სრული სახელი: Manchester City Football Club მეტსახელები: The Citizens, The Blues მოედანი: City of Manchester Stadium ტევადობა: 47,726 მფლობელი: შეიხ მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაიან მენეჯერი: ხალდუნ ალ მუბარაკ მწვრთნელი: რობერტო მანჩინი კაპიტანი: კარლოს ტევესი ინგლისის ჩემპიონი: 1936/37, 1967/68 (2) ინგლისის ასოციაციის თასი: 1904, 1934, 1956, 1969 (4) ლიგის თასი: 1970, 1976 (2) 2011(3) ინგლისის სუპერ თასი: 1937, 1968, 1972 (3) ევროპის თასების მფლობელთა თასის: 1970 (1) მანჩესტერ სიტის ისტორია მანჩესტერ სიტის ისტორია "მანჩესტერ სიტი" წმინდა მარკის ეკლესიის მსახურებმა და მრევლმა დააარსეს 1880 წელს, გორტონის დასახლებაში, აღმოსავლეთ მანჩესტერში. კლუბის დაარსების ძირითადი მიზანი იყო ძალადობის და ალოკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ამისთვის კი ადგილობრივებს იწვევდნენ სპორტულ ღონისძიებებში მიეღოთ მონაწილეობა. გუნდის ჩამოყალიბებაში უშუალო მონაწილეობა მიიღეს ეკლესიის მნათეებმა: უილიამ ბისტოვმა და ტომას გუდბეჰერმა, ასევე რექტორის ქალიშვილიმა ანა კონელმა. ანა კონელი ერთადერთი ქალია რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბებაში.გუნდის პირველი სერიოზული წარმატება დაფიქსირდა 1904 წლის 23 აპრილს, როცა გუნდმა მოიგო "ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი", იმავე წელს გუნდი პირველ დივიზიონში მეორე ადგილზე გავიდა. ამ წარმატების შემდეგ კლუბს ცუდი პერიოდი დაეწყო, 1906 წელს ფინანსური მაქინაციების გამო კლუბის 16 ფეხბურთელს აღარ შეეძლოთ "სიტის" მაისურით თამაში, მათ შორის იყო კაპიტანი ბილი მერედითი.1930 წელს "სიტიმ" დაიწყო ტიტულებზე ნადირი. ამავე წელს, "სიტიმ" მესამე პოზიცია დაისაკუთრა პირველ დივიზიონში და გავიდა "ასოციაციის თასის" ნახევარფინალში, სადაც "არსენალთან" დამარცხდა, ბოლო წუთზე გაშვებული ბურთით. ამის შემდეგ "სიტი" ორჯერ ზედიზედ გავიდა თასის ფინალში, ჯერ 1933 წელს როდესაც დამარცხდა "ევერტონთან", შემდეგ 1934 წელს და ამჯერად მან უკვე აღარავის დაუთმო ჩემპიონობა, ფინალში კი "პორტსმუთს' სძლია. ასევე კლუბი პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი, 1936/37 წლების სეზონზე. თუმცა ეს წარმატებული სერია "სიტიმ" თავად ჩაახშო. 1937/38 წლების სეზონზე გუნდი კვლავ ჩამოქვეითდა მეორე დივიზიონში. ამის შემდეგ ინგლისში ჩემპიონატები დროებით შეჩერდა, მიზეზი ამისა კი იყო მეორე მსოფლიო ომი.1949 წელს კლუბმა იყიდა გერმანელი მეკარე, ბერტ ტრაუმანი. მან ჩაანაცვლა ფრანკ სვიფტი. ამ ტრანსფერმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ქომაგებში, 20 000 კაცი გამოვიდა ქუჩებში და აპროტესტებდნენ ამ ტრასნფერს.1956 წლის ფინალი არის ერთერთი ყველაზე ცნობილი ფინალი ამ თასის არსებობის ისტორიაში, თამაშში სადაც "მან. სიტიმ" "ბირმინგემ სიტი" დაამარცხა 3:1, მოხდა ძალიან საინტერესო რამ, კერძოდ: "სიტის" მეკარემ, ბერტ ტრაუმანმა განაგრძო თამაში მას შემდეგ რაც მან კისერი მოიტეხა.მანჩესტერ სიტის 1963-76 წლებში "ოქროს ხანა" ედგა , მალკომ ელისონის და ჯო მერსერის წყალობით სიტიმ შეძლო და მოიგო ინგლისის უმაღლესი დივიზიონი , ლიგის თასი , ქომუნითი შილდი , ასოციაციის თასი და თასების თასი.მაგრამ უკვე 80-იანი წლებიდან გუნდს რეგრესი დაეწყო , მათ რეკორდი დაამყარეს და 7-ჯერ მოიგეს ინგლისის მეორე დივიზიონი. ბოლოს კი სიტი 2003 წელს ამოვიდა პრემიერ ლიგაში , 2002/03 წლების სეზონი იყო კლუბის უკანასკნელი სეზონი რომელიც მათ "მაინ როუდზე" ჩაატარეს. ამის შემდეგ კლუბი ახალ სტადიონზე "სითი ოფ მანჩესტერ სტადიონზე" გადავიდა სათამაშოდ, რომელიც 2002 წელს აშენდა. 