Global Peace Index: მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე ქვეყნების 2013 წლის რეიტინგი
ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა (The Institute for Economics and Peace), გამოაქვეყნა „მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე ქვეყნების 2013 წლის რეიტინგი“ . (Global Peace Index 2013).
Global Peace Index განსაზღვრავს ძალადობის დონეს ქვეყნის შიგნით და მისი გარე პოლიტიკის აგრესიულობას. გამოკვლევა ქვეყნდება ყოველწლიურად და განიხილება საწყისად გლობალური პროექტის „კაცობრიობის პერსპექტივები“, რომლის მიზანია გამოავლინოს ურთიერთკავშირი დედამიწაზე მშვიდობისა და მდგრად განვითარებას შორის. პროექტის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ნაშრომი ატარებს მხოლოდ და მხოლოდ ცნობარის ხასიათს და არ უდევს მიზნად რომელი ქვეყნის მისამართით რაიმე აზრის გამოტანა. პირველი ასეთი რეიტინგი გამოქვეყნდა 2007 წლის მაისში. მშვიდობისმოყვარეობის ინდექსი შექმნა კვლევითი ინსტიტუტებისა და ანალიტიკური ცენტრების საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფმა, სიდნეის (ავსტრალია) ეკონომიკისა და მშვიდობის უნივერსიტეტის მფარველობით. კვლევის შეფასებები დაფუძნებულია გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეცნიერული ინსტიტუტების სტატისტიკურ მონაცემებზე.
ამ წლის რეიტინგში ანალიზი გაუკეთდა 162 ქვეყანას ( წინა წელს განიხილებოდა 158 ქვეყანა) სპეციალურად შექმნილი განზომილებების მიხედვით. მშვიდობისმოყვარეობის ინდექსი შედგენილია 22 ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების საფუძველზე, გაერთიანებული სამ ძირითად ჯგუფში:
კონფლიქტების არსებობა და მათი მასშტაბი - ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო, რომელშიც გარეულია ესა თუ ის ქვეყანა. აღნიშნულ კონფლიქტებში მსხვერპლთა რაოდენობა, აგრეთვე სახელმწიფოს ურთიერთობები სხვა მეზობელ ქვეყნებთან.
ქვეყნის შიგნით სტაბილურობისა და უსაფრთხოების დონე - განისაზღვრება ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: დევნილებისა და ადგილგადანაცვლებული პირების რაოდენობა, ძალადობრივი დანაშაულებისა და თვითმკვლელობების რიცხვი, იარაღის მისაწვდომობა, ერთ სულ მოსახლეზე პატიმრების რაოდენობა, სოციალური დაცვის ზომები, ადამიანების უფლებების დაცვა, პოლიტიკური სტაბილურობის დონე, ტერორისტული საფრთხის არსებობა, ქსენოფობიის დონე და ა.შ.
სახელმწიფოს მილიტარიზმის დონე - ფასდება ისეთი ფაქტორები, როგორც მაგალითად სამხედრო ბიუჯეტის სიდიდე მთლიან ნაციონალურ პროდუქტთან მიმართებაში. სახელმწიფოს სამხედრო პოტენციალი, იარაღის იმპორტი და ექსპორტი, ერთ სულ მოსახლეზე სამხედროების და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომელთა რაოდენობა და ა.შ.
სახელმწიფოები თითოეული ჯგუფის მაჩვენებლების მიხედვით ფასდებიან 1-დან 5 ქულამდე. რაც უფრო ნაკლებია ქულა, მით უფრო მშვიდობიანად მიჩნეულია ქვეყანა.
ამ წელს მსოფლიოს ყველაზე მშვიდობისმოყვარულ ქვეყნად მეცნიერებმა დაასახელეს ისლანდია, რომელმაც აღნიშნულ რეიტინგში აიღო პირველი ადგილი, მეორე ადგილი დაიკავა დანიამ, ხოლო მესამე ახალმა ზელანდიამ. რეიტინგში სხვა ქვეყნებთან ერთად შევიდა საქართველოც, რომელმაც დაიკავა 139 ადგილი.
http://bpi.ge/index.php?option=com_content...mid=124&lang=kaრუსები 155-ე ადგილზე არიან
აზერბაიჯანი 126
სომხეთი 98
ამერიკის შეერთებული შტატები 99