ძალიან მოკლედ საჭირბოროტო წერტილები:
შერკინება, რომელმაც რეგრესი განიცადა წონაშიც და მიწოლაშიც. უპირველეს ყოვლისა ეს საქმე გვაქვს მისახედი. ნომერ პირველი პრიორიტეტი!
აუტები, რომელშიც დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ, თუმცა ამ სეგმენტში მსოფლიოზე მიანც ასე თუ ისე ნორმალურად გამოვიყურებოდით. მაღალი კადრები გვჭირდება, სერიოზულ მოწინააღმდეგეებს არც წონაში უნდა ჩამოვუვარდებოდეთ და არც სიმაღლეში.
9,10, 11,14 და 15 (თოდუას არ ვგულისხმობ ფრთაზე, მაგრამ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს) - ამ პოზიციებზე აუცილებლად გვჭირდებიან კარგი კადრები, რაც შეიძლება სწრაფად!
ერთი კია: როცა 9 ნომრებს ასე მწარედ ვაკრიტიკებთ (და არა მარტო მათ), ობიექტურობისათვის უნდა ითქვას, რომ მათი ძალიან ბევრი ხარვეზი შერკინების ცუდმა თამაშმაც განაპირობა. ფაქტიურად ცაიტნოტში უწევდათ ხშირად მოქმედება და შესაძლებლის ზღვარზე.
ჩვენი კიდევ ერთი საფირმო იარაღი, ანუ მოლი ვერ იყო ეფექტური, მაგრამ მანდ შერკინების დასუსტების გარდა, მიზეზი კვლავ შეცვლილ წესებშია საძებარი. პრინციპში ვერც სხვებმა იხეირეს დიდად მაგ კომპონენტში ამ ჩემპიონატზე.
რაქში თამაშს, გამომტანიც როცა მხარს უბამდა, ჩემგან პლუსი! (არგენტინასთან მეორე ტაიმს თუ არ ჩავთვლით და მსაჯთა ზოგიერთ საკამათო გადაწყვეტილებას) თან როგორც დაცვაში, ასევე შეტევისას! ამ მხრივ ინგლისთან პირველი ტაიმი საერთოდ შეუდარებელი იყო!
დაცვაში თამაშში გვაქვს აშკარა პროგრესი! უაღრესად კმაყოფილი ვარ. ამ რესურსით მეტის მიღწევა შეუძლებელი იყო. ესეც ძალიან კარგი იყო.
შეტევაში ჩვენი სტილიდან გამომდინარე ვერ ვწყვეტდით ვარსკვლავებს,. მაგრამ რაც ვიცოდით, იმას ნამდვილად უკეთესად ვაკეთებთ და რუმინეთისთვის დადებული ლელო ამის ბრწყინვალე დადასტურებაა.
მოკლედ ხარვეზებისადა მიუხედავად პროგრესი არის, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. რაც მთავარია, ა პრიორი ნამდვილად კარგი პერსპექტივა ჩანს ჰორიზონტზე!