2003/04 წლების სეზონი მანჩესტერული გუნდისთვის რთული აღმოჩნდა, გუნდი დიდი წვალების შემდეგ გავიდა 16 ადგილზე, ბურთების შეფარდება კი მხოლოდ +1 იყო. კიგანმა გუნდი 2005 წლის მარტში დატოვა და მის ნაცვლად სწიუარტ პირსი მოვიდა. მან გუნდი მერვე პოზიციაზე გაიყვანა და მხოლოდ 1 პოზიცია დააკლდა გუნდის "უეფაზე" გასაყვანად. "სიტიმ" კარგად დაიწყო 2005/06 წლების სეზონი მაგრამ საშინლად დაასრულა იგი, უკანასკნელ 10 თამაშში წააგო 9. "სიტი" გავიდა 15-ზე. შემდეგ სეზონში გუნდი გავიდა 14 პოზიციაზე. პირსმა გუნდი დატოვა და მის ნაცვლად შვედეი სპეციალისტი სვენ გორან ერიქსონი მოვიდა, მან "სიტი" ბრძოლისუნარიან გუნდად ჩამოაყალიბა. თუმცა მან გუნდი მხოლოდ მეცხრე პოზიციაზე გაიყვანა. მან გუნდი დატოვა და მის შემცვლელად მოვიდა მარკ ჰიუზი.ჰიუზის მოსვლიდან რამოდენიმე თვეში გუნდი იყიდა ჯგუფმა - "აბუ დაბი იუნაიტდმა".2009 წელს ჰიუზმა გუნდის მთლიანი შეცვლა გადაწყვიტა და განახორციელა რამოდენიმე ხმაურიანი შენაძენი. კლუბში მოვიდნენ: როკი სანტა კრუზი, გარეთ ბარი, კარლოს ტევესი, ემანუელ ადებაიორი, ქრეიგ ბელამი, კოლო ტურე და ჯოლეონ ლესკოტი. ახალწვეულები გუნდს კარგად შეეწყვნენ. წინასასეზონო მატჩში მათ "ბარსელონაც" კი დაამარცხეს. 17 ტურის მატჩის მერე, სადაც "სიტიმ" "სანდერლენდს" 4:3 სძლია გუნდიდან გაგდებულ იქნა მთავარი მწვრთნელი მარკ ჰიუზი და მის ნაცვლად დაინიშნა ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი რობერტო მანჩინი.სიტიმ მანჩინთან ერთად არა ერთი კარგი თამაში ჩაატარა , მაგრამ მან წააგო დერბიში და დამარცხდა ტოტენჰემთან 0 : 1 , ამ თამაშით კი გაირკვა ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე მეოთხე ინგლისური კლუბის ვინაობა . ეს სეზონი მანჩინისთვის და სიტისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა , რადგან გუნდის და მწვრთნელის მიზანი ლიგაზე გასვლა იყო. გუნდმა სეზონი დაასრულა მეხუთე ადგილზე 67 ქულით და ევროპის ლიგაზე გავიდა. მან ბოლო თამაში ითამაშა ვესტ ჰემ იუნაიტედთან სადაც ფრე 1 : 1 ითამაშა.2010/2011 სეზონის დაწყებამდე , მანჩინიმ სიტის მფლობელისგან მიიღო ფინანსური დახმარება რათა განეახლებინა შემადგენლობა. პირველი შენაძენი ჯერომ ბოატენგი გახდა , შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის დასასრულს სიტიმ შეიძინა დავიდ სილვა და იაია ტურე . სიტის შემადგენლობას ასევე შეუერთდნენ მარიო ბალოტელი , ალექსანდრე კოლაროვი და ჯეიმს მილნერი . მაგრამ გუნდი დატოვა სტივენ აირლენდმა/მარტინ პეტროვმა/სილვინიომ/ხავიერ გარიდომ/ვალერი ბოჟინოვმა და ბენჯანი მვარუვარიმ. ასევე განათხოვრებული იქნა სიტის ფანების ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი კრეიგ ბელამი.2011 წლის ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე კი, სიტიმ შეიძინა ბოსნიელი ფორვარდი ედინ ჯეკო
სეზონის ბოლო წარმატებული აღმოჩნდა სიტისთვის.ისტლენდელებმა FAს თასის ნახევარფინალში იუნაიტედი დაამარცხეს სადაც გამარჯვების გოლი იაია ტურემ გაიტანა.ასევე ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში დაამარცხეს ტოტენჰემ ჰოტსპური და ფინალში სტოკ სიტი,რომელშიც გამარჯვების გოლი ისევ იაია ტურემ გაიტანა და საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა სიტის ისტორიაში.
