როცა მარტო ხარ, ცხოვრება, ერთი შეხედვით, ასე ჩანს
[IMG]http://s45.radikal.ru/i109/1509/9f/4e511bc667ed.jpg[/IMG]
და, თავდაპირველი შთაბეჭდილებით, კვლევა ადასტურებს, რომ დაქორწინებული ხალხი მარტოხელებზე ზომიერად მეტად , და განქორწინებულებზე გაცილებით მეტად ბედნიერნი არიან. მაგრამ უფრო სიღრმისეული კვლევა გვიჩვენებს, რომ, თუ დაოჯახებულ ხალხს ორ ნაწილად დავყოფთ, ცუდად დაოჯახებული წყვილები ზედმეტად ცოდოები არიან, და გაცილებით უბედურები ვიდრე მარტოხელა ხალხი, და კარგად დაოჯახებული წყვილები კი - იმაზე მეტად ბედნიერნი, ვიდრე სხვისი თვალებით ჩანს.
მოკლედ რომ ვთქვათ, რეალობა ესაა:
[IMG]http://s018.radikal.ru/i522/1509/aa/b41463720f0f.jpg[/IMG]ჩვეულებრივმა რიგითმა მარტოხელა ადამიანებმა საკუთარი თავი უნდა მიიჩნიონ ზედმეტად ნეიტრალურ პოზიციაში გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა ორ სხვა კატეგორიაში იყვნენ. მარტოხელა ადამიანებს ბედნიერებამდე ერთი ნაბიჯი აქვთ: 1) იპოვონ პარტნიორი; თავის მხრივ, საშინელ ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს სამი ნაბიჯი აშორებს იმავემდე: 1) გადაიტანონ საშინელი განშორება 2) სულიერადა და ემოციურად გამოჯანმრთელდნენ 3) იპოვონ პარტნიორი.
ყველა ეს კვლევა ადასტურებს, რომ დიდი სხვაობაა ბედნიერ და უბედურ წყვილებს შორის. ამ ყველაფერს კი შენი პარტნიორი წყვეტს.
იმაზე ფიქრი, თუ რამდენად აუცილებელია სწორი პარტნიორის შერჩევა, ისეთივეა, როგორიც სამყაროს უკიდეგანობასა და სიკვდილის სიმუხთლეზე ფიქრი- ჩვენ იმდენად გვიჭირს ამის ბოლომდე ჩაწვდომა, უარს ვამბობთ თავის ჭყლეტვაზე, და ზედმეტად შეუსაბამოდ ვიქცევით.
მაგრამ, სიკვდილისა და სამყაროს უსასრულობისაგან განსხვავებით, პარტნიორის არჩევა აბსოლუტურად შენს ხელშია. ასე რომ აუცილებელზე აუცილეელია, გააცნობიერო, ითვალისწინებ თუ არა ყველა იმ ფაქტორს, რაც ამ ყველაფრისთვის გჭირდება.
მოკლედ.
მოდით, დავიწყოთ 90 წლიდან. რამდენი წელიც არ უნდა იცხოვრო, ეს ის წლებია, რომელიც შენს პარტნიორთან უნდა გაატარო- დაამატე/გამოაკელი.
ალბათ 80 წლის კაცი არც არავინ კითხულობს აქაურობას, ამიტომაც, დამიჯერე, დიდი დროა: ყველაფერი შენს ხელშია.
(რა თქმა უნდა, ხალხი შორდება ერთმანეთს, მაგრამ კაი ბლომად დარწმუნებული ხარ, რომ შენ ასე არ იზავ. ბოლო კვლევები ადასტურებს, რომ 86 % ახალგაზრდებისა მიიჩნევს, რომ მათი ურთიერთობა სამუდამო იქნება. და მე ვფიქრობ, რომ უფროსი ხალხი სხვანაირად ფიქრობს.
როცა ცხოვრების პარტნიორს ირჩევ, შენ ირჩევ ყველაფერს, სრულად ყველაფერს, შენს მშობლის თვისებებით გაჯერებულ პარტნიორს, და ადამიანს, რომელიც ღრმად მოახდენს ზეგავლენას შენს შვილებზე; შენ ირჩევ 20 000 სადილისა თუ ვახშმის , და, სადღაც, 100 მოგზაურობის კომპანიონს; შენს დროსა და უბრალოდ მეგობარს, შენი კარიერის თერაფისტსა და ადამიანს, ვის რიგით დღეზეც 18000 ს ჯერ გაიგებ.
საშინელებაა.
