წინა თემები:
საქართველოს უნივერსიტეტისაქართველოს უნივერსიტეტი
ჩვენი ახალი შენობა:

2002 წლის მიწურულს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორმა პროფესორმა, გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ, გახსნა ამერიკათმცოდნეობის ცენტრი, რომელსაც მაგისტრანტები უნდა მოემზადებინა ამერიკათმცოდნეობაში.
ცენტრის მუშაობის მიზანი იყო ამერიკის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყნის, შესწავლა და კვლევა. პირველად, შემუშავებულ იქნა პროგრამები ამერიკათმცოდნეობის განხრით. მოგვიანებით, ანალოგიური პროგრამები მომზადდა ევროპათმცოდნეობის მიმართულებითაც. პროგრამები შემუშავდა იმ პრინციპით, რომ მაგისტრანტმა, ამერიკისა თუ ევროპის შესწავლასთან ერთად, სურვილისამებრ,შეძლოს აითვისოს საზოგადოებრივი ცხოვრების რომელიმე სფეროს მართვის დასავლური მოდელი: საჯარო ადმინისტრირების, ბიზნეს-ადმინისტრირების, კულტურისა და განათლების მენეჯმენტის და ა.შ.
2004 წლის 21 ივლისს ცენტრის საფუძველზე შეიქმნა შ. პ. ს. „საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა“ (სმს). იმავე წელს, საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაზაზე, დაფუძნდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - «საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტი».
შემუშავდა უნივერსიტეტის წესდება, სტრუქტურა და ჩამოყალიბდა უნივერსიტეტის მართვის უმაღლესი ორგანო - მეურვეთა საბჭო. 2005 წლის 24 მარტს ჩატარდა მეურვეთა საბჭოს პირველი სხდომა, რომელმაც მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია გიული ალასანია, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორად კი – მანანა სანაძე.
2005-2007 წლებში უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. სამაგისტრო პროგრამებს საბაკალავრო პროგრამები დაემატა. პირველი ბაკალავრები უნივერსიტეტმა მიიღო 2005 წლის სექტემბერში. 2006 წლის შემოდგომიდან კი უნივერსიტეტში ამუშავდა სადოქტორო პროგრამები. პირველი დოქტორანტი იყო ედუარდ რობერტ რაუპი,რომელსაც თავისი სადოქტორო პროგრამის, „კრედიტების ტრანსფერისა“ და სსმუ-ში სადოქტორო დისერტაციის დასრულების შემდეგ, დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
მოგვიანებით, საერთაშორისო კავშირები დამყარდა და საერთაშორისო პროგრამები ამუშავდა ისეთ წამყვან უნივერსიტეტებთან, როგორიცაა: სკრენტონის უნივერსიტეტი, ცენთრალური ფლორიდის უნივერსიტეტი, ლეიკლანდის კოლეჯი (აშშ), ლილის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), მიუნსტერის უნივერსიტეტი ( გერმანია) და ლა საპიენსას უნივერსიტეტი ( იტალია).
2010 წელს, პირველად პოსტსაპჭოთა სივრცეში, OPIC-ის მიერ (“ამერიკის საზღვარგარეთული კერძო საინვესტიციო კორპორაცია”) “საქართველოს უნივესრსიტეტში” განხორციელდა 8 მილიონიანი ინვესტიცია, რაც საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მის დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ხმარდება. სწორედ OPIC-ის მიერ, მიღებული სესხით ხორციელდება ახალი შეძენილი შენობის სარემონტო სამუშაონები. შენობა, მთლიანად მოხმარებაში კი 2012 წლის ზაფხულში ჩაეშვება, სადაც 3 ათასი სტუდენტის ადგილი იქნება. ახალი შენობის დიზაინი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება, რაც გულისხმობს სრულად აღჭურვილ აუდიტორიებს, კომპიუტერულ ოთახებს, მედია ცენტრებსა და ხელსაყრელ პირობებს, რაც თანამედროვე უნივერისტეტებისთვისაა დამახასიათებელი. გარდა იმისა, რომ სტუდენტები ისწავლიან კომფორტულ გარემოში, მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა დამატებით აკადემიურ საქამიანობში ჩაერთონ, როგორიცაა: კლუბებში შეხვედრები, სემინარებზე დასწრება და კარიერული წინსვლისთვის ტრეინიგებში მონაწილეობა.
