”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” გაცნობებთ, რომ:
დღეს გამთენიას ავარიულად დაზიანდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც საბურთალოს რაიონში, ტაშკენტის ქუჩის ბოლოში, 540-ე ნიშნულზე მდებარე სატუმბო სადგურს ელექტროენერგიით ამარაგებს. 6 კვ-იანი ელექტროსადენის დაზიანების გამო ფუნქციონირება დროებით შეწყვეტილი აქვს აღნიშნულ სატუმბო სადგურს.
დაზიანების შედეგად, დღეს დილიდან წყალმომარაგება შეუწყდა:
• ვაჟა-ფშაველას კვარტლებსა და ნუცუბიძის ფერდობებს
• ნუცუბიძისა და მის მიმდებარე ქუჩებს
• ვაჟა-ფშაველას გამზირს - ე.წ. პროფკავშირების სასახლიდან ჯიქიას ქუჩამდე
• ჭავჭავაძის გამზირს - ვაკის პარკიდან ბაგებამდე, ჭავჭავაძის გამზ. №39-ს, ვაკის საცურაო აუზს, წყნეთის გზატკეცილს და უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის კორპუსებს
• სოფელ ბაგებს, წყნეთს, ზემო წყნეთსა და კოჯორს.
დაზიანების ადგილზე დღეს გამთენიიდან მობილიზებულია კომპანიის ენერგეტიკული სამსახურის ბრიგადა, რომელმაც ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენაზე მუშაობა უკვე დაასრულა. ჩამოთვლილი ქუჩებისა და სოფლების მოსახლეობა წყალს დღის განმავლობაში ეტაპობრივად მიიღებს. წყლის მიწოდების აღდგენამდე სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტებს კომპანია სასმელ წყალს, ცისტერნებით მიაწვდის.
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შეეცდება შეამციროს წყალმომარაგების შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტი და ტექნიკური სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.
http://www.georgianwater.com/main.php?pg=s...86&mn1=3&mn2=37