მაგრამ, ამდენი ჭკვიანი, ლოგიკური და სწორად მოაზროვნე ადამიანის ხელში, რატომ გვრჩება უამრავი ადამიანი, რომელიც რჩევა მიტოვებული, გულნატკენი და განადგურებული?
გამოდის, რომ უამრავი ფაქტორია, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებენ:
ხალხმა არ იცის რა უნდათ ურთიერთობისგან კვლევები აჩვენებს, რომ ხალხი ძალიან ცუდად და არასწორად ერკვევა იმაში, თუ როგორ და რანაირად გაგრძელდება მათი იმდროინდელი ურთიერთობა მომავალში. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ხალხი ძალიან ახლო მომავალში იცვლის გემოვნებასა და ღირებულებებს, და ერთი მომენტიდან ცოტა ხნის შემდეგ სულ სხვა რამეს ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე ადრე.
ეს გასაკვირიც არაა- სანამ უამრავჯერ არ გააკეთებ ერთ რამეს, წესივრად არასდროს გამოგდის. და, სამწუხაროდ, ძალიან ბევრს არ აქვს შანსი, რომ თავისი შესაძლებლობები ბევრჯერ გამოიყენოს და ბევრჯერ ცადოს ერთი რამ, სანამ სერიოზულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ბევრი დრო არ არის. და იქიდან გამომდინარე, რომ ურთიერთობრივი "მე" და ადამიანის რეალური "მე" ხშირად ძალიან სხვადასხვა ვიღაცები არიან, ხალხს უბრალოდ ვერ გაუგია, რა უნდათ, და/ან რა სჭირდებათ ურთიერთობისგან.
საზოგადოებას ყველაფერი ცუდად ესმის და ცუდ მაგალითს გვაძლევს
→
საზოგადოება გვიბიძგებს იმამდე, რომ გაუნათლებლები დავრჩეთ და რომანტიკა იყოს ჩვენი გზამკვლევი
თუ რაიმე ბიზნესი გაქვს, ელემენტარულია, რომ გაცილებით ეფექტური ბიზნესის მფლობელი ხარ, თუ სკოლაში სწავლობ ბიზნესს, სახავ მიზნებს, გეგმებს, და აანალიზებ შენი ბიზნესის საკითხებს. ეს ლოგიკურია, რადგან სწორედ ესაა მშვენიერი გზა, ეფექტურობა გაზარდო და შეცდომები მინიმუმამდე დაიყვანო.
მაგრამ ვინმეს ისეთ სკოლაში რომ ევლო, სადაც ცხოვრების პარტნიორის არჩევას ასწავლიდნენ, და ჯანსაღ ურთიერთობას აჩუქებდნენ, დეტალურად თუ აუხსნიდნენ პარტნიორის არჩევის სწორ მეთოდებს, ხალხი იტყოდა, რომ ეს ადამიანი ა) თავიდან ბოლომდე რობოტი ბ) ზედმეტად დაინტერესებული 3) გიჟი
არა, როცა საქმე შეხვედრებზე მიდის, საზოგადეობა არ ცდილობს კარგად გათვლას, და სანაცვლოდ ენდობა მომავალს, იღბალს, საკუთარ "ტრაკს", და საუკეთესოს იმედი აქვს. ბიზნესის მფლობელს რომ ხალხისთვის დაეჯერებინა, ალბათ დამარცხდებოდა, და თუ გაუმართლებდა- ეს მხოლოდ და მხოლოდ იღბალის საქმე იქნებოდა, და აი, სწორედ ამისკენ გვიბიძგებს საზოგადოება- ასე უნდა, ვიურთიერთოთ.
→
საზოგადოება დაღს ასვამს ჩვენს მცდელობას, ინტელიგენტურად ვეძებოთ პოტენციური პარტნიორები.
კვლევათა მიხედვით, თუ რა ბატონობს ჩვენს გადაწყვეტილებაზე: ჩვენი არჩევნები/გემოვნება თუ ჩვენი შესაძლებლობები, დგინდება, რომ შესაძლებლობები თავისუფლად ამარცხებს არჩევანს- ჩვენი გადაწყვეტილებების 98 % არის "პასუხი", და 2 % კი - გაურდაუვალი სურვილები. მაღალი, დაბალი, გამხდარი, მსუქანი, ჭკვიანი, დებილი, განათლებული, გაუნათლებელი ხალხის- ყველასთვის შეთავაზებული ქორწინება გამოწვეულია იმ შესაძლებლობებით, რაც იმ დროს, იმ შეხვედრის დროს არის ჩვენს გვერდით; ცხრა მეათედზე მეტ ნაწილს იკავებს ეს ვარიანტი ყველა მათგანიდან.
