ამ თემაში მინდა განვიხილოთ სტილისტიკები არქიტექტურასა და დიზაინში, ალბათ ბევრმა არ იცის რომ დაახლოებით 40 სტილი არსებობს, ზოგადად კი 4 სახეობად შეიძლება დაიყოს:
1. კლასიკა
2. შერეული
3. ნაციონალური
4. თანამედროვე
კლასიკა:
ანტიკური, ბაროკო/როკოკო, გოტიკა, ამპირი, ნეო-კლასიკა, რენესანსი, რომანტიზმი, იტალიური კლასიკა.
შერეული:
ეკლექტიკა, ფიუჯენი, ვინტაჟი, მანერიზმი, ლოფტი, გლამური, კიტჩი, არტ-დეკო (art-deco),არტ-ნუვო(Art Nouveau).
ნაციონალური:
ინგლისური (ვიქტორიანული), აღმოსავლური (ჩინეთი,იაპონია), ახლო აღმოსავლური (შუა აზია,არაბეთი), ქანთრი, პროვანსი, ეთნიკური, სკანდინავიური, ეგვიპტური, აფრიკული, ინდური.
თანამედროვე:
მინიმალიზმი, კონსტრუქტივიზმი, ფუნქციონალური, ჰაი-ტეკი, ეკოლოგიური, პოპ-არტი, ორგანული, ნეო-ბაროკო, ტექნო, ავანგარდიზმი, მოდერნი.
გვხვდება ისეთი სტილებიც, რომელსაც მხოლოდ ერთი მიმართულება არ გააჩნია და შეიძლება ჩაითვალოს როგორც კლასიკიდან რომელიმე სტილში და ასევე შერეულიდან რომელიმეში, მაგ; ნეო-კლასია + ნეო-ბაროკო, ან ვიქტორიანული + ეკლექტიკა და ა.შ.
* * *
ანტიკური - (ლათ. antiquus — ძველი) — ტერმინი პირველად გამოჩნდა XVIII ს აუკუნის ფრანგულ სამეცნიერო ლიტერატურაში და თავდაპირველად აღნიშნავდა უძველესი წარსულის ხელოვნების განსაკუთრებულ სფეროს. მას შემდეგ მრავალი ნაშრომი მიეძღვნა ხელოვნების ისტორიის შესწავლას, საერთო აღიარება ჰპოვა აზრმა ძველი ბერძნული და რომაული კულტურების უაღრეს მნიშვნელობაზე ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში. სწორედ ამ უაღრესობის გამო ეწოდა მხოლოდ ძველი საბერძნეთისა და რომის კულტურებს „ანტიკური“.
* * *
* * *
ბაროკო - (ფრანგ. baroque - უსწორმასწორო მარგალიტი) ხელოვნებაში პერიოდიცაა და სტილი, რომელიც ამ პერიოდში დომინირებდა. ბაროკოს სტილი იყენებდა გაზვიადებულ მოძრაობასა და წმინდა, ადვილად აღსაქმელ დეტალებს დრამის, სიმძაფრის, გრანდიოზულობის გადმოსაცემად სკულპტურაში, ფერწერაში, ლიტერატურასა თუ მუსიკაში. სტილი ჩაისახა დაახ. 1600 წლისთვის რომში, იტალია, და შემდეგ მთელს ევროპას მოედო.
* * *
როკოკო - როკოკო ბაროკოს შემდგომი ეპოქა იყო ხელოვნების ისტორიაში და 1720-1780 წლებს შორის პერიოდს მოიცავს. სტილისტურად როკოკო ბაროკოს ნორმების დარღვევაა, ანუ ყველა იმ სიმეტრიაზე უარის თქმა (შენობებზე, ოთახების და დარბაზების შიდა სივრცეში, ავეჯზე, იარაღებზე და ა.შ.), რომელიც ბაროკოს სტილის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.
მკაცრად განსაზღვრული ფორმების ნაცვლად როკოკო იყენებს მსუბუქ, ნაზ ხაზებს და ძალზე ხშირად ნიჟარისებულ დაბოლოებებს და ჩარჩოებს. სწორედ აქედან მოდის თვით სტილის სახელი „როკოკო“ (ფრანგ.: Rocaille; ქართ.: ნიჟარის ნაკეთობა)
* * *
გოტიკა - გოტიკური არქიტექტურა (ანუ francigenum opus), არქიტექტურული სტილი შუა საუკუნეების ევროპაში. ამ სტილით იყო აშენებული ამ პერიოდის რელიგიური და საერო ძეგლები და მაღალი კლასის საცხოვრებლები. დღეისთვის ეს სტილი ყველაზე თვალსაჩინოდ ტაძრებიშია წარმოდგენილი.
