
დაარსების თარიღი -
1905 წლის 14 მარტისტადიონი - '
სტემფორდ ბრიჯი' (42,055)
პრეზიდენტი -
რომან აბრამოვიჩიმთავარი მწვრთნელი - ანდრე ვილაშ-ბოაში
კლუბის ტიტულები:
ინგლისის ჩემპიონი - 1955, 2005, 2006, 2010;
ასოციაციის თასი - 1970, 1997, 2000, 2007, 2009, 2010;
ლიგის თასი - 1965, 1998, 2005, 2007;
ქომუნითი შილდზი - 1955, 2000, 2005, 2009;
თასების მფლობელთა თასი - 1971, 1998;
ევროპის სუპერთასი - 1998.
ჩელსის ისტორია ჩელსის ისტორია ვრცლადჩელსი დაარსდა 1905 წლის 14 მარტს პაბში The Rising Sun, დღევანდელი ფულემ როუდის შესასვლელის პირდაპირ. დაარსებიდან მცირე ხანში გუნდი საფეხბურთი ლიგის წევრი გახდა. კლუბის ადრეული წლები ნაკლებად წარმატებული გამოდგა. ყველაზე ახლოს ჩელსი ტიტულთან 1915 წელს იყო, როდესაც ასოციაციის თასის ფინალში შეძლო თამაში შეფილდ იუნაიტედის წინააღმდეგ. ჩელსიმ წააგო პირველი ფინალი. კლუბს ჰქონდა რეპუტაცია გუნდისა, რომელიც ცნობილ, ვარსკვლავ ფეხბურთელებს იძენდა და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებდა, მიუხედავად ამისა პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში მისი როლი ინგლისურ ფეხბურთში მცირე იყო. 1952 წელს ჩელსის მთავარ მწვრთნელად ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის არსენალის ყოფილი ცენტრ ფორვარდი ტედ დრეიკი დაინიშნა. დრეიკმა კლუბის მოდერნიზება განახორციელა. მან შეცვალა კლუბის პენსიონერის ემბლემა ახალი ლოგოთი, დანერგა ვარჯიშის ახალი სისტემები, გააუმჯობესა ჩელსის ახალგაზრდულ აკადემიაში არსებული მდგომარეობა. შედეგად გუნდმა შეძლო პირველი მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. 1954-55 წლების სეზონში ჩელსიმ გაიმარჯვა ლიგის ჩემპიონატში და პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი. იმავე წელს ევროპის მმართველმა საფეხბურთო ორგანიზაციამ უეფამ ჩემპიონთა თასი დააარსა, მაგრამ საფეხბურთო ლიგის და საფეხბურთო ასოციაციის მხრიდან წინააღმდეგობის გამო ჩელსიმ უარი თქვა ტურნირში მონაწილეობაზე. 1960-იან წლებში ტომი დოჰერტის თავკაცობით ჩელსის ახალგაზრდა კოლექტივი რამდენიმეჯერ ახლოს იყო ტიტულის მოპოვებასთან სხვადასხვა ტურნირებში. 1964-65 წლების სეზონში გუნდი სამ ფრონტზე იბრძოდა ჩემპიონობისთვის. საბოოლოო ჯამში ჩელსიმ მხოლოდ ლიგის თასის მოგება მოახერხა, ასოციაციის თასზე და ჩემპიონატში დათმო ბრძოლები. 1970 წელს ჩელსი ასოციაციის თასს დაეუფლა, დაამარცხა რა ფინალში ლიდს იუნაიტედი 2-1. მომდევნო წელს გუნდმა ისტორიაში პირველად შეძლო ევროტურნირის მოგება. 1970-71 წლების სეზონში ჩელსიმ თასების მფლობელთა თასის ფინალში მადრიდის რეალი დაამარცხა ათენში. გვიანი 70-იანი წლები და 80-იანების დასაწყისი ჩელსის ისტორიაში მეტისმეტად ტურბულენტური აღმოჩნდა. მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის პირობებში სტემფორდ ბრიჯის რეკონსტრუქციის ამბიციური გეგმის განხორციელებამ კლუბის ფინანსური სტაბილურობა შეარყია. ხელმძღვანელობას წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა მოუხდა და შედეგად ჩელსი უძლიერესთა რიგებიდან გავარდა. გუნდს დეკადის მანძილზე გულშემატკივართა ხულიგნური ქცევების გადაუჭრელი პრობლემაც ჰქონდა. 