უნივერსიტეტის მისია და მიზნები
მისია:
გააფართოვოს ცოდნის არსებული საზღვრები ახალი ცოდნის შექმნის საფუძველზე და ყველას მისცეს ისეთი განათლება და ცოდნა, რომ ცხოვრებაში წარმატებული სამსახურებრივი კარიერის, თუ მეცნიერული მიღწევების მეშვეობით, რომელიც დაეფუძნება პატიოსნებას, ღირსებას, თავდაუზოგავ შრომასა და მაღალ პროფესიულ კვალიფიკაციას, ხელი შეუწყოს ჩვენი საზოგადოების თანამედროვე ტიპის მაღალგანვითარებულ, სამართლებრივ, დემოკრატიულ, ჰუმანურ, ზნეობრივ, ფიზიკურად ჯანსაღ და მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე საზოგადოებად გარდაქმნას და ამით ემსახუროს საკუთარ ერს, სახელმწიფოს და, შესაბამისად, მთელ კაცობრიობას;
მიზნები:
უნივერსიტეტის მიზნებს განაპირობებს უნივერსიტეტის მისია. შესაბამისად, უნივერსიტეტის უახლოესი მიზნებია:
საქართველოში საზოგადოებრივ მეცნიერებათა მიმართულებით სწავლება და აქ მიღებული ცოდნა მიუსადაგოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში არსებულ სტანდარტებს.
საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სამუშაოდ მოამზადოს თანამედროვე ამერიკული და ევროპული მართვის მეთოდებისა და მოდელირების მცოდნე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებსაც მშობლიურთან ერთად სრულყოფილად ეცოდინებათ ინგლისური და,სურვილისამებრ, სხვა უცხო ენები.
თანამედროვე მაღალ და ნანოტექნოლოგიების ეპოქაში ახალგაზრდებს მისცეს მულტიდისციპლინური განათლება და განუვითაროს შემოქმედებითად აზროვნების უნარ-ჩვევები, რათა ისინი იქცნენ მაქსიმალურად კონკურენტუნარიან ადამიანებად.
თანამედროვე ეპოქა ადამიანებისაგან მოითხოვს სწავლის პროცესის უწყვეტობას. ფაქტობრივად, ყველა, ვისაც სურვილი აქვს არ ამოვარდეს აქტიური ცხოვრების ფერხულიდან, იძულებულია, მუდამ განაახლოს თავისი ცოდნა ტრეინინგების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსების,პროგრამებისა და ახალი პროფესიების შეძენის გზით. აქედან გამომდინარე, უნივესიტეტის მიზანია სპეციალური პროგრამების შემუშავება, რათა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებს მისცეს მათთვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების, როგორც მუდმივად განახლება-სრულყოფის, ისე ახალი ცოდნის შეძენის საშუალება.
ყველა და ყველაფერი ჩააყენოს ეროვნული ინტერესის სამსახურში. ეროვნული ინტერესი კი გულისხმობს არა ყალბ პათოსს, არამედ დღეისათვის ქართულად არარსებული სახელმძღვანელოების შექმნას და, შესაბამისად, სტუდენტებისთვის მასალის მშობლიურ ენაზე მიწოდებას, სათანადო ტერმინოლოგიის დამუშავებას, საზოგადოებაში თანამედროვე ცოდნის დანერგვას, რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს მოქალაქეთა უკეთესი, უზრუნველყოფილი ცხოვრებისა და, როგორც შედეგი, ქართული კულტურისა და ქართული ცივილიზაციის აყვავებისა და წინსვლის საწინდარი გახდება.
რექტორისგან
წარმატებული კარიერა, თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში, მხოლოდ მრავალმხრივი ცოდნითა და მაღალპროფესიული უნარ-ჩვევებით მიიღწევა, რასაც ცოდნის შეძენის სურვილი და მეცნიერების არჩეული დარგისადმი დიდი ინტერესი აქცევს რეალობად. შესაფერისი ცოდნის შეძენა და კვლევითი, ანალიტიკური უნარ-ჩვევების განვითარება ბევრ კითხვას, ფიქრს, რუდუნებასა და ხშირად უძილო ღამეებს მოითხოვს.
