ეგ საიდან მოიტანე? EPA-ს უწერია პრიუსზე 5 ლიტრა, აქ ცოტათი მეტს წვავს, სადღაც 6 და ოდნავ მეტიც შეიძლება თავი რო არ მოიტყუო და სხვა რო არ მოატყუო. თუ ჩემი არ გჯერა
http://www.fueleconomy.gov/feg/findacar.htmისე ზოგადად ტრასაზე უფრო მეტს წვავს, ვიდრე ქალაქში, ეგ კარგა ხნის ცნობილი ამბავია.
რეგულარი უწერია ჩაასხითო, მაგრამ აქ აშკარად პრემიუმი უნდა, მინიმუმ "ევრო", ეგეც რომპეტროლში ვასხავდი.
Beqa BBukutiდაგიწერთ ეხლა პლიუსებს და მინუსებს
მე მყავდა, შარშან ამ დროს გავყიდე $10500 ში. 2005 პრიუსი, 76K გარბენით.
გაფუჭებას რაც შეეხება, ყველას UFO გონია

, სინამდვილეში ეგრე არ არის, ჩვეულებრივი მანქანაა და თუ მაგარი ავარია არ მოგივიდა, არამგონია ისე რამე გაფუჭდეს, მითუმეტეს ჰიბრიდ სისტემა. მაგას აქვს ელექტრო ამძრავ-გენერატორები და HSD (Hybrid synergy drive) რომელიც ერთგვარი ელექტრო კარობკაა, დანარჩენი არაფერი განსხვავებული. მაგათი ხმარებაში გაფუჭება ან გაფუჭების ალბათობა დავუშვათ შიგა წვის ძრავთან შედარებით, ძალიან რთულია, ფაქტიურად წარმოუდგენელი. ბატარეებს რაც შეეხება, მე თვალითაც არ მინახავს მაგის ბატარეები, ახალი ძლებს ალბათ 5 წელი, ნახმარი 2 ალბათ, მაგათ კიდე ცენტრშიც ცვლიან და არამგონია თვითონაც გაუჭირდეს კაცს მაგის გამოცვლა კარგი ინსტრუქციით.
რაც შეეხება ელექტრო ძრავით მოძრაობას, საერთოდ ყველა ტოიოტას ძრავი ისედაც ჩუმად მუშაობს, პრიუსის 1500cc ხო განსაკუთრებით.
რო თქვა რო დაადგები და ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე უბენზინოდ მიხვა, მითია. ქალაქში ხშირად ჩართავს და გამორთავს ხოლმე.
პრიუსს აქვს სპეციალური შიგა წვის ძრავი ჰიბრიდ სისტემისთვის გათვალისწინებული (რაც არ აქვს ჰონდას, ფორდს და ა.შ) ატკინსონის ძრავი, ანუ ატკინსონის ციკლით. ძრავებში ზოგადად არ ვარ ღრმად ჩახედული, მაგრამ ჩემი აზრით მთავარი ღერძის მექანიკური მომენტი უნდა ქონდეს მაღალი, ანუ ღერძის ბოლოს აქვს რაღაც სპეციალური შკივი, თუ რაღაც ეგეთი, დამძიმება... მოკლედ რო ვთქვათ, ჩაქრობის მერე "გაკვრით" ქოქავს, შიგა წვის ძრავის ჩართვა-გამორთვა საერთოდ შეუმჩნეველია მოძრაობისას, თუ ღამე, სიჩუმეში, ორღობეში, გვირაბში ან რამე ეგეთში არ მოძრაობ.
ძირითადად, საცობებში და შუქნიშნებზე ზოგავს საწვავს. მაგალითად გარაჟის/ჭიშკარის კართან რო გავაჩერებდი შესაყენებლად, რო გადმოვდიოდი ძრავი უკვე ჩამქრალი იყო და ელექტროთი შევაყენებდი ხოლმე.
კიდევ აქვს ე.წ ვარიატორი გადაცემათა კოლოფი. რაზეც კიდევ ბევრი ჭორი დადის, ეგეც მითიური რაღათქმაუნდა.
პრიუსი მთლიანობაში ძალიან კომფორტული, ძალიან საიმედო, საკმაოდ უსაფრთხო, რაღათქმაუნდა ძალაინ ეკონომიური მანქანაა.
ეს საექსპლუატაციო ბანალურ-ჰიბრიდულ კითხვებზე გაგეცით პასუხი.
რაც შეეხება სპორტულ მონაცემებს - ჩაჭერას, გაწევას, გამოწევას, გამავლობას და ა. შ, თუ თვალების მაგივრად ბოლტები არ გაქ, უნდა შეხედო ჯერ მანქანას რა მოეთხოვება და რა არა და მერე ილაპარაკო რაღაცები. ისე, სიჩქარე და "გაწევა" ანუ სიჩქარის აკრეფა 0 დან, აქვს საკმაოდ კარგი (ვარიატორის წყალობით), ოჯახური მანქანის თაობაზე და არა დრაგსტერის თაობაზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ.
შემდეგი პუნქტი, დიზაინი - ინტერიერი: იგრძნობა რომ თანამედროვე ტექნიკის ერთ-ერთ მიღწევაში ზიხარ. ექსტერიერი მე მომწონს მაგალითად, გემოვნებაზე დავა არ ღირს, ზოგი უთოს ადარებს, ზოგი მიქსერს, ტოსტერს... რას იზამ მეცედენცების ხანაა ჩვენთან და შავი ფეცოთების, მაგასთან დაკავშირებით ვერ გახდები ვერაფერს... მაგალითად ხო არ შეიძლება შრამებიანი და ნაკოლკებიანი ადამიანი იყოს მღვდელი, ან მარშუტკის მძღოლს ეკეთოს საყურეები... ეგრე ყველა მანქანას თავის იმიჯი აქვს, მოგწონს თეკლეს, არადა ნუღა ლაპარაკობ ზედმეტს

.
აფსუს ეხლა მყავდეს კაი პრიუსი ეგრევე გავყიდიდი ამ თემაშივე