#30422479 · 27 Mar 2012, 16:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დედისერთობის ცნებას არც ერთი კანონი ცალკე არ განმარტავს. ამ შემთხვევაში ორი ვარიანტია 1) დედისერთა თუა ვაჟი მაშინ სამხედრო სავალდებულო სამსახურის მხოლოდ გადავადება შეიძლება; 2) თუკი იმ ოჯახში უკვე დაიღუპა წევრი სამხედრო სამსახურში მსახურობისას, ან ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ბრძლოებში, და ის ერთადერთი ვაჟია ოჯახში, მაშინ საერთოდ არ გაიწვევენ ჯარში. ამ შემთხვევაში, ერთადერთი ვაჟი ნიშნავს, რომ შეიძლება მას დაც ჰყავდეს, მაგრამ მაინც არ გაიწვევენ. მაგრამ პირველ შემთხვევაში (გადავადებისას), დედისერთობაში უნდა ვიგულისხმოთ ოჯახში ერთი შვილის ყოლა. განქორწინებისას ოჯახი იურიდიულად არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული უფლებები უნარჩუნდებათ გაყრილ მშობლებს. ასე რომ ყოფილ მეუღლესთან მყოფი შვილები წესით (როგორ წყვეტენ კომისარიატში ამ საკითხს არ ვიცი) არ უნდა მიიჩნეოდნენ "სამხედო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონის მიზნებისათვის ერთი ოჯახის წევრებად. მაგრამ თუკი ყოფილი ქორწინებიდან გადმოყვათ შვილები, მაშინ იურიდიულად ყველა გერი ერთი ოჯახის წევრი ხდება, რის გამოც დედისერთად ნამდვილად ვერ მიიჩნევენ ვაჟს თუკი მას გერი დები ან ძმები ყავს.
|