თბილისის მერია სურბნიშანის ეკლესიაში აღდგენით სამუშაოებს იწყებს,– ამის შესახებ „ტრიბუნას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მერიის განცხადებას წინ უძღოდა თბილისის საკრებულოს "ქრისტიან–დემოკრატიული" ფრაქციის წარმომადგენლის ზაზა გაბუნიას პრესკონფერენცია, რომელზეც დეპუტატმა მერიას ვერცხლის ქუჩაზე არსებული სადაო ეკლესიის გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების თხოვნით მიმართა.
მერიის ინფორმაციით, ქვეყანაში ძეგლთა რეაბილიტაცია ხორციელდება განურჩევლად მათი რელიგიური კუთვნილებისა. უკანასკნელ წლებში ამ მიმართულებით რამდენიმე ათეული პროექტი განხორციელდა, მათ შორის მომზადდა ნორაშენის საპროექტო დოკუმენატია და კვლევითი არქეოლოგიური სამუშაობის პარალელურად გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაო შესრულდა მოღნისის ეკლესიაში.
სურბნიშანის საპროექტო დოკუმენტაცია "საქართველოს იკომოსმა" მოამზადა. აღნიშნული სამუშაოები 2011 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დააფინანსა.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავებითი სამუშაობი, რომელსაც ახორციელებს ქალაქ თბილისის მერია. ძეგლისა და მისი ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ დაიწყება სურბნიშანის ჩამოშლილი სვეტის აღდგენითი სამუშაოები და ტაძრის კარიბჭესა და ინტერიერში მოეწყობა ძალოვანი ხარაჩოები, რომელიც უზრუნველყოფს ძეგლის უსაფრთხოებას,“– განმარტავენ მერიაში.
"სურბ ნ შანის" ელკესიის აღდგენის აუცილებლობის შესახებ განცხადება გუშინ საქართველოს საპატრიარქომაც გაავრცელა.
http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=6947&Itemid=1ცალსახად გონივრული და კარგი ნაბიჯია როგორც საქართველოს ეკლესიის, ისე პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან