--
რობი,როგორ ხართ,რა ხდება ახალი?-- მშვენივრად ვარ. მე და ნუჩა კუხიანიძე ახალ კლიპს ვიღებთ ,რომელსაც საქართველოში არც ერთ ტელევიზიას არ ვუჩვენებთ.მაინტერესებს ჩვენს შრომაში რამდენს გადაიხდიან..... დღეს მაგარ დეფიციტუ სახელმწიფოში ვცხოვრობთ,სადაც შემოქმედი ადამიანის მიმართ პატივისცემა არ გააჩნიათ.მე დანუჩამ რომ კლიპი გადავიღოთ ვის ვუჩვენოთ?
---
როგორ ფიქრობ ამით რამე შეიცველება?--- რა ფასი დავადო ჩემს შემოქმედებას?ჩვენი მეგობრების შემოქმედებას ფასი არ ადევს,უფასოა. რობერტია კუხიანიძე ვარ,მუსიკოსი,რაც გინდა ის დამარქვით,მაგრამ ვიცი,რომ ადამიანები დიდი ციხეში ვსხედვართ,რომელიც ,,ფეისბუქზეა" მიმაგრებული... არ მაქვს ხელფასი და არც მინდა მქონდეს. სახელმწიფო სტრუქტურებში არ ვმუშაობ.
--
არც შემოუთავაზებიათ?-- ვის სახელმწიფოს?ისეთ რარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ,მაგათ ფულს ხელს არ მოვკიდებ. ქართული ბიუჯეტის შევსებაზე ვზრუნავ.
--
საქართველოში ბევრი მომღერალია რომლიც საკუთარი შემოქმედებით ფულს შოულობს.--ჩვენთან მუსიკით ბევრ ფულს ვერ იშოვნი,მხოლოდ იმდენს,რომ კომფორტი მოიწყონ. რას გადარჩა ქართველ მკერდოსანთა და ტუჩოსანთა საზოგადოება,რომ იაფფასიანი სილიკონები დაითრიეს.
--
პლასტიკური ოპერაციის წინააღმდეგი ხართ?-- მე იმის წინააღმდეგი ვარ,ადამიანი მანქანიდან რომ გადმოდის და ხვნეშის...უმოძრაობა,უმოქმედობა აწუხებს. ჩვენ სადაც ვცხოვრობთ,იმ საზოგადოებას მსუქანი ტრაკები აქვთ და ყველა საკუთარ უკანალზე იყურება. ვინც სკამზე ზის ყველა უსაქმურია. ქვეყანაში ერთი ფერია ყველაფერი.
--
მარიხუანას ლეგალიზებაზე რას ფიქრობთ?-- საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამის გაკეთება. წინააღმდეგი ვარ. წამალზე დამოკიდებულ ადამიანს კი მკურნალობა სჭირდებათ. არასდროს გამიკეთებია ნემსი. წვიმის მუსიკოსი ვარ და ეს მტავრობა თუ ვინმეს არ მოსწონს ჩემი ბრალია. ოღონდ შევარდნაძე არ ყოფილიყო და მეც იქ ვიყავი.
--
რა შეიცვალა ამის მერე თქვენს ცხოვრებაში?--რეფორმა გრძელდებაო და რამე შეიცვალა? ელარჯის გაკეთების პროცესი გინახავთ? მასე ტკეპნიან ტვინს. არაფერი შეცვლილა,სულ რევოლუციები იქნება სანამ ადამიანის უფლებებს არ დაიცავენ.
--
ბიძინა ივანიშვილზე ვისაუბროთ.--მაგ ადამიანტან არ დამილევია,არც მიშასთან. მისას არ ვიცნობ,მაგრამ მაგარ პატივს ვცემ,როგორც ჩემს პრეზიდენტს. ვინმე რომ ჩამოვიდეს და პრეზიდენტი რომ შემიგინოს პატრულში დავრეკავ.... ბიძინა ივანიშვილს ჩემთვის ფული არ მოუცია. ცოტა ხნის წინ ,,რაელ-ტვ'' მომივარდა სახლში და შეურაცხყოფა მომაყენა,არ მეშინია ამის თქმისა. მეუბნებოდნენ ბიძინამ ფული მოგცაო,არადა არ მოუცია.
--
საზოგადოება ხშირად ითხოვს ხელოვანისაგან,რომ რომელიმე მხარეს დადგეს.-- 2007 წლის 7 ნოემბერს მეგობართან ვიყავი სტუმრად. მამაჩემი რევოლუციით დააინტერესეს და ქუტაისიდან ცამოვიდა. გაყინულ ქუჩაში გამოვედი რომ მომეძებნა. მამა ეპიცენტრში იყო და უკვე გადავლა-გადმოვლა დაწყებულიყო. იცით რამდენი გვესროლეს? ჯარი რომ დავინახეთ,ჩემი ძმაკაცი წინ დაუდგა და უთხრა, რევოლუცია,სექსის რევოლუცია.....რატომ მესროლეს,მე ხომ არაფერ შუაში ვიყავი.
--
მეუღლეს ანერვიულებთ?--არა,ძალიან მიყვარს უბერებელი ქალია.ეგ რომ არ მყავდეს მოვკვდებოდი.
--
მოსწონს თქვენი შემოქმედება?--არ უნდა ასე რომ ვცხოვრობდე. ყველამ იცის სცენაზე ჩემი ასვლა ერთი სიკვდილია. მიდიხარ კონცერტზე და ვიღაცას ეუბნები, 5 ლარი მომეცი,რომ სახლში ტაქსით წავიდე. სირცხვილია,არ შეიძლება ასე.
ჟურნალი ,,რეიტინგი" 02.04.12 ნინო გიგიშვილი
ცოტა შევკვეცე თორემ დიდი ინტერვიუ იყო.

გული დამეწვა,ასეთი მუსიკოსი გზის ფულს ნატრულობდეს და უნიჭო კარის მუსიკოსები გრიალებდნენ, სამართალია?

[/B]
This post has been edited by axlguns on 11 Apr 2012, 13:47
მიმაგრებული სურათი
მე ძალიან მიყვარს იტალია — ღვთაებრივი ლაჟვარდის ქვეყანა... (c)გრიშა
,,ღმერთმაარიცისრატომ ჩემპიონები"- გერმანიის ფანი იტალიაზე.......
აზარმა მაქსიმუმ მძღნერში ფეხი ჩაკრას და ეგ კვალი დატოვოს (c)FinaLLe
Forza