1982 წელს ჩელსის კრიზისმა პიკს მიაღწია. კლუბი ნომინალურ თანხად £1 კენ ბეითსმა შეიძინა. ამასთან სტემფორდ ბრიჯის ფრიჰოლდი უძრავი ქონების დეველოპერებზე გასხვისდა. შედეგები უარესდებოდა. 1983 წელს ჩელსი გადარჩა მესამე დივიზიონში გავარდნას. 1983-84 სეზონში კლუბმა მოახერხა მეორე დივიზიონის მოგება და უძლიერესთან რიგებში აღზევდა, თუმცა მცირე ხნით. 1988 წელს გუნდი კიდევ ერთხელ დაქვეითდა. ამჯერად მხოლოდ ერთი სეზონით. დიდი ბრძოლის შემდეგ 1992 წელს ბეითსმა, მას შემდეგ რაც დეველოპერები გაკოტრდნენ ფრიჰოლდის კლუბთან გაერთიანება მოახერხა. პრემიერლიგის პირველ სეზონებში ჩელსის გამოსვლა არადამაჯერებელი იყო. მიუხედავად ამისა 1994 წელს გუნდმა ასოციაციის თასის ფინალში შეძლო თამაში. ჩელსის ისტორიაში ახალი ეპოქა 1996 წელს დადგა, როდესაც მოთამაშე მწვრთნელად რუუდ გულიტი დაინიშნა. გუნდში რამდენიმე მსოფლიო დონის ფეხბურთელი ჩაირიცხა. შედეგად ჩელსიმ 1997 წელს ასოციაცისს თასის მოგება მოახერხა და გუნდმა ინგლისის წამყვან კლუბებში დაიბრუნა ადგილი. გულიტი ჯანლუკა ვიალიმ შეცვალა, რომელმაც ჩელსი 1998 წელს თასების თასზე წარმატებამდე მიიყვანა. ამას გარდა იტალიელის მეთაურობით გუნდმა ლიგის თასი, ევროპის სუპერ თასი და 2000 წელს ასოციაციის თასი მოიგო. ვიალი მცირე ხანში დათხოვნილ იქნა და მის ადგილას ასევე იტალიელი კლუდიო რანიერი დაინიშნა, რომლის აქტივშიც 2002 წლის ასოციაციის თასის ფინალი და 2002-03 სეზონში გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანა გახდა. 2003 წლის ივნისში ჩელსი რუსმა მილიარდელმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა იყიდა £140 მილიონად. ეს იყო იმ დროისათვის ინგლისურ ფეხბურთში უდიდესი გარიგება. £100 მილიონზე მეტი დახარჯა ახალმა მფლობელმა პირველივე სეზონში ტრანსფერებში, თუმცა რანიერი უძლური აღმოჩნდა ტიტულის მოპოვებაში და იტალიელი 2004 წელს ჟოზე მაურინიოთი ჩაანაცვლეს. პორტუგალიელის მეცადინეობით ჩელსი გახდა მეხუთე ინგლისური კლუბი, რომელმაც ზედიზედ შეძლო პრემიერლიგის მოგება 2004-05 და 2005-06 სეზონებში. გარდა ამისა მაურინიომ გუნდს მოაგებინა ასოციაციის თასი 2007 წელს და ლიგის თასები 2005 და 2007 წლებში. 2007 წლის სექტემბერში მაურინიოს ადგილას აბრამოვიჩმა აბრაამ გრანტი დანიშნა, რომელმაც ჩელსის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაყვანა შეძლო. შეხვედრა გუნდმა დათმო მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩის შემდგომ თერთმეტმეტრიანების სერიაში. 2008 წლის ზაფხულში ჩელსის მთავარ მწვრთნელად ბრაზილიელი ლუის ფელიპე სკოლარი იქნა მიწვეული. სკოლარიმ მხოლოდ 7 თვე გაატარა ლონდონში და მიუღებელი შედებისათვის გაათავისუფლეს. აბრამოვიჩმა დროებით გუნდი რუსეთის ნაკრების მოქმედ მწვრთნელს გუუს ჰიდინკს ჩააბარა. 