#41357509 · 20 Jun 2014, 22:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჭეშმარიტების მამის სულში მეუფეთა არსის შესახებ დიადი მოციქული გვეუბნებოდა, ჩვენ ბნელეთის სულთა თაობაზე, "არა ხორცისა და სისხლის, არამედ სამყაროს მეუფეთა და ბოროტების სულიერ ძალთა წინააღმდეგ არის მიმართული ჩვენი ბრძოლა". მე გიგზავნით ამ სიტყვას, რამეთუ ხილული წუთისოფლის მმართველთა არსის შესახებ მკითხეთ თქვენ.
მათი მთავარი ბრმაა, საკუთარი ძალის, უგუნურებისა და ამპარტავნობის მიზეზით, რამეთუ თვისი ძალმოსილების იმედად თქვა მან: " მე ვარ უფალი ღმერთი და არ არის ღმერთი ჩემს გარდა სხვა".
როდესაც ეს სიტყვა წარმოსთქვა რითაც შესცოდა სასრულის წინაშე, მისმა სიტყვებმა უწია უბიწოებას და აი გაისმა ხმა უხრწნელისა, უსასრულობიდან. ხმა ამბობდა: "შენ შეცდი სამაელ, ბრმა ხარ ბრმათა წინამძღოლი და ღმერთი". ბნელი და ქაოტური გახდნენ მისი აზრები უხრწნელობიდან ხმის მოსმენისას, ამოანთხია საკუთარი ძალმოსილება, ესე იგი ღვთაებრივი ძლიერება და მიმართა ქვევით უფსკრულის ჯურღმულისაკენ ქაოსში თავისი მშობელი დედის პისტის სოფიას გავლით და დაადგინა სამყაროთშორის შთამომავლობა თვისი, თითოეული მისი ძალისა და განგების შესაბამისად, უმაღლეს ეონთა გამოსახულების მიხედვით და რიცხვით იგივე, რამეთუ უხილავიდან ხილული იქნა ნაწარმოები და თქვა: აჰა კარგია ყოველივე ეს.....
რაჟამს უბიწოებამ გარდმოიხედა ქაოსში აირეკლა წყლებში და შეიყვარეს იგი ბნელეთის მეუფეებმა, მაგრამ არ შეელოთ დაუფლებოდნენ და ზიარებოდნენ ისინი თუნდაც ანარეკლს, წყლებში ასახულს და სწყუროდათ მათ ნათელი რამეთუ ნათელია მიზეზი ყოველი ცოცხალის სულმდგმულობისა, რამეთუ მოაკლდათ მათ ნათელი წყარო სიცოცხლისა საკუთარი უმეცრებისა და ამპარტავნობის გამო, ვერ დაეუფლნენ მეუფეები ნათლის ანარეკლს სისუსტისა და უღონობის გამო, რამეთუ მშვინვიერს არ ძალუძს სულიერთან ზიარება, ხოლო ნათელი ზეგარდმო იყო ისინი კი ქვენა ქაოსისანი.
აი რა მიზეზით გარდმოიხედა ქაოსში უბიწოებამ მამის წიაღიდან, რათა მამისავე ნებით შეეერთებინა ნათელთან ნაწილი, ერთი მთლიანობასთან და სრულეყო. წყვდიადის მთავართ და ქაოსის მხედრობამ თათბირი ჰყვეს და თქვეს ასე: შევქმნათ ადამიანი მიწის მტვრისაგან და წარმოშვეს მათ დედაკაცად და მამაკაცად, მიწა მიწისაგან. სახით ცხოველი. აიღეს მტვრის ნაწილი მიწისგან აიღეს იგი და ქმნეს ქალი კაცში და კაცი ქალში. ხატება ცხოველი კაცისა ქმნეს იმ ღმერთის მსგავსად რომელიც იძვროდა ქაოსის წყლების, ანუ ძალთა ზემოთ, ხოლო ხატება ქალისა ადამიანში ილდაბაოთის მსგავსად.
და ბჭობდნენ ქვე ელოჰიმები ასე: "ვეზიარებით მას, უსასრულობას ჩვენს მიერ დედაკაცად და მამაკაცად ქმნილი ადამიანის მეშვეობით და ქმნეს ისე, რომ უხრწნელობას ეხილა მიწის გულზე მისი ორეული შერწყმული ილდაბაოთის მსგავსებასთან, ნაწილი მთლიანთან ერთ არსში, არ უწყოდნენ რა განზრახვა უზენაესისა ქვე ელოჰიმებმა უგუნურობის მიზეზით და ამად მოუნდომეს ნათელს მახით დაჭერა. ხოლო უბიწომ აჰა შთაბერა ადამიანს ცხოველ სახეში და იქცა ადამიანი ცოცხალ სამშვინველად, ხოლო ჭურჭელში მიიქცა სული სიცოცხლისა რომელიც იძვროდა ქაოსის წყლებს ზემოთ და ასე და ამგვარად შეერწყა ერთ არსებაში მამრი ბუნება უბიწოებისა და მდედრი ბუნება ილდაბაოთისა, რომელიც არის კიდეც მიზეზი დაცემისა.
გაგრძელება იქნება. ნუ თუ გაინტერესებთ. ღადავს დავინახავ? აღარ დავწერ.
This post has been edited by Giorgi1984 on 20 Jun 2014, 22:25
--------------------
რა მნიშვნელობა აქვს, რას გაგირჭობენ? TEA
ბარსელონას წინააღმდეგ ჩემი ცოლის საყვარელსაც ვუბალეშიკებ. Pitbula
|