2010/2011 წლის სეზონი სიტისთვის ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.გუნდმა მოიგო პირველი ტიტული და დაიკავა მესამე ადგილი.
2011/2012 წლის სეზონს გუნდი ძალიან დიდი ოპტიმიზმით ხვდება.
ფანებს იმედი აქვთ რომ გუნდი პროგრესს გააგრძელებს და უფრო დიდ გამარჯვებებს მიაღწევს................
"მანჩესტერ სიტის" ამჟამინდელი შემადგენლობა მეკარეები: #25. ჯო ჰარტი|1.91 მ|19.04.1987|ინგლისი|
#37.ტიმო ჰილდებრანდი|გერმანია|
#12.სტუარტ ტეილორი |1.96 მ|28.11.1980|ინგლისი|
მცველები: #2.მიკა რიჩარდსი |1.80 მ|24.06.1988|ინგლისი|
#5.პაბლო ზაბალეტა |1.79 მ|16.1.1985|არგენტინა|
#13.ალექსანდრე კოლაროვი |1.87 მ|10.11.1985|სერბეთი|
#22 გაელ კლიში |25.03.1985|საფრანგეთი|
#19.ჯოლეონ ლესკოტი |1.88 მ|16.08.1982|ინგლისი|
#22.გრეგ კანინჰემი|1.83 მ|31.01.1991|ირლანდია|
#28.კოლო ტურე |1.83 მ|19.03.1981|სპილოს ძვლის ნაპირი|
#30. შელეუმ ლოგანო|1.80 მ|29.01.1988|ინგლისი|
#36.იავან ვიდალი|1.83 მ|10.05.1989|ინგლისი
#38.დედრიკ ბოიატა |1.88 მ|28.11.1990|ბელგია|
#15.სტეფან სავიჩი|1.85მ|08.01.1991|მონტენეგრო
ნახევარმცველები: #4.ვინსენტ კომპანი |1.93 მ|10.04.1986|ბელგია|
#7. ჯეიმს მილნერი|1.75მ|4.01.1986|ინგლისი|
#8.შონ რაით-ფილიფსი |1.66 მ|25.10.1981|ინგლისი|
#11.ადამ ჯონსონი |1.75 მ|14.07.1987|ინგლისი|
#18.გარეტ ბერი |1.83 მ|23.02.1981|ინგლისი|
#21.დავიდ სილვა|1.70 მ|8.01.1986|ესპანეთი|
#34.ნაიჯელ დე იონგი |1.74 მ|30.11.1984|ჰოლანდია|
#42.იაია ტურე|1.91 მ|13.05.1982|სპილოს ძვლის ნაპირი|
თავდამსხმელები: #10.ედინ ჯეკო|1.93 მ|17.03.1986|ბოსნია|
#16.სერხიო აგუერო|1.73მ|02.02.1988|არგენტინა|
#32.კარლოს ტევესი |1.73 მ|5.02.1984|არგენტინა|
(კაპიტანი) #45.მარიო ბალოტელი|1.90 მ|12.08.1990|
ჩექმა |
კლუბის რეკორდები და ანტირეკორდები ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება ლიგაში:"დარვენთან" 10:0 - 1899 წელს
ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება "FA" თასზე:"სტენლისთან" 12:0 - 1890 წელს
ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება ლიგაში:0:8 "ბოლტონთან" - 1894 წელს; 0:8 "ვულვზთან" - 1933 წელს; 1:9 "ევერტონთან" - 1906 წელს; 2:10 "სმოლ Hითთან" - 1893 წელს
ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება "FA" თასზე: 0:6 "პრესტონთან" - 1897 წელს; 2:8 "ბრედფორდთან" - 1946 წელს
სარეკორდო დასწრება ერთ თამაშზე: 84,569 კაცი "სტოკთან" - 1934 წელს
ყველაზე მეტი შეხვედრა ლიგაში: 561 მატჩი + 3 ჯერ ცვლილებაზე - ალან ოუქსი
ყველაზე მეტი შეხვედრა საერთოდ:676 მატჩი + 4 ჯერ ცვლილებაზე - ალან ოუქსი
გუნდის საუკეთესო ბომბარდირი: ერიკ ბრუკი - 177 გოლი
ყველაზე მეტი გოლი 1 სეზონში 1 ფეხბურთელის მიერ: ტომი ჯონსონი - 38 გოლი
სარეკორდო სატრანსფერო გადახდილი თანხა:აგუერო - "ატლეტიკოდან" "სიტიში" - 38 მილიონი ფუნტი
სარეკორდო სატრანსფერო მიღებული თანხა:რობინიო - "სიტიდან" "მილანში" - 25 მილიონი ფუნტი.