2008-09 წლების სეზონზე ჩელსიმ დრამატულად დათმო ბრძოლა ჩემპიონთა ლიგაში ბარსელონასთან. მოიგო ასოცოაციის თასი. ფინალში, ევერტონის 2-1 დამარცხებიდან ორ დღეში ჩელსიმ მთავარ მწვრთნელად მილანის ყოფილი დამრიგებელი კარლო ანჩელოტი დანიშნა. პირველივე სეზონში იტალიელმა მწვრთნელმა გუნდს პრემიერლიგა და ასოციაციის თასი მოაგებინა. 1963 წლის შემდეგ ჩელსი პირველი გუნდი გახდა რომელმაც 100 ზე მეტი გოლის გატანა შეძლო ჩემპიონატში. 2011 წლის 22 მაისს ჩელსიმ უტიტულო სეზონის შემდეგ კარლო ანჩელოტი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. იტალიელის ნაცვლად აბრამოვიჩმა პორტუს ახალგაზრდა მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში დანიშნა.
სტემფორდ ბრიჯიჩელსი საშინაო თამაშებს ატარებს სტემფორდ ბრიჯზე, რომელიც დაარსებულ იქნა 1877 წლის 28 აპრილს. კლუბის ისტორია მხოლოდ ამ არენასთან არის დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ პირველი 28 წლის მანზილზე სტემფორდ ბრიჯზე საფეხბურთო მატჩების გარდა ეწყობოდა შეჯიბრებები მსუბუქ ათლეტიზმში ლონდონის სპორტული კლუბის მიერ. 1904 წელს სტემფორდ ბრიჯი გას და ჯოზეფ მირსებმა შეიძინეს და ლონდონის საფეხბურთო კლუბს ფულემს თამაშების გამართვა შესთავაზეს. ფულემისგან ძმებმა უარი მიიღეს რის შემდეგაც გადაწყვიტეს საკუთარი კლუბი დაეარსებინათ. ვინაიდან არენა მდებარეობდა ფულემის რაიონში და ამ სახელწოდების კლუბი უკვე არსებობდა მირსებმა ახლად დაარსებულ კლუბს მეზობელი რაიონის სახელი ჩელსი შეურჩიეს. სტადიონი დააპროექტა არქიტექტორმა არჩიბალდ ლეიტჩმა. ისტორიის მანძილზე არენამ რამდენიმე რეკონსტრუქცია განიცადა. თავდაპირველად ტევდაობა 100 000 მაყურებელს შეადგენდა. მნიშვნელოვანი იყო 1930-იან წლებში სამხრეთ ნაწილში ეგრედ წოდებული 'შედ ენდის' (Shed End) აშენება, რომელიც განკუთვნილი იყო განსაკუთრებით ერთგული და აქტიური გულშემატკივრებისთვის. 1970-იან წლებში ხელმძღვანელობამ სტადიონის რეკონსტრუქციის გადაწყვეტილება მიიღო, ტევადობის 50 000 შემცირება დაიგეგმა. პროექტი საკმაოდ დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული რისი უზრუნველყოფაც ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო და ჩელსიმ ვალების დასაფარად სტადიონის ტერიტორია დეველოპერულ კომპანიას დაუთმო. მხოლოდ 1992 წელს კენ ბეიტსმა შეძლო უკან გამოესყიდა სტემფორდ ბრიჯი. დღევანდელი მდგომარეობით სტადიონის ტევადობა 41 841 მაყურებელს შეადგენს. სტემფორდ ბრიჯმა ოვალური ფორმა მართკუთხა კონფიგურაციით შეიცვალა, ტრიბუნები მაქსიმალურად ახლოს არის მოედანთან. სტადიონის ტერიტორიაზეა სპორტულ-გასართობი კომპლექსი 'ჩელსი ვილიჯი'. იგი მოიცავს ორ ოთხვარსკვლავიან სასტუმროს, ხუთ რესტორანს, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზებს, ღამის კლუბს, გასართობ ცენტრებს, სპორტულ კლუბს, მიწისქვეშა ავტოპარკინგს. უკანასკნელ წლებში კლუბი აქტიურად განიხილავს სტადიონის გაფართოების გეგმებს, რაც ლონდონის ცენტრის მჭიდროდ განაშენიანების და სტემფორდ ბრიჯის სიახლოვეს ორი სარკინიგზო ხაზის არსებობით საკმაოდ არის შეზღუდული. ჩელსის სავარჯიშო ბაზა მდებარეობს კობემში, სიურეის საგრაფოში. ბაზის მთლიანი რეკონსტრუქცია 2007 წელს განხორციელდა. იგი ერთერთი საუკეთესოა ევროპაში.
