გიგი უგულავამ 20 ოჯახს საჩუქრად გაზქურა გადასცა
თბილისი
პარასკევი, 20 იან 2012 15:23
თბილისის მერია განაგრძობს ქალაქის ყველა რაიონში გაზიფიცირების სამუშაოებს. პროექტის დასრულების შემდეგ, დედაქალაქში მცხოვრებ ყველა ოჯახს შესაძლებლობა ექნება, ბუნებრივი აირით ისარგებლოს. თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს დიდუბეში განხორციელებული გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. თბილისის მერიისა და კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ხოშარაულის ქუჩაზე გაზგამანაწილებელი ცენტრალური მაგისტრალი დამონტაჟდა, მოხდა დაქსელვა და 20 ოჯახის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. თბილისის მერიამ 20 ოჯახს საჩუქრად გაზქურა გადასცა.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში კიდევ 300 ოჯახის გაზიფიცირება უახლოეს მომავალში დასრულდება და მათ წლების განმავლობაში არსებული გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდებათ.
გაზქურა შეიძLება და შიფერი არა?