ქართველი ახალგაზრდისათვის XX-XXI საუკუნეების მიჯნა ძირეული ცვლილებებით აღინიშნა: თუ მანამდე მას მხოლოდ საბჭოთა იმპერიის საზღვრებში მცხოვრები ახალგაზრდები უწევდნენ კონკურენციას,დღეს ის უკვე მსოფლიო მასშტაბებს მოიცავს. ეს ძალზე სერიოზული და საპასუხისმგებლო გამოწვევაა! საუბარი ხომ თითოეული თქვენგანის კარიერასა და მომავალს ეხება!ზოგადად კი, განათლების თანამედროვე ,მაღალი დონე და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მეცნიერებისა და ტექნიკის სხვადასხვა სფეროში,ქვეყნის უსაფრთხოებისა და წარმატებული მომავლის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა.
ქართველი მშობლისაგან ხშირად გაიგონებთ - თუ ახალგაზრდა მონდომებულია, ის ყველგან ისწავლის! ეს გამოთქმა შედარებით ზუსტი იყო სულ რამდენიმე ათეული წლის წინათ, მათი სტუდენტობის ხანაში, მაგრამ სრულიად არ მიესადაგება დღევანდელობას.
დღეს მარტო ახალგაზრდის მონდომება,ცოდნის შეძენის მტკიცე სურვილი და თავდაუზოგავი შრომა როდი კმარა.იმ ტიპის ცოდნის დაუფლებას ,რომელიც კარებს გაგიხსნით წარმატებული კარიერისაკენ და ძვირად ღირებულ,სასურველ სპეციალისტად ჩამოგაყალიბებთ,აუცილებელია: სწავლების ორგანიზების მაღალი სტანდარტები, სწავლების უახლესი მეთოდები და ტექნოლოგიები, დროის მოთხოვნების შესაბამისად მუდმივად განახლებულ-გათანამედროვებული პროგრამები, უახლესი სახელმძღვანელოები, თუ სხვა სახის სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურა და, რაც მთავარია, თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი პროფესორ– მასწავლებლები.
ყოველივე ამის მიღწევა, თუნდაც ფრიად მონდომებული ახალგაზრდისათვის, ჩვენი უნივერსიტეტის მსგავს, თანამედროვე სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებაში სწავლის გარეშე, განუხორციელებელ ოცნებად დარჩება.
თუ გსურთ, ისწავლოთ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების დონის ქართულ უნივერსიტეტში და მიიღოთ ცოდნა, რომელიც კონკურენტუნარიანს გაგხდით თქვენი თაობის ახალგაზრდებთან ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ – აირჩიეთ საქართველოს უნივერსიტეტი!
თუ გსურთ, რომ სტუდენტური წლები გაატაროთ კომფორტულ და სუფთა გარემოში, ისარგებლოთ ყველა საჭირო წიგნითა და პერიოდული გამოცემით, კომპიუტერიზებული ბიბლიოთეკით, ელექტრონული ფონდებითა და შეუზღუდავი საინტერნეტო მომსახურებით, სპორტული მოედნებითა და დარბაზებით, ჩაერთოთ აქტიურად სხვადასხვა სტუდენტურ კლუბებში და განივითაროთ ლიდერის უნარ-ჩვევები - აირჩიეთ საქართველოს უნივერსიტეტი!
თუ გსურთ, რომ ისწავლოთ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ აუდიტორიებში, მოისმინოთ ლექციები, რომლებსაც წაგიკითხავენ საუკეთესო ქართველი და უცხოელი სპეციალისტები – აირჩიეთ საქართველოს უნივერსიტეტი!
თუ გსურთ, საუნივერსიტეტო სწავლის პერიოდში შეხვდეთ, გაეცნოთ, მოუსმინოთ და ესაუბროთ მსოფლიოში ყველაზე გამოჩენილ ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს, კინო თუ ხელოვნების სხვა დარგების მოღვაწეებს – აირჩიეთ სასწავლებლად საქართველოს უნივერსიტეტი!
თუ გსურთ მონაწილეობა სხვადასხვა სახის სტუდენტურ გაცვლით პროგრამებში, როდესაც თქვენი მასპინძლები იქნებიან მსოფლიოში სახელგანთქმული ევროპული თუ ამერიკული უნივერსიტეტები – აირჩიეთ საქართველოს უნივერსიტეტი!
თუ გსურთ, ცოდნის შეძენის რთული პროცესი დაცულ, უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში გაატაროთ, სადაც მთელი სტუდენტური პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნებით უფასო სამედიცინო მომსახურებითა და საუკეთესო სამედიცინო დაზღვევით - აირჩიეთ საქართველოს უნივერსიტეტი!
