დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილს 22 ოქტომბერს შეხვდება
11:20 - 19.10.2011
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი პოლიტიკოსობის მსურველ ბიძინა ივანიშვილს 22 ოქტომბერს შეხვდება.
როგორც "პირWელს" პარტიიდან წყარომ აცნობა, სამუშაო ვიზიტით აშშ-ში მყოფი უსუფაშვილი სამშობლოში 22 ოქტომბერს დაბრუნდება და ივანიშვილთან მისი ვიზიტიც იმავე დღესაა დაგეგმილი.
მისივე თქმით, "შეხვედრაზე მნივნელოვანი პოლიტიკური საკითხები განიხილება, მათ შორის - თანამშრომლობის ფორმაც".
როგორც წყარო აცხადებს, "ამ დროისთვის ივანიშვილის, "თავისუფალი დემოკრატებისა" და "რესპუბლიკელების" ალიანსზე საუბარი არ არის, მაგრამ საზოგადოება სიურპრიზებს უნდა ელოდოს". შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" სწორედ ის ორი პოლიტიკური ძალაა, რომელთან თანამშრომლობის სურვილიც პოლიტიკოსობის მსურველმა ბიძინა ივანიშვილმა თავის პირველ განცხადებებში გამოთქვა.
იმედია სიურპიზები ხალხის გასახარი და ქვეყნისთვის საუკეთესო იქნება

********************************
ოპოზიციის წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესა და ამერიკის ელჩს ხვდებიან 10:38 19-10-2011
ოპოზიციის წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსსა და ამერიკის ელჩს ხვდებიან.
შეხვედრა ჯონ ბასის რეზიდენციაში ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლებიდან იმყოფებიან დავით გამყრელიძე, ლევან ბერძენიშვილი, ირაკლი ალასანია, გიორგი თარგამაძე და კახა შარტავა.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში და ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლები ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრებენ.
"შევეხებით იმ ტერორს, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ დაიწყო. საუბარი შეეხება საარჩევნო პროცესსაც და ასევე, ხელისუფლების მხრიდან იმ წვრილმან ტერორს, რომელიც ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობს. ვისაუბრებთ ოკუპაციის საკითხებზეც, თუმცა აშშ-ს ჩვენგან არ სჭირდება იმის ახსნა, თუ რას წარმოადგენს რუსეთი, თუ პირადად ჩემი აზრი გაინტერსებთ, მე პუტინი არ მიყვარს და მას კარგ კაცად არ მივიჩნევ", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ოპოზიციონერების შეხვედრა, სავარაუდოდ, ერთ საათს გასტანს.
უილიამ ბერნსი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. კლინტონის მოადგილე ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდება.
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...