http://news.ge/ge/news/story/37867-khakhal...hsna-mostkhovesხახალეიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვეს
22 ნოემბერი 14:00
114
ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ლაშა გუჯეჯიანსა და ნაკრების წევრ ბეთქილ შუკვანს შორის ატეხილი ჩხუბის შემდეგ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ხახალეიშვილმა ამ ფაქტთან დაკავშირებით მასმედიის საშუალებით ორი განცხადება გაავრცელა, რასაც გუშინ შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში პრესკონფერენცია მოაყოლა. ხახალეიშვილმა ისაუბრა პოლიტიკურ ზეწოლაზე, რომელიც მასზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა განახორციელა. როგორც მან თქვა, რამდენიმე დღის წინ ლევან ყიფიანმა ის ღამის 11 საათზე სამინისტროში დაიბარა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვა.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 26 ნოემბერსაა დანიშნული და მასში, ხახალეიშვილთან ერთად, კენჭს იყრის ნაკრების ძველი მწვრთნელის შოთა ხაბარელის ვაჟი მამუკა ხაბარელი, რომელიც ფედერაციის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა.
"ლევან ყიფიანისა და ჩემს შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი ლერი ხაბელოვი და ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი მამუკა ხაბარელი, - შეხვედრის დეტალებზე საუბრობს დავით ხახალეიშვილი. - მინისტრმა მითხრა, რომ პრეზიდენტობის საკითხი გადაწყვეტილია და თუ გინდა, ვიცე-პრეზიდენტად დაგნიშნავთო. წინადადება ჩემთვის მიუღებელია, რადგან მინდა, არჩევნები ობიექტურად ჩატარდეს და ფედერაციის პრეზიდენტობის საკითხი ძიუდოს სამყარომ გადაწყვიტოს".
როგორც ხახალეიშვილი ამბობს, კანდიდატურას არ მოხსნის, აპირებს ბოლომდე იბრძოლოს, ხოლო მომხდარის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენებს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
დავით ხახალეიშვილის განცხადებას მოგვიანებით გამოეხმაურა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე, რომელმაც სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ სამინისტრო ფედერაციების საქმიანობაში არ ერევა.
მისივე განმარტებით, სამინისტროში მოსვლის დღიდან ლევან ყიფიანი ხაზგასმით აფიქსირებს, რომ არანაირი მითითება და დაკვეთა ფედერაციების მიმართ სამინისტროს მხრიდან არ იქნება
=====================================
ამ თემაში სიამოვნებით მოვუსმენთ იუზერ tavadze-ს

=====================================
ჰო, ეს თემა სპორტს სცილდება, მოდერებო

=====================================
ახლა კი: აბა წავიდა გაპრავებაააააა