სტადიონი "მანჩესტერ სიტი"-ს ამჟამინდელი საშინაო არენა არის "City of Manchester Stadium"-ი. სტადიონი 47 726 ადამიანს იტევს. სტადიონი გუნდს ეკუთვნის 2002/03 წლების სეზონის შემდეგ, მას შემდეგ რაც კლუბმა "მეინ როუდი" მიატოვა.
მეინ როუდი
სტადიონი თავდაპირველად არ იყო აშენებული ფეხბურთისთვის, ამიტომ "სიტის' მმართველობამ 30 მილიონი ფუნტი დახარჯა მისი რეკონსტრუქციისათვის. პირველი მატჩი რომელიც "სიტიმ" ამ მოედანზე გამართა იყო "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართა. მანჩესტერელებმა 2:1 მოიგეს.
Etihad Stadium, Manchester
მანამდე კი "სიტიმ" ბევრი მოედანი გამოიცვალა. 1880/87 წლებს შორის გუნდმა 5 მოედანი გამოიცვალა. შემდეგ კი გუნდმა "ჰაიდ როუდი" დაისაკუთრა, სადაც 1920 წლამდე თამაშობდა. ამ წელს კი ხანძარმა სტადიონის ძირითადი ნაწილი დააზიანა, ამის გამო გუნდი სათამაშოდ "მეინ როუდზე" გადავიდა. სადაც 2002/03 წლებამდე თამაშობდა. თავდაპირველად მოედანს "დასავლეთის უემბლი" ეწოდა, რადგან ის 84 000 კაცს იტევდა. ამის შემდეგ სტადიონმა რამოდენიმე რეკონსტრუქცია გადაიტანა. საბოლოოდ კი 1995 წელს მისი ტევადობა 32 000 კაცამდე შემცირდა. ამის გამო გუნდმა ეს სტადიონიც მიატოვა.
2011 წლის ზაფხულში კლუბმა ახალი კონტრაქტი გააფორმა ეტიჰედ ეარვეიზსთან,რომელიც ყველაზე დიდი კონტრაქტი აღმოჩნდა ფინანსური თვალსაზრისით სპორტის ისტორიაში(400 მილიონი) ამ კონტრაქტის შედეგად სიტის სტადიონს სახელი გადაერქვა და დაერქვა Etihad Stadium, Manchester ან Etihad Airways Stadium
წინა თემების ლინკები Manchester City Football Club I Manchester City Football Club II Manchester City Football Club III Manchester City Football Club IV Manchester City Football Club V Manchester City Football Club VI Manchester City Football Club VII (დაილუქა კარანტინის გამო) Manchester City Football Club VIII Manchester City Football Club IX Manchester City Football Club X Manchester City Football Club XI Manchester City Football Club XII Manchester City Football Club XIII Manchester City Football Club XIV განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ლუზ იორსელფს და მუჩა-ლუჩას ინფორმაციის მოწოდებისთვის და კიდევ ერთხელ
ტროლიზმი,გინება და ა.შ შორს ამ თემიდან
====================================================
This post has been edited by DATO1993 on 4 Aug 2011, 21:06
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი