DoNaTeLoსახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის რეგისტრაცია
სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის თაობაზე განცხადებისათვის დასართავი საბუთები:
განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
განმცხადებლის დაბადების მოწმობა;
განმცხადებლის ქორწინების მოწმობა, თუ განმცხადებელი დაქორწინებულია;
განმცხადებლის არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები, თუ განმცხადებელს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები;
მშობლის (მშობლების), მშობლის მონაცვლე პირთა წერილობითი თანხმობა განმცხადებლის მიერ სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლაზე _ თუ განმცხადებელი თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანია;
თუ განმცხადებელს სურს მიიღოს ფაქტობრივი აღმზრდელის ან თავისი პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი, შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი საბუთები;
მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი:
ა)45-ე დღეს მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური 50 ლარია;
ბ) 30-ე დღეს მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური 50 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი - 100 ლარი;
გ) მე-15 დღეს მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური 50 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი - 170 ლარი;
დ) 10 დღის ვადაში მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური 50 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი - 300 ლარი.
მოწმობა გაიცემა სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის აქტის რეგისტრაციისთანავე. განცხადება სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის შესახებ შეტანილ უნდა იქნეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში განმცხადებლის სურვილისამებრ(გარდა ქორწინების სახლისა).
სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვის, სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის თაობაზე დასკვნის შედგენის ვადა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისათვის შეადგენს 45 დღეს.
სამოქალაქო რეესტრი
http://www.cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=11 This post has been edited by _Sophie_ on 19 Feb 2012, 00:21
პირველად იყო სიტყვა...