საქართველოს უნივერსიტეტი საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელია საქართველოს უნივერსიტეტებს შორის!
გმადლობთ, რომ აირჩიეთ ჩვენი უნივერსიტეტი!
მანანა სანაძე
საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი
ეკონომიკის, ბიზნესის და მართვის სკოლა
მოგესალმებით!
ყველას, ვინც უკვე სწავლობთ ჩვენთან, ან ჩაბარებას და სწავლას აპირებთ, ჩვენი სკოლა გთავაზობთ საუკეთესო საშუალებას, დაეუფლოთ თქვენ მიერ არჩეულ პროფესიას, გაიღრმავოთ ცოდნა, საუკეთესოდ გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები, თქვენი სიტყვა თქვათ არჩეულ მიმართულებაში და წარმატებული კარიერისათვის დაეუფლოთ საჭირო ცოდნასა და უნარებს.
ამისათვის ჩვენთან შექმნილია ყველა ხელშემწყობი პირობა:
კეთილმოწყობილი და სათანადო ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიები;
ბიბლიოთეკა, უახლესი, თანამედროვე ლიტერატურითა და ელექტრონული ვერსიებით;
მუდმივად ხელმისაწვდომი ინტერნეტი
და, რაც მთავარია:
ენთუზიაზმით აღსავსე, საუკეთესო პროფესურა, დაკომპლექტებული წამყვანი მეცნიერებით, როგორც ყოფილი უმაღლესი სახელმწიფო მოხელეებით, ასევე ცნობილი ფირმების, საწარმოებისა თუ საფინანსო ინსტიტუტების მოქმედი ან ყოფილი ხელმძღვანელებით.
სასწავლო პროგრამები და კურსები შედგენილია დასავლური სტანდარტებისა და ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად. ყველა სტუდენტი, სპეციალობის მიხედვით, გადის სტაჟირებას შესაბამის კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციაში. თეორიული ცოდნის რეალურ საქმიანობაში მაქსიმალურად ეფექტური გამოყენების სწავლება და პრაქტიკული უნარების განვითარება სუ-ის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის სკოლის სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია.
ამგვარად, სუ-ის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის სკოლაში საუკეთესო გარემოა შექმნილი, რათა ჩვენთან გატარებული წლები თქვენს ცხოვრებაში მაქსიმალურად ნაყოფიერ, სათანადო ცოდნის მომცემ და საუკეთესო პერიოდად იქცეს. წლებად, რომლებიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ თქვენს მომავალ წარმატებულ კარიერას.
თქვენი ნიჭიერება და შრომის უნარი, ჩვენს თავდაუზოგავ ძალისხმევასთან ერთად, ყოველგვარი მიზნის მიღწევის საწინდარია.
გისურვებთ წარმატებებს!
სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
ძვირფასო სტუდენტებო, უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ საქართველოში დღეს არსებულ მრავალ უნივერსიტეტს შორის, სწორედ საქართველოს უნივერსიტეტზე გააკეთეთ არჩევანი. პირობას გაძლევთ, რომ თქვენი ამ გადაწყვეტილებით ყოველთვის იამაყებთ. ჩვენ მიერ შემოთავაზებული ყველა მიმართულება და საგანი, რომელსაც თქვენ ეუფლებით, თანამედროვე განათლების სისტემაზე და საერთაშორისო გამოცდილებაზეა დაფუძნებული, რადგან სწორედ თანამედროვე მოთხოვნებზე დაყრდნობითა და მათი გათვალისწინებითაა შესაძლებელი კარგი ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტების აღზრდა.
XXI საუკუნე პოლიტიკის და კომუნიკაციის ეპოქაა. საქართველოს უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებათა სკოლის პოლიტიკისა და ჟურნალისტიკის პროგრამები საუკეთესო ცოდნას შეგძენთ საქართველოში და, შესაბამისად, თანამედროვე ეპოქის ყველაზე საჭირო და აუცილებელ ადამიანებად გაქცევთ. მხოლოდ თეორიისა და პრაქტიკის სინთეზის მეშვეობითაა შესაძლებელი ისეთი სპეციალისტების აღზრდა, რომლებიც საქართველოს მომავალს უზრუნველყოფენ.
