ტუპაკ ამარუ შაკური ცნობილი ფსევდონიმებით
2Pac და მაკაველი, დაიბადა 16 ივნის, 1971, ნიუ-იორკი, აშშ — გარდაიცვალა. 13 სექტემბერი, 1996, ლას-ვეგასი, ნევადა.
ამერიკელი რეპერი, მსახიობი, აქტივისტი და მწერალი. 2007 წლისთვის გაიყიდა მისი 75 მილიონზე მეტი ალბომი, რითაც ტუპაკი იქცა ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად შემსრულებლად. მისი ორმაგი სტუდიური All Eyez on Me და კომპილაციური ალბომი Greatest Hits აშშ-ში ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ალბომების სიაშია. ჟურნალმა Rolling Stone, როგორც ბევრმა სხვა გამოცემამ, ტუპაკი ყველა დროის შემსრულებელთა სიაში 86-ე ადგილზე დაასახელა (ჩემთვის ყოველთვის ნ1 იქნება და არის). იგი ხშირად სახელდება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს და გავლენიან რეპერად. 2017 წლის 7 აპრილს ტუპაკი შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.
შაკურმა კარიერა ტურნეების მენეჯერის სახით დაიწყო, ასევე იყო დამატებითი მოცეკვავე და MC ალტერნატიულ ჰიპ-ჰოპ ჯგუფში Digital Underground, მოგვიანებით კი წარმატებული სოლო კარიერა დაიწყო. ტუპაკის სიმღერების თემების უმეტესობა განიხილავს ძალადობას, ქალაქებში არსებულ პრობლემებს, რასიზმს და სხვა სოციალურ პრობლემებს. რეპერის ორივე მშობელი და ოჯახის სხვა წევრები შედიოდნენ შავი პანტერების პარტიაში, რომლის იდეალებიც ტუპაკის სიმღერებში აისახა კარიერის გვიანდელ წლებშ შაკური აქტიურად მონაწილეობდა აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროს ჰიპ-ჰოპის დაპირისპირებაში. მას ჰქონდა კონფლიქტები მრავალ რეპერთან, პროდიუსერთან თუ ლეიბლების პერსონალთან, რომელთა შორის აღსანიშნავია The Notorious B.I.G. და ლეიბლი Bad Boy Records.
1996 წლის 7 სექტემბერს შაკურს ოთხჯერ ესროლეს ლას-ვეგასში, ფლამინგო-როუდის და კოვალ-ლეინის გზაჯვარედინზე. იგი გადაიყვანეს სამხრეთ ნევადის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში, სადაც ექვსი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

East Coast–West Coast hip hop rivalry
rivalry - მეტოქეობა, დაპირისპირება
East Coast and West Coast სანაპიროების დაპირისპირება — , აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს და დასავლეთ სანაპიროს რეპერების დაპირისპირება. 1990-იან წლებში დაპირისპირებულთა მეთაურები იყვნენ „ბიგი სმოლსი“ (აღმოსავლეთ სანაპირო) და ტუპაკ შაკური (დასავლეთ სანაპირო).
1980-იან წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში დასავლეთ სანაპიროს რეპი დომინირებდა აღმოსავლეთ სანაპიროს რეპზე. აღმოსავლეთსანაპიროელები მთელი ძალებით ცდილობდნენ შეეცვალათ მდგომარეობა. 1993 წელს ნიუ-იორკში შონ კომბსმა დააარსა ამბიციური ლეიბლი Bad Boy Records, რომელმაც მიზნად დაისახა აღმოსავლეთ სანაპიროს რეპის დომინირების აღდგენა. მალევე Bad Boy Records-ის რიგებში იდებიუტეს ახალგაზრდა რეპერებმა The Notorious B.I.G.-მა და Craig Mack-მა, რომელბმაც აღუდგინეს აღმოსავლეთ სანაპიროს რეპს 1980-იან წლებში დაკარგული დიდება. ამავდროულად, 1994 წლის 30 ნეომბერს დასავლეთ სანაპიროს წამყვანმა კალიფორნიელმა რეპერმა, ტუპაკ შაკურმა საჯაროდ დაადანაშაულა აღმოსავლეთ სანაპიროს რეპერები მისი მკვლელობის მცდელობაში. საპასუხოდ, The Notorious B.I.G.-მა ჩაწერა კომპოზიცია „Who Shot Ya?“, რომელშიც იგი დასცინოდა 2pac-ს და აფრთხილებდა, რომ „ბიგი სმოლსთან“ ხუმრობა საშიშია. 1995 წლის თებერვალში ტუპაკი ციხეში აღმოჩნდა სექსუალური შევიწროების ბრალდებით. 30 ოქტომბერს, როდესაც იგი ციხიდან გამოვიდა, დაპირისპირება სანაპიროებს შორის ფაქტობრივად ომში გადაიზარდა. წლის ბოლოს თავს დაესხნენ The Notorious B.I.G.-ის დამხმარეს რეპერის ადგილმდებარეობის გაგების მიზნით. 1996 წლის გაზაფხულზე 2pac-მა ჩაწერა ახალი ალბომი, სადაც აღმოსავეთ სანაპიროს რეპერებს მასზე თავდასხმის გამო შურისძიებით ემუქრებოდა.
კომპილაციური ალბომები:
Greatest Hits (1998)
The Rose That Grew from Concrete (2000)
Makaveli & Dillinger Don't Go 2 Sleep (2001)
The Prophet: The Best of the Works (2003)
Nu-Mixx Klazzics (2003)
Tupac Resurrection (2003)
2Pac Live (2004)
The Rose, Vol. 2 (2005)
Live at the House of Blues (2005)
The Prophet Returns (2005)
Nu-Mixx Klazzics Vol. 2 (2007)
Best of 2Pac, Part 1: Thug (2007)
Best of 2Pac, Part 2: Life (2007)
The Lost Tapes (2007)
სტუდიური ალბომები:
2Pacalypse Now (1991)
Strictly 4 My N.I.G.G.A.Z... (1993)
Me Against the World (1995)
All Eyez on Me (1996)
სიკვდილის შემდგომი ალბომები:
The Don Killuminati: The 7 Day Theory (1996)
R U Still Down? (Remember Me) (1997)
Until the End of Time (2001)
Better Dayz (2002)
Loyal to the Game (2004)
Pac's Life (2006)
ერთობლივი ალბომები:
Thug Life: Volume 1 (Thug Life-თან ერთად) (1994)
სიკვდილის შემდგომი ერთობლივი ალბომები
Still I Rise (Outlawz-თან ერთად) (1999)
* * *
((ახლახანს აღმოვაჩინე რომ დევს პოსტი უკვე თუფაქზე, საძიებო სისტემით ვეძებდი მაგრამ იქ არ ამომიგდო, ველოდები მოდერატორის მითითებებს, გამოუცდელობის ბრალია))
This post has been edited by Thenotorious on 28 May 2019, 22:40
მიმაგრებული სურათი