულია მოძებნო ადამიაი, რომელიც მხარს დაუჭერს ამა თუ იმ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მოძრაობას, იმის მიხედვით რომ მისი კურსი და გატარებული ქმედებანი მოეწონება. თანამედროვე საქართველოში უმთავრესი დაინტერესება სწორედ უშუალო გამორჩენაზე მოდის. ბუნებრივია ადმაიანის ეკონომიკური ინტერესი, ანუ სრულია რაციონალური მოვლეა ღირებული და ერთ-ერთი ფუნდამენტურია, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს ირაციონალურ მოტივებთან, ანუ მიკუთვნების შეგრძნებასთან ეს თანამედროვე ოპოზიციონერთა აბსოლუტურ უმრავლესობას, ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა დიდ ნაწილს არ გააჩნია და უბრალოდ მოკლევადიანი იტერესების გამო სურთ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან იდენთიფიცირება.
ჰაიეკი, ლიბერალიზმისა და ინდივიდუალიზმის ერთ-ერთი მამა აღნიშნავს, რომ იქ, სადაც კოლექტიური აზროვნებაა, არ არსებობს ინდივიდი, ხოლო სადაც არ არსებობს ინდივიდი იქ არ არსებობს დემოკრატია. მე რაც მომხმარებელი Kardu-ს სახით ვხედავ ეს არის ადამიანი, პიროვება, რომელიც მასის მოკლევადიანი ინტერესებით კი არ წარიმართება, არამედ მიაჩნია რომ ნაციონალური მოძრაობის კურსი არის სწორი და სულაც არ გავს იმ სახელისუფლებო ან ოპოზიციონერ ამომრჩეველს, რომელიც ცალკეულ ეიფორიებით იმართება.
"Kardu-იზმი" არ არსებობს, მაგრამ მისი პოლიტიკურად დადებითი მხარე იქნებოდა ის, რომ ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ ერთ პოლიტიკურ ძალას დარჩებოდნენ ამ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები და პოლიტიკურ პარტიას კი არ გამოიყენებდნენ მოკლევადიანი მიზნების მისაღწევად, არამედ ისურვებდნენ, რომ მეტად მომხდარიყო მათი და პარტიის თვითიდენთიფიცირება და მიკუთვნება.
მაგრამ დღევანდელ რეალობაში ასეთი რამ არ არსებობს, სამაგიეროდ ბევრია ისეთი მომხმარებელი აქაც და საზოგადოებაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ ოპოზიციის მაგინებელი იყო ხვალ კი პირიქით, ხელისუფლების მაგინებელი გახდება, იმიტომ რომ თავისი პირადი ცხოვრებიდან გამომდინარეობს და არ უცვლიდა მას აზრს სოლიდარობის მოტივები, არამედ მოქმედებდა მხოლოდ ეგო-თი.
"Kardu-იზმს" თავისი მინუსიც ექნებოდა არსებობის შემთხვევაში და ეს კრიტიკული ანალიზის ნაკლებობაა. საჭიროა ადამიანებმა მეტად შეხედონ თავიანთი პარტიის მინუსებს და შეეცადონ გამოასწორონ ისინი სანამ ხალხი მიუთითებდეს ამას.
სხვა რა გითხრათ?!
მე მომხმარებელ Kardu-სთან არანაირი შეხება არ მქონია, არც კი ვიცნობ, მაგრამ რაც მის ნაწერებს ვაკვირდები 4 წლის განმავლობაში სწორედ ასეთი დასკვნა გამიჩნდა.
სწორედ ამავე მიზეზის გამო ვაფასებ king depress-ს ოპოზიციიდან. მასაც შეუძლია იყოს მეტ-ნაკლებად ობიექტური, საზოგადოებიდან ითხოვს სოლიდარობას და რაც ყველაზე მთავარია და ე.წ. "Kardu-იზმს" არ ან მცირედ ახასიათებს, მას აქვს იმის თამამად აღნიშვნის უნარი, რომ ესა თუ ის მოვლენა ოპოზიციის დიდი შეცდომა ან/და ესა თუ ის ხელისუფლების დიდი გამარჯვება იყო.
რისი თქმა მინდოდა ამით?!
იმის, რომ ქართული პოლიტიკური რეალობა პოლიტიკურად მდგრადი ადამიანებისაგან არ შედგება, მით უფრო ამომრჩეველი ელექტორატი და საუბარი იმ საკითხზე რომ საზოგოდოება გრძელვადიანი მიზნებით წყვეტს თანამედროვე ქართულ სახელწმიფოს გზასო ცოტა არ იყოს ხმამაღლად მეჩვენება, რადგან ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც მრავლად და მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ხან იქით არიან და ხან - აქეთ, რეალურად კი საკუთარი ცხვირის იქით გახედვა არ შეუძლიათ, ხოლო რაიმე ჯგუფებთან თვითიდენთიფიცირებაზე ლაპარაკი ზედმეტი მეჩვენება.
პირადად მე ქართულ პოლიტიკაში ვისურვებდი ისეთ ადამიანებს, როგორებიც Kardu და king depress არიან, რადგან მათ შეუძლიათ უერთგულონ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას და ამასთანავე ხშირ შემთხვევაში (განსაკუთრებით king depress) შეუძლიათ დაინახონ თავიანთი ცუდი და ამით გაანალიზონ მიმდინარე მოვლენები.
---------------------------------
უნდა ჩავამატო ქვემოთა ჩემი პოსტი:
ე, კაცო ამ ფორუმს ნერვები რა დღეში აქვს?!

ერთი ღიმილი მაინც დაწერეთ.

ივანიშვილის მეტი არაფერი ისმის, არადა
პოსტი ნახევრად სატირულ ხასიათს ატარებს, რა თქმა უნდა მეორეს მხრივ რეალურად იმას ვწერ, რაც დავწერე, მაგრამ რახან ჩვენი მომხმარებლების სახელები გამოვიყენე ესე იგი იუმორი მინდოდა, თორემ:
ქართულ პოლიტიკაში რომ ერთგულება და იდეოლოგირი მიკუთვნებულობა და ერთგულება თითქმის არ არსებობს ამას თუ ჩვენი იუზერების მაგალითების გარეშე ვერ ვხედავთ ყოჩაღ ჩვენ. This post has been edited by Front National on 9 Nov 2011, 22:05
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.