მიმდინარე შემადგენლობა1. პეტრ ჩეხი....მეკარე....ჩეხეთი....20.05.1982....197
2. ბრანისლავ ივანოვიჩი....მცველი....სერბეთი....22.02.1984....188
3. ეშლი კოული....მცველი....ინგლისი....20.12.1980....172
4. დავიდ ლუისი....მცველი....ბრაზილია....22.04.1987....188
5. მაიკლ ესიენი....ნახევარმცველი....განა....03.12.1982....178
6. ორიოლ რომეუ....ნახევარმცველი....ესპანეთი....24.09.1991....183
7. რამირესი....ნახევარმცველი....ბრაზილია....24.03.1987....180
8. ფრენკ ლამპარდი....ნახევარმცველი....ინგლისი....20.06.1978....183
9. ფერნანდო ტორესი....თავდამსხმელი....ესპანეთი....20.03.1984....186
10. ხუან მატა....ნახევარმცველი....ესპანეთი....28.04.1988....170
11. დიდიე დროგბა....თავდამსხმელი....კოტ დივუარი....11.03.1978....188
12. მიკელ ჯონ ობი....ნახევარმცველი....ნიგერია....22.04.1987....188
15. ფლორან მალუდა....ნახევარმცველი....საფრანგეთი....13.06.1980....180
16. რაულ მეირელეში....ნახევარმცველი....პორტუგალია....17.03.1983....180
17. ჟოზე ბოსინგვა....მცველი....პორტუგალია....24.08.1982....183
18. რომელუ ლუკაკუ....თავდამსხმელი....ბელგია....13.05.1993....191
19. პაულო ფერეირა....მცველი.....პორტუგალია....18.01.1979....183
20. ჯოშ მაკეკრანი....ნახევარმცველი....ინგლისი....01.03.1993....178
21. სალომონ კალუ....თავდამსხმელი....კოტ დივუარი....05.08.1985....186
22. როს ტერნბული....მეკარე....ინგლისი....04.01.1985....196
23. დანიელ სტარიჯი....თავდამსხმელი....ინგლისი.... 01.09.1989....183
26. ჯონ ტერი....მცველი....ინგლისი....07.12.1980....187
33. ალექსი...მცველი....ბრაზილია....17.06.1982....189
34. რაიან ბერტრანდი....მცველი....ინგლისი....5.8.1989....179
39. ნიკოლა ანელკა....თავდამსხმელი....საფრანგეთი....14.03.1979....185
40. ენრიკე ილარიო....მეკარე....პორტუგალია....21.10.1975....189
წინა თემების ლინკები
123456789101112131415161718192021
წინა თემის ტოპ პოსტერებიSIDCFC 211,CHELSEAFAN 124, cfc 95, პინკი 91, ლივერმენ 81, gexvewebi 68, 1984 58, როხროხა 45, chelsea5 40, Qash 36, DATO1993 35, Bridgeman 33, numlock 31, LA_NY 30, ratomac aRa 30, Heinz Doofenshmirtz 28, Wiseman* 25, RIIP 17, David-Kaka 16, SaneDD 15, deadmau 14, BeRoNa 14, hibridi55 14, dembo 14, Salaka 14, lato 12, GoGol1 11, QYGe1T290980MQ5-8 11