მოკლედ რომ ვთქვათ, ხალხი ნებდება და ირჩევს იქიდან, რისი საშუალებაც იმ მომენტში აქვს, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ცუდად და შეუფერებლად არიან შეხამსებული წყვილი. ლოგიკურია დასკვნა, რომ ყველამ , ვინც ცხოვრების პარტნიორს ეძებს, უნდა თანხმობა თქვას ონლაინ-გაცნობაზე, პაემნებსა თუ შეხვედრებზე, და სხვა სისტემებზე, რომლებიც იმისთვისაა შექმნილი, რომ ჩვენი არჩევანი ინტელიგენტურად გავაკეთოთ.
მაგრამ უფროსი საზოგადოება მაინც ცუდად უყურებს ამ ყველაფერს და კვლავ ერიდებათ თქმა, რომ მათ პარტნიორს გაცნობის საიტზე შეხვდნენ. პარტნიორის არჩევის დასაფასებელი და ხალხში მიღებული მეთოდია უაზრო ბედის ნდობა, ერთი ნახვით არჩევა და ა.შ. ჩვენდა სასიკეთოდ, ეს დაღი ნელნელა ქრება, მაგრამ ამ არჩევანის გაკეთების ზედმეტად არალოგიკური ტრადიცია კვლავ აისახება ჩვენს ყოველდღიურობაში.
→
საზოგადოება გვიბიძგებს
დღეს, წესია, რომ უნდა დაქორწინდე სანამ არ მოხუცდები, და ახალგაზრდობად, ჩვეულებრივ, 25-35 ასაკი ითვლება. რაც არ უნდა იყოს, ერთადერთ კანონად მაინც ეს რჩება- არასდროს დაქორწინდე მასთან, ვინც არ არის შენი. მაგრამ საზოგადოება 37 წლის დაუჯახებელ კაცს უფრო ცუდი თვალით უყურებს, ვიდრე 35-37 წლის უბედურ დაქორწინებულ "შემდგარ" წყვილს- ორი შვილით. აზრი არ აქვს- ახალბედას ერთი ნაბიჯი აშორებს ბედნიერი ქორწინებისგან, მაგრამ ამ უკანასკნელმა ან დროებით უბედურებას უნდა აჯობოს, ან საშინელ განშორებას, რათა ისევ საკუთარი თავი იპოვოს.
ბიოლოგია არ გვინდობს
→
ადამიანის ბიოლოგია, წლებია, ჩამოყალიბდა, და არ ესმის ადამიანთან ორმოცდაათწლიანი თანაცხოვრების, ურთიერთგაგებისა და ღრმა კავშირის კონცეფცია
როცა ვინმესთან შეხვედრას ვიწყებთ, და სულ პატარათი მაინც ვხედავთ მუღამს ამ ყველაფერში, ჩვენი ბიოლოგია გვითრევს ერთ დიდ მახეში, გვათქმევინებს "რატომაც არა", და გვამარაგებს ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც სექსუალურად მიგვიზიდივას პარტნიორთან, გადაგვიყვანს "სასიყვარულო" ფაზაში, და შეჩვევაში. როცა შეგვიძლია, რომ ხელახლა გამოვცადოთ იგივე და სხვა ვეძებოთ, ჩვენი ტვინი გვშხამავს ქიმიურად და საქმეს ქორწინებით ვასრულებთ.
→
ბიოლოგიური საათი ერთი დიდი ბოზიაქალისთვის, რომელსაც სურს ბიოლოგიური შვილები ჰყავდეს მეუღლისგან, ერთი პატარა შეზღუდვაა: მან ორმოც წლამდე უნდა მოახერხოს ყველაფერი- ან აიღოს ან ხელი კრას. ეს საზიზღარი რეალობაა და ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილს კიდევ უფრო ასაზიზრებს. მე რომ ვიყო, შვილს ავიყვანდი "სწორ" პარტნიორთან, ვიდრე ბიოლოგიური შვილი მყოლოდა "არასწორ" პარტნიორთან.
___________________
ასე რომ, როცა ბლომად ისეთ ხალხს ხედავს, რომელიც ამ ყველაფრის აზრზე არაა: არ იცის რა ან რატომ უნდა ურთიერთობისგან, და საზოგადოებაც აძალებს, რომ დროზე გააკეთოს ყველაფერი რათა ორგანიზმის ქიმიურ მხარესაც არ დარჩეს გული ნატკენი, აანალიზებენ ამ ყველაფერს და ცდილობენ არჩევანი სწორად გააკეთონ. რას ვიღებთ სანაცვლოდ.