გოტიკური არქიტექტურა დაიბადა ილ დე ფრანსში XII საუკუნის მეორე ნახევარში. იგი სწრაფად გავრცელდა და გაბატონებული იყო მთელს ევროპაში XVI საუკუნის შუა ხანებამდე, იმ დრომდე, სანამ იტალიური რენესანსის გავლენით ნეოკლასიკური სტილი განვითარდა.
სიტყვა "გოტიკური" ამ არქიტექტურულ სტილს მოგვიანებით ეწოდა და თავდაპირველად დამაკნინებელი კონოტაციის მატარებელი იყო. "გოტიკური" ხელოვნება იყო გუთების, ანუ ბარბაროსების ხელოვნება, რომლებმაც დაივიწყეს რომაული ტექნიკა და წესები. თუმცა დღესითვის ბევრი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ეს ხელოვნება არ იყო რომაულ სტილს მოწყვეტილი და როგორც არქიტექტურული, ისე ფილოსოფიური თვალსაზრისით შუა საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება.
* * *
ამპირი - ამპირის სტილი — საფრანგეთში ნაპოლეონ ბონაპარტის იმპერიის პერიოდში, XIX საუკუნის პირველ ნახევარში შეიქმნა. ეს სტილი მთელ ევროპაში გავრცელდა, განსაკუთრებით პოპულარული კი რუსეთში გახდა. ეს სიტყვა ფრანგულად იმპერიას ნიშნავს. ამ სტილის სამაგალითო ნიმუში რომის ხელოვნება იყო.
* * *
ნეო-კლასიკა - ნეოკლასიციზმი, ხელოვნების მიმდინარეობა, რომელიც განვითარდა XVIII-XIX საუკუნეების მხატვრობაში, არქიტექტურასა და ლიტერატურაში. 1920 წლიდან ეს სახელწოდება მუსიკაშიც იხმარება რომანტიკული და მოდერნისტული მიმდინარეობების საპირისპიროდ.
ნეოკლასიციზმი ჩაისახა რომში, აქედან კი გავრცელდა საფრანგეთში, რასაც ხელი შეუწყო რომში ფრანგული აკადემიის არსებობამ. შემდეგში ინგლისშიც შეაღწია.
ნეოკლასიციზმი ემყარება ვინკელმანის პრინციპებს და ქადაგებს ანტიკური ხანის ღირებულებებისადმი დაბრუნებას. ძველის სტილის ამ ახალ გამოვლინებას სურდა ყველაფერი "მაღალ გემოვნებაში" მოექცია და შეფასების კრიტერიუმად მხოლოდ ანტიკურობა აეღო.
* * *
რენესანსი - რენესანსი, ასევე აღორძინება (ძვ. ფრანგ. Renaissance, ნიშნავს "ხელმეორედ დაბადებას"; იტალ.: Rinascimento, re- "ხელახლა" და nascere "დაბადება"), გაიგივებულია ევროპის ისტორიულ-კულტურულ ეპოქასთან, რომელმაც შეცვალა შუა საუკუნეები და წინ უძღოდა რეფორმაციას (თანამედროვე ეპოქის ადრეული პერიოდი). ამ ეპოქის ქრონოლოგიური ჩარჩოები XIV—XVI საუკუნეებია, დაიწყო რა იტალიაში გვიან შუა საუკუნეებში და მოგვიანებით მთელ ევროპაში გავრცელდა.
აღორძინების ეპოქის განმასხვავებელი თვისება იყო კულტურის საერო ხასიათი და მისი ანთროპოცენტრიზმი (ანუ ინტერესი, პირველ რიგში, ადამიანისა და მისი მოღვაწეობის მიმართ). ღვივდება ინტერესი ანტიკური კულტურის მიმართ, ხდება რა მისი ერთგვარი "ხელახალი დაბადება", რაზეც თვით ტერმინი მიუთითებს.
* * *
რომანტიზმი - რომანტიზმი, მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, აღმოცენდა XVIII საუკუნეში დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, XIX საუკუნეში კი საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში გავრცელდა.
არქიტექტურაში რომანტიზმი აკადემიზმის სიმშრალესა და სიცივეს უპირისპირდება. იწყება შუასაუკუნეების გოთური ხელოვნებისადმი მიბრუნება. რომანტიკოსთა აზრით არქიტექტურული ნაწარმოები არის ერთიანი ორგანიზმი, რომელიც უნდა მოერგოს დროს, ადგილებს, ჩვეულებებს, საჭიროებებს.