იმის დასტურად, რომ ჩვენი სკოლა პოლტიკისა და მედიის ყველაზე მიშვნელოვან ღირებულებებს ეყრდნობა და თანამედროვე ქართულ რეალობას ქმნის, რომლის პრიორიტეტი არის დაბალანსებული მუშაობა, გადავწყვიტეთ, ხელი შეგვეწყო ისეთი სტუდენტური პროდუქციების წარმოებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, გაზეთი „ობზერვერი“, რომელიც კვარტალში ერთხელ გამოდის და საზოგადოებისთვის საინტერესო ისტორიებს უამბობს ადამიანებს, იმ ისტორიებს, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გვაინტერესებს, გვაწუხებს და რომლებიც ღრმა კვლევასა და ანალიზს საჭიროებენ. ჩვენ არ ვზრდით თაობას, რომლის პრიორიტეტიც სენსაციაა, ჩვენ ვზრდით თაობას, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას შეასრულებს და იქნება ორიენტირებული მხოლოდ საზოგადოების მოთხოვნასა და ინტერესზე.
თანამედროვე სპეციალობების შემოტანა ქართულ საგანამანათლებლო სივრცეში კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ ახალს ვნერგავთ და ახლებურად ვუყურებთ ქართული სახელმწიფოს მომავალს.
გისურვებთ წარმატებას
ჯანმრთელობის დაცვის სკოლა
მოგესალმებით ყველას, ვინც ისურვეთ და მობრძანდით ჯანმრთელობის სკოლის საინფორმაციო გვერდზე!
საქართველოს უნივერსიტეტში 2005 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო პირველმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმაღლესმა სკოლამ, რომლის ფორმირებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ღვაწლმოსილმა პირებმა, აშშ-ს სკრენტონის, ცენტრალური ფლორიდის, ნორვეგიის ტრომსოს უნივერსიტეტებმა და ამერიკის ჯანმრთელობის საერთაშორისო კავშირმა. დღეს იგი წარმოადგენს უკვე განვითარებული ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების მქონე სკოლას.
შესაძლებლობები, რომელიც შექმნილია თქვენთვის:
სამაგისტრო პროგრამები: საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, ჯანდაცვის ადმინისტრირების, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის სამართლის, აგრეთვე, ჰოსპიტალური და სადაზღვევო სისტემების მართვის მიმართულებით;
2010 წლიდან დაიწყება მიღება საბაკალავრო პროგრამაზე - „ ჯანდაცვის ადმინისტრირება“, რომელიც შეიქმნა ცენტრალური ფლორიდისა და სკრენტონის უნივერსიტეტების ხელშეწყობით;
კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასერთიფიკატო მოდულები: ჯანდაცვის ადმინისტრირება და დაზღვევა, ჰოსპიტალური მენეჯმენტი, ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემების მენეჯმენტი, სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვა, კომუნიკაციები ჯანდაცვაში, კონტრაქტირება ჯანდაცვის სისტემებში, ადამიანური რესურსების მართვა ჯანდაცვაში, ჯანმრთელობის პროდუქტების მარკეტინგი და სხვა;
კონსალტინგ ცენტრი – ჯანდაცვის ადმინისტრირების სხვადასხვა მიმართულებით;
სადოქტორო პროგრამები;
ბიბლიოთეკა კარგი ელექტრონული და ბეჭდვითი საშუალებებით;
სამეცნიერო კვლევები.
პერსპექტივები – წარმატებული სტუდენტებისათვის სწავლის გაგრძლების საშუალება აშშ-სა და ევროპის უნივერსიტეტებში, დასაქმების მაღალი შესაძლებლობა, გახდეს პროფესიონალიზმი მაღალი კომპეტენციებით.
მობრძანდით, გაეცანით სამაგისტრო პროგრამებს, სხვა სერვისებს და გააკეთეთ არჩევანი
სამართლის სკოლა
მოგესალმებით,
ჩვენთან სწავლით თქვენ ხელთ გაქვთ იმ კარის გასაღები, რომელიც თქვენი პირადი და პროფესიული ცხოვრების წარმატების საწინდარია. სამართლის სკოლა გთავაზობთ საუკეთესო ხარისხითა და აქტუალობით გამორჩეულ სწავლას. ჩვენთან სპეციალობის დაუფლება უზრუნველყოფილია მაღალი კვალიფიკაციის აკადემიური პერსონალისა და თანამედროვე ტექნიკური რესურსის მეშვეობით. სამართლის სკოლაში განათლების ყველა საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ცოდნის მიღების ხელმისაწვდომობა იმის მაჩვენებლია, რომ სკოლის პრიორიტეტია მაღალი დონის სპეციალისტების მომზადება.
