გამარჯობათ
იმდენიხანია ამ ფორუმზე ფოსტი არ გამიკეტებია ჩემი უზერის პაროლიც კი დამავიწყდა

შეიძლება ეს თემა აქ არ უნდა გამეხსნა მარა უსათაუროში ვერ გავხსენი ახალი მომხმარებლის სახელის გამო.
ესეიგი რას ეხება ეს თემა მოგეხსენებად და იწყება ზაფხული და ყველას სურს დასვენება და გართობა მოდი აქ დავწეროთ ვინ რა თამაში იცით 2x2-ზე 2x3-ზე 4x4-ზე და ასე შემდეგ.
იმედია ყველა გამოეხმაურებით ამ თემას.
1: ჯოკერი ყველაზე პოპულარური თამაში საქართველოში.თამაშობს 4 მოთამაშე. 36 კარტით 6 დან ტუზამდე. შავი 6-ნები არის ჯოკრები რომლებიც ამ თამაშში ყველაზე დიდი კარტია და ჭრის ყველა კარტს.
დარიგების წესი: თავიდან იტუზება და ვისაც ტუზი მოდის ის არიგებსდა დათქმაუნდა ბოლოც ის არის.
1 ტური რიგდება ერთ ერთო კარტი
2 ტური არიგებს შემდეგი მოთამაშე და რიგდება ორორი კარტი
3 ტური არიგებს შემდეგი მოთამაშე და რიგდება სამ სამი კარტი
ა.შ 8 მდე
შემდეგ რიგდება 4 ჯერ ცხრა ცხრა კარტი
მერე
8-დან 1-მდე და
ისევ ცხრა ცხრა კარტი
თამაშის აზრია რასაც იტყვი ის წაიყვანო.
მთავარი წესები
ხიშტი: თუ იტყვი 1ს ან მეტს და ვერაფეს ვერ წაიყვან გამოგაკლდება ის რიცხვი რამდენის არის დათქმული მაგ: -100 -200 -300 9 ნებში -500 და სპეციალური. 1ნებში -100 2რიანებში -200 3ანებში -300 და ა.შ.
პასი (არაფერი) ქულა 50
1 წაყვანის შემთხვევაში 100 ისე შეტენვის 10
2 წაყვანის შემთხევაში 150 ისე შეტენვის 20
3 წაყვანის 200 ისე 30
4 წაყვანის 250 ისე 40
მემგონი ეს წესები ყველამ კარგად იცის
დათქმაზე
უნდა დაითქვას ხიშტი რამდენი უნდა იყოს მაგ: -200 -500 -1000
უნდა დაითქვას თუ პრემიაზე გასული მოთამაშე რას იწერს უშლის თუ ორივეს იწერს და უშლის
ორი მოთამაშე პრემიაზე გასული ან იწერენ ან უშლიან
თუ რიგების დროს კოზირი ამოვიდა ჯოკერი შეიძლება ითქვას დვაინოი
რიგდება თავიდან მაგრამ დაწერა ორმაგდება თუ წაიყვან 200 დაიწერ 400
ტუ გაიხიშტები -200 დაიწერ -400
2 თამაში უკარტოთ მაფიოზობანაამ თამაშს რამდენიმე ვარიანტი აქ
1:
მაგ თამაშობთ 11 მოთამაშე აქედან ერთი ყოველთვის უნდა იყოს წამყვანი
წესები 10 მოთამაშე 1 წამყვანი გვჭირდება 10 კარტი აქედან მაგ იქნება 2 ან სამი შეიძლება ოთხიც მაფიოზი.
მაფიოზებს აქვთ შავი კარტი მოქალაქქეებს წითელი.
რიგდება კარტი ნახულობს ყველა მოთამაშე თავის კარტს.
წამყვანი ამბობს ყველამ დახუჭოს თვალები მაფიოზებმა გაახილოს მაფიოზები მიხვდებიან ვინები არიან ერთმანეთის დანახვით დანარჩენ მოთამაშეებს ამ დროისთვის დახუჭული აქვთ და ვერაფერს ვერ ხედავენ შემდეგ წამყვანი ამბობს ყველამ დახუჭოს თვალები და ყველამ გაახილოს.
მაფიოზები ცდილობან თამაშის დროს რაც შეიძლება ბევრი მოქალაქე მოკლან მაგრამ თამაშის მსვლელობის დროს უნდა აირჩიონ ვინ უნდა დატოვოს თამაში
მოქალაქეები მსჯელობენ თუ ვინ არის მაფიოზი და მას ატოვებინებენ თამაშს მაფიოზები კი ცდილობენ ისე აფიქრებინონ მოქალაქეები რო მოქალაქეს ეგონოს მოქალაქეა მაფიოზი და დაატოვებინოს თამაში.