* * *
იტალიური კლასიკა - იტალიური რენესანსით (იტ.: rinascimento) დაიწყო რენესანსის პერიოდის საწყისი ფაზა, პერიოდი, რომელმაც რომ უდიდესი კულტურული ცვლილებები და მიღწევები გამოიწვია ევროპაში მე-14 საუკუნის ბოლოდან ერთი საუკუნის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობა მე-14 საუკუნის ადრეულ წლებში ჩაისახა, ამ პერიოდში იტალიური კულტურა ჯერ კიდევ შუასაუკუნეობრივი იყო და რენესანსი სრული ძალით მხოლოდ საუკუნის ბოლოს გაბატონდა. სიტყვა ”რენესანსი” ფრანგულად ნიშნავს ”ხელმეორედ დაბადებას” და ეს ხანა ხასიათდება კლასიკური ანტიკურობისადმი განახლებული ინტერესის გაღვივებით ე.წ. ”ბნელი ხანის” შემდეგ. ეს ცვლილებები უმეტესწილად შეეხო ელიტარულ ფენებს, მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრება კი შუა საუკუნეების შემდეგ დიდად არ შეცვლილა.
იტალიური რენესანსი დაიწყო ტოსკანაში, ცენტრებით ფლორენციასა და სიენაში. შემდეგ ის სამხრეთშიც ვრცელდება და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რომზე, რომელიც თითქმის თავიდან აიგო რენესანსის პაპების მმართველობის პერიოდში. იტალიურმა რენესანსმა პიკს მე-15 საუკუნის ბოლოს მიაღწია, რის შემდეგად უცხოელი დამპრყობლების შემოსევებმა კულტურული ცხოვრების დაქვეითება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, რენესანსის იდეები და იდეალები დანარჩენ ევროპაშიც ვრცელდება, დასაბამს აძლევს რა ჩრდილოეთის რენესანსსა და ინგლისურ რენესანსს.


* * *
..............................................................................................
ეკლექტიკა - ეკლექტიკა იგივეა, რაც ეკლექტიზმი (ბერძნ. εκλεκτός „რჩეული, საუკეთესო“, ბეძნნულიდან εκλέγω, „არჩევა,შერჩევა“) — შერჩევა-დაკავშირება სხვადასხვა სტილების. ტერმინი შემოტანილ იქნა II საუკუნეში ფილოსოფიური სკოლა ეკლექტიზმის ფუძემდებელ პოტამონის მიერ. ხელოვნებაში სხვადასხვა სტილის, განსხვავებული კომპოზიციური ხერხებისა და ელემენტების აღრევა. ეკლექტიკა — მიმართულება არქიტექტურაში, დომინირებდა ევროპაში 1830-1890-იან წლებში. ეკლექტიკა — მიმართულება ანტიკურ ფილოსოფიაში, ნაირგვარი სტილების შემაერთებელი.



* * *
ფიუჟენი -( fusion ) შენადნობი; კოალიცია, შეერთება) თანამედროვე სტილისტიკებიდან ყველაზე ახალგაზრდა მიმართულება. ეს სტილი ჩამოყალიბდა სხვადასხვა კულტურების, ტრადიციების, დროების და ტექნოლოგიების გადაკვეთით. ის გამოირჩევა თავისი სიყვარულით ყველაფერი არაჩვეულებრივის და ეგზოტიკურის მიმართ, არ მისდევს ძველ ტრადიციებს, მაგრამ არსებობს მათთან თითქოს პარალელურ სამყაროში, სადაც საკუთარი კანონები აქვს.
ტერმინი "ფიუჟენი" არც ისე დიდი ხნის წინ გავრცელდა დიზაინთან მიმართებაში. ფიუჟენი ინტერიერში გულისხმობს აღრევას თანამედროვე რეტრომოტივების, ახალი მასალების, ტექნოლოგიების და ხელნაკეთების რომელის დამზადებულია ერთ ეგზემპლარად. ინტერიერი ისე გამოიყურება, თითქოს სახლში ცხოვრობდნენ მოგზაურთა არა ერთი თაობა. ამასთან ტერმინი საკმაოდ თანამედროვედ ჟღერს, მასში არ არის არქაულობა და ეკლექტიკა. ფიუჟენის მთავარი შტრიხი - შინაგანი ჰარმონიის შეგრძნება და სიმყუდროვეა.
ფიუჟენის სტილში გამოიყენება ნებისმიერი სტილის ავეჯი და დეკორაცია, აქ მტავარი მხოლოდ ურთიერთ შეხამებაა. ეს სფერო ძალიან გავს პოსტრმოდერნიზმის და არტ-დეკოს სფეროს.
მსგავსი ინტერიერი - ხელოვნების ნიმუშია, აქ მისაღებია ყველა ჟანრი, გარდა მოსაწყენისა. მასში არაა გათვალისწინებული მკვეთრი ჰორიზონტალები და ვერტიკალები, მისთვის უცხოა გარკვეულობა და სიზუსტე. ბოჰემურ ნარევი ფუფუნება მისი ტენდენციაა.




This post has been edited by CityDesign on 4 Oct 2011, 20:00