გამოსვლის წელი: 2008
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: სემ მენდესი
როლებში: ლეონარდო დი კაპრიო, კეიტ უინსლეტი, კეტი ბეიტსი, კეტრინ ხანი, მაიკლს შენონი, ზოი კაზანი, რაიან სიმპკინსი, ტი კიგენ სიმპკინსი, კრისტინ ნორა კონნოლი, დევიდ ხარბორი.
ფილმის შესახებ:
ფილმში მოქმედებები ვითარდება შუა 50-ან წლებში, მთავარი გმირები - პატარა პროვინციული ოჯახის წევრები. ფრენკ და ეიპრილ უოლერები საკუთარ ოჯახს თვლიან საშუალო კლასის, რომელიც არ გავს არცერთ სხვას, და გააჩნიათ პარიზში ცხოვრების დიდი სურვილი. მაგრამ ბედისწერამ მოუმზადა ცოლქმარს უსიამოვნო სიურპრიზები…
---
http://www.imdb.com/title/tt0959337/გადმოწერე:
http://92.54.192.28/up/movie/Revolutionary...WW.FILE.GE).avi---
ერთი შეხედვით ფილმის ორი მთავარი გმირი სამაგალითო ოჯახია აბსოლუტურად ყველასთვის,იდეალური წყვილი,ყველასგან განსხვავებული და არა-ჩვეულებრივი,ისინი კარგი მეგობრები და კარგი თანამოსაუბრეები არიან.თითქოს და არანაირი პრობლემა არ გააჩნიათ და ყველაფერი იდეალურადაა,თუმცა...
თუმცა ის რომ არც ქმარი და არც ცოლი თავს ბედნიერად არ გრძნობს,ფრენკი მუშაობს ძალიან პერსპექტიულ სფეროში,უმსხვილეს კომპანიაში,მაგრამ ასრულებს იმ სამუშაოს რომლის შესრულებაც რბილად რომ ვთქვათ არ ევასება,ეიპრილი კი სამაგალითო დიასახლისია,მაგრამ ეს ყოველდღიური ცხოვრება-ჭურჭლის რეცხვა და ბავშვების მოვლა მოსაბეზრებლად ეჩვენება,მათ რაღაც ახალი სურთ,სურთ იყვნენ ბედნიერები!ამის წინაპირობად გარემოს შეცვლა ესახებათ და ერთ მშვენიერ დღესაც ევროპაში,კერძოდ კი პარიზში გადასახლება გადაწყვიტეს...
ირგვლივ ყველასთვის ეს გადაწყვეტილება რატომღაც უჩვეულო-არალოგიკური,შექმნილი ვითარებიდან არაგამომდინარე და არარაციონალური,ბავშვური მოეჩვენათ...
პარიზი!პარიზი!პარიზი!რამოდენიმე დღით სინათლის ნაპოპერწკლები ცვივათ ორივეს თვალებიდან,ორივე დიდ იმედებს ამყარებს ამ ვოიაჟს ევროპაში და გეგმებსაც აწყობენ,ეიპრილი მუშაობას დაიწყებს,ხოლო ფრენკი შეეცდება შეიცნოს უფრო კარგად საკუთარი თავი,რათა ერთხელ და სამუდამოდ გამოარკვიოს თუ სინამდვილეში რისი კეთება უყვარს და არა უბრალოდ პასუხისმგებლობის და მოვალეობების გამო ფულის შოვნით იყოს დაკავებული...
მაგრამ ყველამ კარგად იცის,რომ ეს დედამოტYნული ცხოვრება ბოროტი სიურპრიზებითაა აღსავსე:დაუგეგმავი ფეხმძიმობა და სამუშაოზე დაწინაურება ჯერ დასაწყისია ამ სევდიანი ისტორიის...
ერთ-ერთი მთავარი გამოძახილი ამ ფილმის ის გახლავთ,ჩემი აზრით,რომ წუთისოფლის დაუწერელ კანონებს ვერავითარი სულიერი ვერასდროს ვერ შეცვლის,ანუ აქ ის მომენტია რომ რეალურად ამ წყვილს არ სურდა ბანალურად ეცხოვრათ,ისინი თავისით იგონებდნენ პრობლემებს რაც სინამდვილეში უმეტესობას გააჩნია,მაგრამ პრობლემებს პრობლემებს არ ეძახიან,ეგ ჩვეულ ამბავია და ყველა ადამიანი ამასთან ერთად ცხოვრობს!ადამიანებს შორის ურთიერთობები იმდენად სათუთია,რომ საკმარისია ერთი სიტყვაც,ერთი სიტუაციაც,რომ ეს ურთიერთობა დაინგრეს,დაინგრეს ისე რომ,დაბრუნების მცდელობები უშედეგო და არაფრის მომტანიც იყოს,არ შეიძლება ამ ფილმის ოჯახური პრობლემების ან წყვილებს შორის კონფლიქტების კატეგორიაში გაყვანა,ეს აშკარად უფრო ფართო ცნებების,საკაცობრიო თემების-ადამიანთა ურთიერთობებსს,სიყვარულს და მეგობრობას უფრო ეხება,ვიდრე უბრალოდ ერთ მორიგ ცოლ-ქმრულ კონფლიქტს...
