პერმანენტულად იხსნება ფორუმზე თემები, სადაც მითითებულია საიტები,რომელთა ქვეყნების ჩამონათვალში შედის ე.წ. ქვეყანა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ,ქართულად ცხინვალის რეგიონი , ეს უკვე მაშტაბურ სახეს იღებს ,მართალია მავანი იუზერების აზრით ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებული არ არის ამაზე რეაგირება მოახდინოს,მაგრამ მგონი ასეც არ არის საქმე, ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა საგარეოს დაეფინანსებინა რამდენიმე კაციანი ჯგუფი, რომელიც დაძებნის ინტერნეტში მსგავს მარაზმებს და მოახდენს რეაგირებას , გააგზავნის წერილებს აღნიშნულ საიტებზე , ექნება უფლება სამინისტროს სახელით აპელირების კონკრეტულ შემთხვევებში და ა.შ. მაგრამ რადგან მსგავსი რამ ჯერ უტოპიაა,ჩვენ შეგვიძლია ყველა მსგავს შემთხვევაში რეაგირება ,თუ გამოგვივა შედეგი, ძალიან კარგი ; პირველ რიგში ვისაც ეხერხება იქნებ შეადგინოს შაბლონი ინგლისურად რათა გამართული და ჩამოყალიბებული იყოს რას ვითხოვთ და ოეე,მაზაფაკა, აბკჰაზია ის ჯორჯიას ტიპის წერილები არ გამოგვივიდეს , ამ თემაში თუ დაიყრება ყველა მსგავსი ლინკი და დაიდება მიმართვის წერილიც ,მგონი ურიგო არ იქნება
ეს კიდევ ერთი მორიგი ლინკი ,საიტი მოგზაურებისთვის :
http://www.adventuresportsholidays.com/asia/