ბოლოს ერთი ერთზე მაფიოზი და მოქალაქე იგებს მაფიოზი
თამაში დროს კიდე რამოდენიმეჭერ ხუჭავს ყველა თვალს ამ დროისთვის თამაშის წამყვანს მაფიოზები ეუბნებიან თუ ვის კლავენ თვალების გახელის დროს ის მოქალაქე ტოვებს თამაშს
2 ვარიანტი
აქაც მაფიოზები პოლიციელები და მოქალაქეები
ყველაზე ძლიერი მოთამაშე პოლიციელია
შემდგომ მაფიოზი
და ბოლოს მოქალაქე ვისაც არაფრის თქმა და არაფრის გაკეთება შეუძლია
მაგ: თამაშობს 10 მოთამაშე აქედან 3 მაფიოზი და 1 ან 2 პოლიციელი
დანარჩენი მოქალაქე
თავიდან რიგდება კარტი ყველა ნახულობს თავიანთ კარტს და შემდგომ ერთერთი მოთამაშე იძახის ყველა ხუჭავს თვალს მაფიოზები ახელენ თვალს ხედავენ ერთმანეთს ყველა ხუჭავს თვალს შემდეგ ყველა ახელსთვალს
დაიწყო თამაშის მთავარი ეტაპი მაფიოზები ცდილობელ მოკლან მოქალაქეები ისე რომ არ დაინახოს პოლიციელმა და არ სცადონ შემთხვევით პოლიციელის მოკვლა
მაფიოზი ადებს თვალს ერთერთ მოთამაშეს და უკრავს (თვალის ჩაკვრა მოკვლას ნიშნავს) მოქალაქე თუ დაინახავს თუ როგორ ჩაუკრა მაფიოზმა თვალი მან რამოდენიმე წამის შემდეგ უნდა ამოატრიალოს კარტი და იჯდეს ჩუმად ისე რო პოლიციელს არ აგძნობინოს თუ ვინ არის მაფიოზი . და თუ მაფიოზს შეეშალა და თვალი პოლიციელს ჩაუკრა პოლიციელი უბრუნებს თვალის ჩაკვრით და კლავს მაფიოზს ასევე მაფიოზმა უნდა ამოატრიალოს თავისი კარტი რამდენიმე წამში რათა მეორე მაფიოზს არ აგძნობინოს თუ ვინ არის პოლიციელი
პოლიციელები ყოველთვის ნაკლებები არიან მაფიოზებზე და მოოქალაქეები ყოველთვის ორივეზე ჯამში მეტნი უნდა იყვენენ.
თამაში გძელდება სანამ მაფიოზი არ მოკლავს ყველა მოქალაქეს ისე რო პოლიციელი ვერ მიხვდება თუ ვინ არის მაფიოზი.
პოლიციელს შეუძლია მისი ვარაუდიდ თვალი ჩაუკრას ნებისმიერ მოთამაშეს და მოკლას გაუფრთხილებლად მაგ თუ ჩაუკრა თვალი მოქალაქეს მოქალაკე მოკვება თუ მაფიოზს მოკვება თუ პოლიციელს თვითონ მოკვდება
პოლიციელი როცა თვალს უკრავს მეორე პოლიციელს მეორე პოლიციელის გონია რო ის არი მაფიოზი და კლავს თვალის ჩაკვრით.
ამიტომ პოლიციელები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ.
კიდე არის 3 ვარიანტი მაგრამ მე ზუსტად არ მახსოვს და თუ ვინმემ იცის დაწერეთ
3 თამაში ორდროშობანათამაშობს ბევრი მოთამაშე რაც უფრო მეტია მით უფრო საინტერესოა თამაში ხდება გარეთ (ეზოში, მინდორში ტყეში ...)
მოთამაშეები იყოფა ორ გუნდად მაგ: 10 მოთამაშე 5 5ზე შუაში არის ზოლი ორივე გუნდს აქვს დროშა მოწინაამდეგის გუნდი ეცდება მოიპაროს მეორე გუნდის დროშა ისე რომ ვერ გააშეშონ.
თუ მოწინაამდეგი გადმოვიდა შენ ზოლზე შენ შეგიძლია ხელის შეხებით გააშეშო მაგრამ ისევ თუ მისი გუნდის წევრი დაადებს გაშეშებულ მოთამაშეს ხელს ის აცოცხლებს. საკმაოდ ძნელი თამაშია და საკმაოდ დიდ ენერგიას მოითხოვს.
ეს ჩემს მიერ შემოთავაზებული სამი თამაში დანარჩენსაც მოგვიანებით დავწერ..
თამაში რა თამაშია თუ რამეზე არ ითამაშე და თან დაწერეთ თამაში რაზე შეიძლება ითამაშო1: მაფიოზობანას უხდება გამურვა იღებ ნაკვერჩხალს და წაგებულ პოლიციელს ან მაფიოზს მურავ სახეზე ხელზე ფეხზე მოკლედ ყველგან მაგრამ არ ეხები მოქალაქეს იმიტომ რომ ის მხოლოდ მოქალაქედა.
2ჯოკერია მევრი რამე შეიძლება რათქმაუნდა არ დავწერ იმას რასაც ფინანსები ეხება.

100 ბუქნი 50 აჯიმანია თუ ბიჭები გოგოებზე თამაშობთ მოგებული ბიჭი აცმევს გოგოს გოგო კი ბიჯს.
მაგიდის ქვეშ გაძრომა
თავის გადაპარსვა ძალიან ცივი წყლის გადასხმა და რავი კიდე ბებრი რამ დანარჩენი თქვენზეა
3. წაგებული აკეთებს
წყლიდან მონეტის ან ხილის ამოღება
ფქვილიდან მონეტის ამოღება
კედელზე კოცნა <-- დამიჯერეთ ძაან სასაცილოა და მტკივნეული
ბოთლში პასტის ჩადება
ფეხებზე მობმული ბუშტის გახეთქვა
აბა გელოდებით თქვენს მიერ ნათამაშებ თამაშებს მაზიანებს და ........ This post has been edited by outsidegame on 14 Jul 2011, 21:39