მოკლედ ამ ყველაფრის დაწერას გუშინწინ ვფიქრობდი როცა მარშუტკაში ვიჯექი..
ვიმგზავრე ქუთაისიდან თბილისში და "აბრატნა" და დავრწმუდნი რომ არის სფეროები რომლებშიც ედიკას დრო ჯობდა...და წაიკითხეთ ბოლომდე დარწმუნდებით....
წინა დღეს სადგურზე ვიკითხე რომელ საათზე გადიოდა ავტობუსი მითხრეს რომ 7 ზე და 12 დანარჩენი სულ მარშუტკები დადიან მოუხერხებელი სკამებით და საეჭვო რეპუტაციიის მძღოლებით ვინ იცის რომელია პახმელიაზე და რომელი პლანის კაიფში.... ჯერ ზემოთ რო დავწერე სადგურიო სადგური კი არა სადგურის ნარჩენია... აქედან ტოტალიზატორი (ყოფილი რკინიგზის სადგურის შენობა) იქედან მაკდონალდსი აქეთ რაღაც შუშებიანი სუპერგრანდმოლი შენდება და ავტოსადგური კი მოჭყლეტილ მოტალახებულ მომტვერიანებული ამათ შუა... უცხოელები ამ ადგილს მარშუტკა სტეიშანს ეძახიან.....
მივედი დილით 7 ს რო წუთები უკლდა არ არის ავტობუსი... რა ხდება? ხალხი არ ყავს და აღარ ვივლიო.... კაი რა უნდა მექნა გამოვედი მარშუტკებისკენ.... 1 კაცი აკლდა ამ წუთში გავდივარო... ავედი და ჩამოვედი ისევ, უკან იყო ერთი ადგილი მიჭყლეტილ პონტში..... ხალხს კი გადავხედე ისე.. მაგარი უთავმოყვარეო ხალხი ვართ რა... ხვალ რო მარშუტკები გაქრეს. ურმებითაც იმგზავრებს ეს ხალხი...
ჩამოვედი და იქვე მეუბნება მეორე მარშუტკის მძღოლი აგერ ჩემი მანქანა დაჯექი სადაც გინდაო...
რამდენ ხანში გადიხარ?
10 წუთში....
არადასულ ცარიელი იყო ჯერ ერთი მგზავრიც არ ყავდა
მივხვდი რო მატყუებდა და გავედი დავდექი შუქნიშანთან... გამოიარა სენაკი თბილისის მარშუტკამ და დავჯექი ნორმალურად წამოვედი....
არადა ცუდად ვხდები ხოლმე ამ მარშუტკებში და ძაან ვიღლები ავტობუსი ჯობია აშკარად... ისე მატარებელი ორივეს ჯობია მაგრამ ძალიან ადრე გადის და შემეზარა ადგომა.....
ხოდა რატო ვწერ ახლა ამას.. ესე იგი ავტობუსები საერთოდ აღარ დადიან .. სად წავიდნენ რამდენი კარგი მერსედესი დადიოდა...... ხალხის ბრალიცაა მე თუ მკითხავთ.. ვითომ ნახევარი საათით უფრო ადრე ჩავაო და.. მარშუტკებს რო უჯდებიან.....
ახლა ძველი დრო გავიხსენოთ... გასული საუკუნის მიწურული...1997-99 წლები ცოტა აქეთაც... ნუ ვარდების რევოლუციამდე...
ავტობუსი გადიოდა ყოველ საათში...დილის 6 დან საღამოს 6 ამდე...ბილეთი ღირდა 5 ლარი ნუ გასაგებია მაშინ სხვა ფასები იყო......
ეგ რაა ჯერ მოიცა მთავარი წინაა...
თუ ახვიდოდი ბალახვნის სადგურზე იქედან დილსი 8 ზე გამოდიოდა "ტურისტი" საკმაოდ კომფორტული ავტობუსი... ნუ ზუსტად 8 ზე თუ მიხვიდოდი უეჭველი უკანა ადგილები შეგხვდებოდა იმიტომ რომ ამ ავტობუს ყველაზე მეტი ხალხი ყავდა.. წავიდოდა.. რო გაცდებოდა ჭიშურას.. მძღოლის თანაშემწე ჩამოატარებდა საგორიალო როა რა ქვია იმას არ ვიცი..
არაყი დასაყოლებლით ძეხვის ნაჭრები და პურის ნაჭრები... მერე ცოტა ხანში ისევ ჩამოატარებდა....
დიდი თერმოსით ყავა და საწუწნი კამფეტები....
მერე კიდე გორთან რო გამოივლიდა აი ვაშლები რო იყიდება ჩავიდოდა ერთ დიდ პარკს აავსებდა ვაშლებით ამოიტანდა და ჩამოარიგებდა......
თან ეს ყველაფერი შედიოდა ბილეთის საფასურში... და ბილეთი ისევ ისე ღირდა როგორც სხვ ავტობუსებში კი არადა მგონი 4 ლარი ღირდა მთალდ კარგად არ მახსოვს... მას მერე დიდი დრო გავიდა......
ახლა რატო დავწერე ეს ყველაფერი....
რო დადგებით და იძახით მილიონი ტურისტი და მილიარდი ინვესტიციაო.....
იმ ავტობუსებით ტურისტებიც დადიოდნენ და ქვემოთ ბარგებს აწყობდნენ ხან ველოსპედებს და ხან რაღაცეებს... ახლა დადიან და იძახიან ....მარშუტკა სტეიშან!!!...
This post has been edited by Robin Hood on 28 Apr 2012, 20:38
მიმაგრებული სურათი