ფილმში ასახული ეს ძლიერი და მრავალფეროვანი,მრავალწახნაგოვანი და ძალიან რთული კავშირები-ურთიერთობანი ყველა დროში იჩენდა თავს:ყოფა!და მასთან დაკავშირებული ალიაქოთი,ყველგან და ყოველთვის ყველანაირი პრობლემის თავი და თავი იყო,არის და იქნება ის ყოფა,რომელშიც ცხოვრობენ ადამიანები,შეიძლება ეს მათ აკმაყოფილებდეთ,შეიძლება არა...
ფრენკს და ეიპრილს სურთ რაღაცეების შეცვლა,მაგრამ აქ ისმევა მნიშვნელოვანი კითხვა,რა საჭიროა ეს ცვლილებები,იქნება კი ეს ცვლილებები ბედნიერების საწინდარი,თუ ეს უბრალოდ დახატული ილუზიაა,ილუზია იმ მომავლის,მომავალი ბედნიერების,რომელშიც ორივეს სურს თანაცხოვრება,ისინი ოფიციალური სტატუსებით ერთად არიან და სწორედ ეს სტატუსი უშლის ხელს მათ სიხარულს!ლეოს პერსონაჟი დღეს არ მაზავს,რომ რამენაირად თავისი საკუთარი მეობა არ დააკმაყოფილოს,თუნდაც სამსახურში მუღალტერ ნაშასთან ჟიმაობა ავიღოთ,ნუთუ ცოლთან ამის გაკეთება არ შეუძლია?!ესეიგი აქ სხვა რამესთან გვაქ საქმე,ბევრი შეიძლება ამაზე ფიქრი,იგივე კეიტის პერსონაჟი რომ ავიღოთ,თვალნათლივ ჩანს,რომ ორივეს რაღაც აკლია,რაღაც სითბო,რომელსაც ერთი მეორეს აშკარად ვერ აძლევს,უბრალოდ ისინი მეუღლეები არიან და ცხოვრებისეული აბეზალოვკაა ასეთი მატყუარა თანაცხოვრება,და ეს ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლლი მხოლოდ და მხოლოდ პატარა ნაწილია რაზეც ეს ფილმი დაგაფიქრებთ და რაზედაც დარწმუნებული ვარ ცოტა სენტიმენტალური და რომანტიკოსი ადამიანი არა ერთ დღეს გაატარებს ფიქრებში...
საკმარისია კი კარგი ცოლი,ან ქმარი,შვილები,კეთილმოწყობილი ბინა/სახლი,კარგი სამუშაო-რაც ფუფუნების საშუალებას გიქმნის,საკმარისია კი ყოველივე ეს ბედნიერებისთვის?საკმარისია კი იცოდე რომ შენს "მეორე ნახევარს" უყვარხარ და ისიც ანალოგიურად ფიქრობდეს,რომ შენც ის გიყვარს?როგორ გავარკვიოთ რა არის ეს ბედნიერება?როგორ გავიგოთ და დავძლიოთ ის,რაც გვიქმნის სულიერ დისკომფორტს?...
არ აღმინიშნავს მგონი ჯერ მსახიობების ოსტატობა,ხოდა ახლა ვიტყვი რომ კეიტიც და ლეოც გენიალურები იყვნენ ამ ფილმში,ბევრია ლეოს ავის მსურველი ამ განყოფილებაში და აბა რა გითხრათ,უყურეთ და შეაფასეთ,დამიჯერეთ არანაირად არ ინანებთ!ცალკე აღნიშვნის ღირსია "გიჟი"(სამწუხაროდ აზრზე არ ვარ რომელი მსახიობია,მისი დარიგებები და მისი მიხვედრულობა,ცხოვრების ირონია არაა ის რომ ვერავინ ვერ ხვდება,სინამდვილეში თუ რა უბედური ოჯახია უილერები,რა გაპარტახებული ურთიერთობები აქვთ მათ და ინერცია აცხოვრებს ერთად,და ამასთან მხოლოდ ეს "გიჟი" ხედავს და გრძნობს ყოველივეს,სასაცილოა,სიმწრით სასაცილოა!
უილერები ცდილობენ თავი დააღწიონ-გაექცნენ უიმედობას და სიცარილეს,გაექცნენ როგორ იცით?პარიზში გადასახლებით,რამე შეიცვლებოდა ვითომ ამით?წყალი არ უნდა დაელიათ იქ თუ პური არ უნდა ეჭამათ?ფილმში,ერთ მომენტში მეგობარი ეკითხება კიდევაც ფრენკს:"ნუთუ ამ ქვეყანაში ის სფერო-სამუშაო არ არსებობს რითიც გინდა დაკავდეო?!"აი არ ვიცი რომელი ერთი დავწერო და რომელი თემა განვავრცო უბრალოდ ანხეთ და დატკბით!ძალიან მაგარი დრამაა,ცხოვრებისეული ფილმი ან ფილმი ცხოვრებაზე!
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)