გამიკვირდა რომ ფორუმზე არაა მზგავსი თემა.
ვინც არ იცის სტოიციზმი ეს არის ფილოსოფიური მიმდინარეობა რომელიც 3 პერიოდად იყოფა
1) ძველი სტოა
2) საშუალო სტოა
3) ახალი ანუ რომაული სტოა
მიმდინარეობა დროთა განმავლობაში იხვეწებოდა და იცვლებოდა. ძირითადი და საკვანძო საკითხია ბედისწერა, რომელიც განაგებს ადამიანის ცხოვრებას. ადამიანს მართებს ბედისწერისადმი მორჩილება " ის ვინც ბედს ემორჩილება , მიყვება მას ხოლო ის ვინც ეურჩება ბედი მას მიათრევს" .
ეს არის მიმდინარეობა რომელიც ყველა ჭირის დათმენას ქადაგებს, მიიჩნევს რა რომ ყველაფერი ხრწნადია, რასაც ჩვენ ვხედავთ, უნდა ვიმოქმედოთ საკუთარი "დემონის" (სოკრატესეულ დემონზეა საუბარი) მიხედვითა ანუ მივყვეთ გულისთქმას.
ვისაც კარგად ესმის ეს საკითხი ერთი კითხვა დამებადა თუ რომაულ სტოიციზმში (კერძოდ მარკუს ავრელიუსზე მაქ საუბარი) თუ პიროვნება მხოლოდ საკუთარ თავზე და დათმენაზეა ორიენტირებული და + ამას ბედისწერაც მოქმედებს + ყველაფერი ხრწნადი და წარმავალია, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ სტოიციზმისგან ცოტა შორს დგას ისეთი გრძნობები როგორიცაა მეგობრობა და სიყვარული?
ანუ ეს მიმდინარეობა ასკეტიზმს ქადაგებს?
ვერ გავიგე ზუსტად
თუ
ჩემი სულია მთავარი და ამისთვის მხოლოდ ბედისწერისადმი მორჩილებაა საკმარისი , მაშინ ეს ხომ შემიძლია გაშლილ მდელოზეც მოვახერხო სადაც კაციშვილი არაა და ცივილიზებულ საზოგადოებაშიც? მაგრამ მდელოზე უფრო გამიადვილდება. ალბათ