უამრავ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას უამრავ ცუდ რამეზე, და უამრავ ადამიანს, რომლებიც საკუთარ ყველაზე მთავარ გადაწყვეტილებას ხელს კრავენ. მოდი, განვიხილოთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებული ტიპი ადამიანებისა, რომლებიც საზოგადოების მახეში ებმებიან და ბოლოს ერთი დიდი ნატკენი გული რჩებათ ხელებში.
ზედმეტად რომანტიკული ლაშა
[IMG]http://s013.radikal.ru/i325/1509/68/7fcc18b1d441.jpg[/IMG]
ზედმეტად რომანტიკული ლაშას მთავარი პრობლემა ისაა, რომ მას ჰგონია, სიყვარული ერთადერთი და საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ დაოჯახდე.
ზედმეტად რომანტიკული ადამიანი აიგნორებს იმ შინაგან ხმას, რომელიც, თვეებია, კარნახობს, რომ თავის გოგოსთან ჩხუბი ყელში აქვს ამოსული და იმასაც არ აქცევს ყურადღებას, რომ მანამდე გაცილებით ბედნიერი იყო, სანამ მარტოკა იყო. დგას და გაიძახის "ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და ის რაც ხდება, უბრალოდ დამთხვევა არ არის" და "აუ, ძალიან მიყვარს და მორჩა, სხვა ყველაფერი მკიდია". როგორც კი ზედმეტად რომანტიკული ადამიანი დაიჯერებს, რომ გულისსწორი იპოვა, ყველაფერს იკიდებს და 50 წლიან უბედურ თანაცხოვრებას უკაკუნებს კარებზე.
პანიკიორი თამუნა
[IMG]http://s018.radikal.ru/i522/1509/98/17de54ab4a32.jpg[/IMG]
პანიკა და შიში, ალბათ, ყველაზე ცუდი გადაწყვეტილების-მიმღები რამეებია. როცა საქმე პარტნიორის არჩევაზე დგება. სამწუხაროდ, საზოგადოება ისეა აგებული, რომ შიში ყველაზე ნორმალურად და საღად მოაზროვნე ადამიანებსაც იმონებს, და არასწორ გადაწყვეტილებებს აღებინებს, და ეს ხშირად 20-25 ასაკში ხდება. შიშის ტიპები (რომლებსაც მეგობრები და ოჯახი გვინერგავს) შემდეგი სახისაა:
შიში იმისა, რომ სამეგობროში ყველაზე ბოლო დაუქორწინებელი ტიპი იქნები, მოხუცი მშობელი იქნები, ზოგჯერ, გაჭორილი ან განკიცხული იქნები. ამ ყველა ტიპს მივყავართ არც ისე კარგ ურთიერთობებამდე.
ირონია ისაა, რომ ერთადერთი, რისიც უნდა გვეშინოდეს, ისაა, რომ ცხოვრების დარჩენილი ორი მესამედი უბედურად არ გავატაროთ, არასწორ პარტნიორთან.
ზედმეტად-სხვაზე დამოკიდებული გაგა
[IMG]http://s018.radikal.ru/i513/1509/76/97bad5ea00e7.jpg[/IMG]
ზედმეტად-სხვაზე დამოკიდებული გაგა ხალხს უფლებას აძლევს, ზედმეტად დიდი როლი ითამაშოს მის ცხოვრებასა თუ გადაწყვეტილებებში, მით უმეტეს, პარტნიორის შერჩევაში. პარტნიორის არჩევა ზედმეტად პიროვნული, საშინლად გასაიდუმლოებული და ყველასთვის განსხვავებული რამეა- შეუძლებელი სხვისი თვალით დასანახად: სულ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ახლოს იცნობ ადამიანს. როცა სხვა ადამიანების აზრს შენს ცხოვრებაში არ ესაქმება, ხშირად, და ძალიან ხშირად საქმე ყოველთვის ფუჭდება.
ამის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მაგალითია განშორება ადამიანთან, რომელიც ძალიან სწორი პარტნიორი იქნებოდა მისთვის, რომ არ იყოს ერთი ფაქტორი, რომელიც თავად გაგას მაგრად კიდია (მაგ. რელიგია), მაგრამ ერიდება ოჯახისა და სამეგობრო წრის.
