თემას სახელი როგორ უნდა შევურჩიო არც ვიცი. დაახლოებით ისეთი კითხვა უნდა დავსვა SMS-ით რომ მოგწრს მეგობარი "ნა ნა ნა ნანა ნანა ნაა ნა ნაა " და მერე გკითხავს ამ სიმღერის სახელი არ იციო, მაგრამ ხვალ გამოცდა მაქვს და გამოცდის წინ რას არ იზამს კაცი
მოკლედ, საკითხი არის მხატვრული სახე და ვიფიქრე უკეთესი იქნებოდა თუ რომელიმე "ურჩი" სახის მაგალითს მოვიყვანდი. ბუნდოვნად მახსოვს, თუ არ ვცდები ტოლსტოიმ მისწერა ვიღაცას წერილი ანა კარენინას წერისას, რომ 3 თვეა გაჩერებული ვარ ისე მეწინააღმდეგება ანაო, ვერაფრით ვერ გადავაწყვეტინე რაღაცის გაკეთებაო..
ყურადღება კითხვა ასეთია

:
მართლა ტოლსტოის და კარენინას ეხებოდა ეს ამბავი? (თუ კი, იქნებ უფრო კონკრეტულად გახსოვდეთ და თუ არა ვინ იყო ის მწერალი, რას წერდა და რისი გაკეთება ვერ აიძულა პერსონაჟს?
p.s
სხვა თუ რამე გსმენიათ ამგვარ დაუმორჩილებელ პერსონაჟებზე იმაზეც არ ვიტყოდი უარს ^_^
This post has been edited by red-one on 28 May 2013, 21:11