მოგესალმებით

მოკლედ, დიდი ხანია მინდოდა ჩემი პატარა პროექტი გამეკეთებინა...
ხოდა აი გადავწყვიტე და დავიწყე, მცირე ფინანსებით და კრეატიული აზრებით.....
პირველი რასაც მინდა მივხედო ეს ძრავია...
დილით დაკავებული ვარ (ვმუშაობ...), ასე რომ მუშაობას ვიწყებ 7 საათზე და ვასრულებ 12 - 1 საათისათვის... არც საკუთარი ბოქსი არ მაქვს... მართალია ასეთ პირობებში მიჭირს მუშაობა მაგრამ იმედი ბოლოს კვდება და ვთქვათ ასე: "აკუნა მატატა" (ყველაფერი კარგად იქნება)....
რაც შეეხება პროექტს, როგორც ავღნიშნე პირველ რიგში ძრავი მინდა გადავაკეთო... ცოტა ცხენები მოვიმატო და ფუფუნებით დავტკბე... მიყენია m10 1.8 კარბურატორიანი ძრავი, რასაც სასწრაფოდ მოვაშორებ და დავაყენებ 900 -იან 40MM მიკუნის კარბურატორებს...
კარბურატორები შევიძინე უკვე... ნახევარი ცივი კალექტორიც დავშალე და ამოვიღე...
შემდგომ დავიწყებ კლექტორების გაკეთებას რომ ჩემს ახალ კარბურატორებს მოვარგო...
კარბურატორები სრული მექანიკურია... ასე რომ ზედმეტი კომპები და თავის ტკივილი არ მიწევს....
პირველი პრობლემა რასაც წავაწყდი:
ცივ კოლექტორზე შეერთებულია პომპიდან მომავალი მილი... ასევე რადიატორისაკენ მიმავალი... კიდევ ერთი მილი რომელიც ფეჩს უერთდება...
ახლა ვფიქრობ და ვეძებ ეს მილები ერთმანეთს როგორ დავაკავშირო... ფაქტია ერთ - ერთი უნდა გადაიკეტოს და 2 მილი ერთმანეთს დაუკავშირდეს... გამოსარკვევია წყლის ცირკულაცია როგორ ხდება, ამის შესაბამისად მოვიქცევი შემდგომ...
სურათებსაც მალე მოგაწვდით... სამუშაო პროცესს ეტაპობრივად ვიღებ რა თქმა უნდა....