სამართლის სკოლის კარი ყოველთვის ღიაა ცოდნის შეძენის მსურველთათვის. ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენებით, ერთად მივაღწიოთ თქვენთვის სასურველ შედეგს. ჩვენთან შეძენილი ცოდნით თქვენ მომავლის გზა ხსნილი გექნებათ, როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო ასპარესზე!
გისურვებთ წარმატებებს და სწორი არჩევანის გაკეთებას
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა
მოგესალმებით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ვებ-გვერდზე და გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ვისურვებდი, რომ ეს წელი განსაკუთრებული წარმატებების მომტანი იყოს თითოეული ჩვენი სტუდენტისა და უნივერსიტეტისთვის.
ჩვენი სკოლა საქართველოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი სტრუქტურული ერთეულია და, შესაბამისად, უნივერსიტეტის წინსვლა მასზე პირდაპირ აისახება და პირიქით, სკოლის მიერ მიღწეული ყოველი წარმატება საქართველოს უნივერსიტეტის წარმატებაა. შედეგები კი ნამდვილად შესამჩნევია.
პირველ რიგში, ესაა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრების პირველი გამოშვება, რომელთა საუკეთესო ნაწილი უნივერსიტეტში დასაქმდა; უცხოური ენების სწავლების თანამედროვე ცენტრი; შავი ზღვისა და კავაკასიის რეგიონის კვლევის სამეცნიერო ცენტრის ჩამოყალიბება, რომელსაც უკვე ჰყავს უცხოელი მკვლევარები; საერთაშორისო კონფერენციები კონფლიქტების მართვისა და ენების სწავლების სფეროში; ყოველწლიური რესპუბლიკური კონფერენციები, რომელსაც სკოლა აწყობს; სტუდენტთა საველე კვლევები საქართველოსა და თურქეთში; ენების სწავლების ევროპული სტანდარტები და სტუდენტების სტაჟირება გერმანიაში (მიუნსტერის უნივერსიტეტი), რომელიც ხელმისაწვდომია არა მარტო ჰუმანიტარული სკოლის სტუდენტებისთვის, არამედ ყველა მსურველისათვის;სკოლაში მოქმედებს გაცვლითი პროგრამები გერმანიასთან და იტალიასთან.
ყველაფერი ეს საქართველოს უნივერსიტეტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დღევანდელი რეალობაა. სკოლაში უკვე ჩამოყალიბდა საკუთარი ტრადიციები. პირველ რიგში, ეს ჰუმანიტარული მეცნიერებების სწავლების თანამედროვე პრინციპებია, რომლის მიზანია, ჩვენს ქვეყანას მოუმზადოს მსოფლიოსა თუ საკუთარი ხალხის ისტორიაში, ხელოვნებაში, სულიერ და მატერიალურ კულტურასა და ფასეულობათა სისტემებში კარგად გარკვეული ახალგაზრდობა.შეასწავლოს მათ საკუთარი და უცხო კულტურის პატივისცემა, ტოლერანტობა და შეამზადოს ისინი თანამედროვე სამყაროში ცხოვრებისათვის.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში ამჟამად მოქმედებს საბაკალავრო პროგრამები: ისტორია, ხელოვნების ისტორია, ინგლისური, გერმანული და იტალიური ენები, უმაღლესი პროფესიული პროგრამა: გიდები, თარჯიმანი–რეფერენტები, ადამიანური რესურსების მართვა, სამაგისტრო პროგრამები; კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია, საქართველოს ისტორია.
სკოლის მაგისტრანტები წარმატებულად საქმიანობენ საერთაშორისო ორგანიზაციებში, თბილისის მერიის კულტურის სამსახურში, ეროვნულ მუზეუმში, იმყოფებიან სპეციალური პროგრამებით უცხოეთში. სკოლაში მოქმედებს სადოქტორო სწავლების პროგრამა და მზადდება თანამედროვე სადოქტორო ნაშრომები.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლას პარტნიორული ურთიერთობა აქვს მიუნსტერის(გერმანია) და რომის(იტალია) უნივერსიტეტებთან. ყველაფერი ეს გიქმნით შესაძლებლობას, მიიღოთ თანამედროვე, დასავლური სტანდარტების შესაბამისი ცოდნა და პროფესიული უნარები, რაც თქვენი მომავალი წარმატების საწინდარი იქნება.
