„მაესტროს“ ყიდვა ზურაბ ნოღაიდელს სურს. „პრესა ჯი“-ს ინფორმატორის ცნობით, ბოლო დროს ერთმანეთს ამ საკითხზე ეროსი კიწმარიშვილი და ზურაბ ნოღაიდელი შეხვდნენ და მათ შორის გარკვეული ფარული გარიგება შემდგარა.
ბოლო თვეებში „მაესტროში“ შექმნილი ფინანსური კრიზისიც ეროსი კიწმარიშვილის მმართველი ჯგუფის მიერ ხელოვნურადაა გამოწვეული, რომელსაც ტელეკომპანია ფინანსურად უნდა უზრუნველეყო.
მართალია, ბოლო თვეების განმავლობაში, „მაესტროში“ ხელფასები „ქეშით“ და რამდენიმე კვირის დაგვიანებით აიღეს ჟურნალისტებმა, რომელთაც ფინანსურ კრიზისზე საუბარს უკრძალავენ, მაგრამ ბადრი ბიწაძის ფავორიტი ტელეკომპანიიდან ინფორმაცია, შიდა-კრიზისის შესახებ მაინც გამოდის...
გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაცია „ნედიმ“ „მაესტროს“ რეგიონალური ოფისებისთვის რამდენჯერმა გამოყო ტრანში. ახლა ამ თანხის მიზნობრივ ხარჯვასა და ფინანსურ მონიტორინგსაც უცხოური ორგანიზაცია თავად აპირებს.
ვინ „ჭამდა“ ფულს მაესტროში, რთული სათქმელია, თუმცა ეროსის ამჯერად ნოღაიდელის წილების პაკეტში ჩასმა სურს. 25-25 პროცენტიან წილებს „მაესტროში“ მომღერალი „უცნობი“ და მაკა ასათიანი ფლობენ, თუმცა ძმის უკან რეალურად ლევან „გრეჩიხა“ დგას, ხოლო ასათიანის უკან ქმარი, ექს-მხედრიონელი კოტე გოგელია.
კიწმარიშვილი კი, ოქრუაშვილის სკანდალური ინტერვიუს მეორე ნაწილით ვაჭრობს, ერთ-ერთი შეხვედრის დროს „გრეჩიხაზე“ უთქვამს, „თუ ეგ და მაგისი ძმა „მაესტროში“ წილს არ დათმობენ, გრეჩიხასგან აღარაფერი დარჩება“.
ანუ „გრეჩიხა“ ახლა ყულფით ჰყავთ დაჭერილი, მეორე ნაწილის ვიდეო-ფაილები თუ არ გინდა გამოქვეყნდეს, 25 პროცენტიანი წილი ნოღაიდელს მიჰყიდეო. მეორე მხრივ, გაჩეჩილაძეებს ღლონტი აწვება, ჩემთან შეთანხმების გარეშე ვერაფერს გაყიდითო.
თუმცა, ღლონტის ინტერესები, როგორც ჩანს, ეროსის არ ანაღვლებს. მას ამჯერად „დაღლილ ვირთან“ აქვს რომანი... ეროსის და ნოღაიდელის გზა-კვალი რუსეთში მიდის, მათ ერთი პატრონი ჰყავთ. ნოღაიდელს კი რუსეთიდან გადმოქაჩული თანხები აქვს გასაპრავებელი.
ყოველივე ამას ისიც ემატება, რომ „გრეჩიხამ“ „მაესტროში“ ფული ვერ მიიტანა... რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა ხომერიკმა, გაჩეჩილაძეს 1, 5 მილიონი, რომელსაც „გრეჩიხა“ „მაესტროსთვის“ ითხოვდა, როგორც ამბობენ, არ გამოატანა.
აი, ეროსის და ნოღაიდელს კი დიდი ხანია აქვთ ფინანსური ურთიერთობები. მაგალითად, ნოღაიდელმა პარტიული ანგარიშიდან 322 000 ლარი ეროსის მმართველ ჯგუფს გადაურიცხა „მაესტროს“ ტექნიკური აპარატურისთვის.
თავის მხრივ, მალევე ამ შეთანხმებიდან დაიდო ხელშეკრულება, რომელიც „მაესტროს“ დირექტორსა და „სამართლიანი საქართველოს“ შორისაა გაფორმებული, რომლის მიხედვითაც, ნოღაიდელს თვეში 6200 ლარი უნდა გადაეხადა „მაესტროსთვის“, ვითომდა საეთერო დროის ათვისებისთვის. რეალურად კი, ნოღაიდელის პარტიას არც არაფერი აუთვისებია.
მეორე მხრივ, ნოღაიდელმა დააარსა კომპანია „ნკონსალტინგი“, რომელზეც თანხებს თავისივე პარტიის ფინანსური ანგარიშებიდან რიცხავდა. ფაქტობრივად, ნოღაიდელი რუსეთიდან გადმოქაჩულ ფულს კერძო პირების შემოწირულობების სახით ჯერ პარტიის ფინანსურ ანგარიშებზე რიცხავდა, ხოლო შემდეგ ამავე თანხებს მისივე შექმნილ კომაპანია „ნკონსალტინგს“ ახმარდა.
ყველა ეს დოკუმენტი შენახულია და არ გამოირიცხება, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს. მით უმეტეს, ნოღაიდელის სამართალმემკვიდრე სერგო ჯავახიძე „დაღლილი ვირისგან“, „შეჭმული“ ფულის პარტიაში დაბრუნებას მოითხოვს.
„მაესტროიანელები“, შიდა საუბრებში ამბობენ, რომ ნოღაიდელმა ტექნიკური აპარატურა ეროსის კომპანიას მიაქირავა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს კომპანიაა „მაესტროს“ მმართველი. ერასტის რუსეთიდან დავალება აქვს მიღებული, გოგელიასა და „უცნობის“ წილები რამენაირად ნოღაიდელის ხელში გადავიდეს. ოღონდ ეს მედიაში არ უნდა გახმაურებულიყო, მოლაპარაკებების დასრულებამდე.
თავის მხრივ, ეროსი, როგორც ჩანს, ამ დავალების შესასრულებლად საკმაოდ კარგად იყენებს ოქრუაშვილსა და მის კომპრომატებს „გრეჩიხაზე“. სწორედ ოქრუაშვილის „კომპრომატებით“ აშანტაჟებენ ქართული პოლიტიკის ყველა დროის „ხულიგანს“, ლევან გაჩეჩილაძეს...
http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=8388