Bolton Wanderers F.C
საფეხბურთო კლუბი ‘’ბოლტონ უონდერერსი’’(ინგლ.. Bolton Wanderers Football Club)მცირე ინფორმაციასრული სახელი: Bolton Wanderers Football Club
მეტსახელი: The Trotters, The Wanderers, The Whites, The White Men
დაარსდა: 1874 წელს (სახელწოდებით Christ Church FC)
სტადიონი: რიბოკი
ტევადობა: 28 101
პრეზიდენტი: ფილ გარტსაიდი
მწვრთნელი: ოუენ კოილი
კაპიტანი: კევინ დევისი
ჩემპიონატი: პრემიერ - ლიგა
2010/11: მე-14 ადგილი
საფეხბურთო კლუბი "ბოლტონ უონდერერსი" (ინგ: Bolton Wanderers Football Club) - ინგლისის პროფესიონალური კლუბი ბოლტონიდან (დიდი მანჩესტერის საგრაფო). ითვლება თორმეტიდან ერთ-ერთ დამაარსებელ კლუბად ინგლისის ლიგისა. დღეისთვის ასპარეზობს ინგლისის პრემიერ - ლიგაში.
ადრეული ისტორია (1877–1929)
კლუბი დაარსდა საეკლესიო სკოლის მრევლის მიერ, ტომას ოგდენის მეთაურობით 1875 წელს. სახელიც შესაბამისი გახლდათ "ქრაისთ ჩერჩ" (Christ Church FC). 1877 წელს გუნდს შეეცვალა სახელი და მას შემდეგ დაერქვა "ბოლტონ უონდერერსი" (Bolton Wanderers Football Club). 11 წლის შემდეგ კი კლუბმა მიიღო მონაწილეობა ინგლისის საფეხბურთო ლიგის შექმნაში.
1894 წელს "ბოლტონმა" მიაღწია ინგლისის თასის ფინალამდე, თუმცა დამარცხდა "ნოტს ქაუნთთან", ანგარიშით 4:1, სტადიონ "გუდისონ პარკზე". 10 წლის შემდეგ მათ დაიკავეს მე-2 ადგილი, ასევე მეორე ჯერზე, დამარცხდნენ რა "მანჩესტერ სიტისთან" ანგარიშით 1:0, სტადიონ "კრისტალ პალასზე". 1904 წლის 23 აპრილს.
1923 წლის 28 აპრილს "ბოლტონმა" მესამე ცდაზე, როგორც იქნა მოიპოვა გამარჯვება ინგლისის თასის ფინალში, დაამარცხა რა "ვესტ ჰემ იუნაიტედი" ანგარიშით 2:0, უემბლის სტადიონზე.
მატჩი ასევე ცნობილია, როგორც "თეთრი ცხენის" ფინალი, რომელსაც ესწრებოდა 127 000 მაყურებელზე მეტი. ბოლტონის თავდამსხმელი დევიდ ჯეკი შევიდა ისტორიაში, როგორც პირველი გოლის ავტორი, "უემბლიზე".
XX საუკუნე1987 წელს "ბოლტონ უონდერერსი" გავარდა მე-4 დივიზიონში, თუმცა მისთვის 8 წელი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ელიტაში დაბრუნებულიყო. 1995 წელს ბრიუს რიოკის ხელმძღვანელობით "ბოლტონმა" გამარჯვება მოიპოვა პლეი ოფის ფინალში "რედინგის" წინააღმდეგ და დაბრუნდა პრემიერ - ლიგაში.
ამის შემდეგ რიოკი გადაბარგდა "არსენალში", ხოლო "ბოლტონი" ახალმა მწვრთნელმა, როი მაკფარლენდმა ჩაიბარა. რომლის გაწვრთნილი გუნდიც, პირველ დივიზიონში გავარდა.
1996-97 წლის ჩემპიონატი კლუბისთვის სარეკორდო აღმოჩნდა. გუნდმა მოიპოვა ყველაზე მეტი რაოდენობის გამარჯვება ერთ სეზონში თავისი ისტორიის მანძილზე, გაიტანა რა 100 გოლი, დააგროვა 98 ქულა და ტრიუმფალურად დაბრუნდა ინგლისური ფეხბურთის ელიტაში.