სკოლაში ჩატარებული შეხვედრები, ღონისძიებები და სტუდენტური ცხოვრების ამსახველი მასალა მუდმივად განთავსდება და განახლდება ჩვენს გვერდზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ არა მარტო ამ ვებ-გვერდის მუდმივი სტუმრები უნდა იყოთ, არამედ აქტიურად ჩაერთოთ მისი განვითარებისა და გაუმჯობესების პროცესში. იგი ხომ თქვენთვის და თქვენ შესახებაა.
გისურვებთ, ,გამოიყენოთ ყველა ეს შესაძლებლობა და იყოთ საუკეთესონი საუკეთესოთა შორის!
ინფორმაციული ტექნოლოგიების და მათემატიკის სკოლა
მოგესალმებით, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მათემატიკის სკოლის სტუდენტებს, მომავალ სტუდენტებსა და ყველას, ვისაც სურვილი აქვს, უფრო ახლოს გაიცნოს ჩვენი სკოლის მუშაობა.
მათემატიკისა და ინფორმატიკის სკოლა გთავაზობთ საუკეთესო პირობებს და რეალურ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დონეზე დაეუფლონ მომავალ პროფესიას.
მათემატიკის და ინფორმატიკის სიახლეების ცოდნა აუცილებელია ყველა დარგის პროფესიონალი სპეციალისტისათვის, ვინაიდან საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებათა წარმატებები მიღწეულია შესაბამისი რეალური ობიექტების მათემატიკური მოდელირების შედეგად.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი სკოლა უზრუნველყოფს- მათემატიკის, სტატისტიკისა და ინფორმატიკის საფუძვლების სწავლებას უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობებზე.
ჩვენი სკოლის წარმატებებს მნიშვნელოვნად განაპირობებენ მაღალკვალიფიციური პროფესორ–მასწავლებლები, რომლებიც ეწევიან აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას, სისტემატურად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, არიან საქართველოსა და საერთაშორისო სამეცნიერო, საგრანტო კონკურსების გამარჯვებულები. სკოლის მეცნიერ–პედაგოგების დიდი სურვილია, მომავალი სპეციალისტები ჩართონ მათ მიერ წამოწყებულ სამეცნიერო მუშაობაში. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად სტუდენტების ჩართვა სხვადასხვა კვლევით პროექტებში ხელს შეუწყობს მათი ცოდნის გაღრმავებას და ამავე დროს, გამოუმუშავებს ინფორმაციული ტექნოლოგიების და მათემატიკის მეთოდების გამოყენების უნარ–ჩვევებს რეალური ამოცანების გადასაწყვეტად.
საქართველოს უნივერსიტეტში შეძენილი საფუძვლიანი ცოდნა ჩვენი სკოლის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას მისცემს, სწავლა გააგრძელონ საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში.
სკოლის წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ამერიკის (სკრენტონის) უნივერსიტეტთან საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამაში.
ინფორმაციული ტექნოლოგიების და მათემატიკის სკოლის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, წარმატებით დასაქმდნენ როგორც სასწავლო–საგანმანათლებლო ორგანიზაციებში, ასევე კერძო და სამთავრობო სტრუქტურებში: პრაქტიკული ამოცანების მოდელებზე დაყრდნობით ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების, მონაცემების კომპიუტერული დამუშავებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მართვის სპეციალისტებად.
იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სკოლის მომავალი სტუდენტები წარმატებით გააგრძელებენ არსებულს და საფუძველს ჩაუყრიან ახალ ტრადიციებს.
ინფორმაცია, სკოლაში დაგეგმილი ყველა სიახლის შესახებ, განთავსდება ჩვენი სკოლის ვებ–გვერდზე. ინფორმაციული ტექნოლოგიების და მათემატიკის სკოლა მოგიწოდებთ, ხშირად ესტუმროთ ჩვენს ვებ–გვერდს, აქტიურად ჩაერთოთ სკოლის ღონისძიებებში და მოგვაწოდოთ საინტერესო წინადადებები.
ყველას გისურვებთ წარმატებას, დასახული მიზნების მიღწევას. ღმერთმა მალე მიგვაღებინოს ეს მედლები დამსახურებულად:

და აი ეს მშვენიერი დღე მალე დაგვდგომოდეეეს ყველას......
http://ug.edu.ge/[B][U][/U][U]
http://www.facebook.com/group.php?gid=30976111435 This post has been edited by law-abiding on 25 Sep 2011, 19:18