პირიქითაც შეიძლება იყოს: ოჯახში ყველას ეგონოს, რომ მათი ურთიერთობა ათიანზეა, მაგრამ შინაგანად ორიანზე იყოს, თუმცა გაგა საკუთარი აზრის ნაცვლად ოჯახს ოჯახს და ოჯახს უსმენდეს.
ზედაპირული მაკა
[IMG]http://s014.radikal.ru/i329/1509/06/49d6a17355aa.jpg[/IMG]
ზედაპირული მაკა გარეგნულ მხარეს უფრო უყურებს მისი და მისი შეყვარებულის ურთიერთობისა, ვიდრე შინაგანს. მას არ აინტერესებს პარტნიორის პიროვნება და შინაგანი "მე". უამრავი ბლანკია, რომლითაცაა დაინტერესებული, მაგალითად, პარტნიორის სიმაღლე, წონა, საქმიანობა, პრესტიჟი, ქონება, ან უფრო განსაკუთრებული რამეები, მაგალითად, რაიმე განსაკუთრებული ნიჭი ან მიღწევა.
ყველას აქვს ისეთი მომენტები, როცა ასეთ, ბლანკის მსგავს ფაქტორებს აკვირდება, მაგრამ ზედაპირული მაკა იმდენადაა ამ ყველაფერში შეჭრილი, უფრო მეტად მნიშვნელოვან, გამოსადეგ რამეებს აღარ აქცევს ყურადღებას.
ეგოისტი სანდრო
[IMG]http://s017.radikal.ru/i409/1509/6a/17fe3745364c.jpg[/IMG]
ეგოისტობა სამ ძირითად ვარიანტად ვლინდება:
1)
ან მე ან იდინახუი ტიპიპიროვნება, რომელიც თვლის, რომ მისი სურვილები და მოთხოვნილებები თავისი პარტნიორისაზე გაცილებით მნიშვნელოვანია. მას რეალურად არ სურს არანაირი ურთიერთობა, მაგრამ სურს თავისი საკუთარი ცხოვრება განაგრძოს, უბრალოდ ადამიანი სჭირდება, კომპანიონი, რომელიც მოთხოვნილებებს დაუკმაყოფილებს.
2)
მთავარი პერსონაჟი
მთავარი პერსონაჟის ყველაზე დიდი ნაკლი ისაა, რომ ის ზედმეტად საკუთარ თავზეა გადაყოლილი. მას ერთდროულად უნდა ადამიანი, რომელიც ერთდროულად თერაფისტადაც მოეხმარება და დააფასებს კიდეც როგორც პარტნიორს. მათი ყოველი დღე სრულდება მომხდარის მიმოხილვით, მაგრამ 90 % შემთხვევაში საუბარია ბიჭის პრობლემებზე, ბიჭის ყოველდღიურობაზე, ბიჭის ყველაფერზე და არა გოგოსი. ასე თუ ისე, ის თავისი ურთიერთობის მთავარი პერსონაჟია. ერთადერთი რაც მას სურს, ამ სამყაროდან მოწყვეტაა, რომლისთვისაც სჭირდება ადამიანი, რომელსაც 50 წელს გაუსაზიზღრებს.
3)
მოთხოვნილებების ღმერთიყველას აქვს მოთხოვნილებები, და ყველას უნდა, რომ დაუკმაყოფლდეს, მაგრამ პრობლემად ეს ყველაფერი მაშინ გადაიქცევა, როცა "კარგი მამაა", "საწოლში მაგარია", "მაგრა აცხობს", "მაგრად გამოიმუშავებს" და ა.შ მთავარი მიზეზები ხდება ურთიერთობის დაწყებისა. ეს ყველაფერი საჭიროებებია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ საჭიროებები არიან. ასე რომ, როცა ერთი წელია ქორწინებიდან გასული, მოთხოვნილებების ღმერთს კვლავ სჭირდება სურვილების დაკმაყოფილება და ამის საშუალება აღარაა, ის მალევე ანგრევს ურთიერთობას, ოჯახს და ჰარმონიას(?).
ყველა იმ მიზეზის, რომელიც ადამიანებს ასე წყვეტს გულს, მთავარი მიზეზი ისაა, რომ ხალხი გაუცნობიერებელია იმაში თუ რა არის ურთიერთობა, რა უნდათ მისგან, და რას მოაქვს ბედნიერება
.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
განა რამე, დიახ ეს '' კოპი-პასტაა'' და როცა ადამიანებს მართოა სჭრდებოდათ გულრწფეკი გაგება ფორუმელებისგან და რჩვ3ბი, შენ ასე იქცეოდი.
იფიქრე ამაზე