1999 წელს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა სემ ელერდაისი (ის ბოლტონის ღირსებას იცავდა 70-იან წლებში). სწორედ მის სახელს უკავშირდება "ბოლტონის" წარმატებები. "დიდი სემი" აქცენტს ასაკოვან ფეხბურთელებზე აკეთებდა; ივან კამპო, ჯეი ჯეი ოკოჩა, და სხვ.
ელერდაისმა კლუბს მოუტანა სტაბილურობა და საბოლოოდ მოაშორა აუტსაიდერის სტატუსი. მეტიც, მან "ბოლტონი" აქცია კლუბად, რომელსაც შეეძლო ინგლისური გრანდების დამარცხება, როგორიც გახლავთ "მანჩესტერ იუნაიტედი", "არსენალი", "ჩელსი" და სხვ.
XXI საუკუნე
2004 წელს "უონდერერსმა" მე-8 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა, რაც კლუბისთვის უმაღლესი მიღწევა გახლდათ უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში. სწორედ ამის შედეგად 2005-06 წლის სეზონში, პირველად თავისი ისტორიის მანძილზე, ბოლტონელებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორის საფეხბურთო ტურნირზე, "უეფას" ეგიდით. კლუბმა უეფას თასის 1/16 ფინალამდეც მიაღწია, თუმცა იქ კი უკვე ფრანგულ "მარსელთან" დამარცხდა. მალე ელერდაისი "ნიუკასლმა" მიიწვია, ხოლო "ბოლტონი" ჩაიბარა სემი ლიმ.

2007 წლის ოქტომბერში, კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდა ჰარი მეგსონი. მეგსონმა შეძლო პრემიერ - ლიგისთვის "ბოლტონი" შეენარჩუნებინა. გუნდმა დაიკავა მე-16 ადგილი. მეგსონი გახლდათ კლუბის ისტორიაში უდიდესი ტრანსფერის ინიციატორი, გადმოიბირა რა 8.2 მილიონ ფუნტად შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი იოჰან ელმანდერი.
2010 წლიდან გუნდის სათავეში დგას შოტლანდიელი ოუენ კოილი
მონაწილეობა ინგლისის თასზე:* კლუბი პირველად ინგლისის თასზე მონაწილეობდა 1881/82 წლებში.
* 1881 წლის 22 ოქტომბერს, თასის პირველი რაუნდის პირველი მატჩი "იგლის" წინააღმდეგ დასრულდა ანგარიშით 5:5. მეორე შეხვედრაში კი ბოლტონმა 1:0 გაიმარჯვა და მოიპოვა პირველი გამარჯვება თასზე და შევიდა თასის მეორე რაუნდში, რომელშიც 1881 წლის 19 ნოემბერს დამარცხდა "ბლექბერნ როვერსთან" ანგარიშით 2:6 და გამოეთიშა ასპარეზობას.
* 1882/83 წლის სეზონის პირველ რაუნდში კლუბმა სარეკორდო გამარჯვება მოიპოვა, ანგარიშით 6:1 კლუბ "ბუტლთან" და პირველად შევიდა თასის მე-3 რაუნდში, მოიპოვა რა გამარჯვება კლუბ "ლივერპულ რემბლერსთან" ანგარისით 3:0.
* 1883/84 წლის სეზონის პირველ რაუნდში კლუბმა ახალი რეკორდი დაამყარა, გაიმარჯვა 9:0 "ბოლტონ ოლიმპიკთან" და პირველად შევიდა თასის მე-4 რაუნდში, მოიპოვა რა გამარჯვება ანგარიშით 8:1 "ირუელ სპრინგსთან" (Irwell Springs).
* 1888/89 წლის სეზონში, მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის გადათამაშებაში კლუბმა გაიმეორა თავისი სარეკორდო გამარჯვება, დაამარცხა რა "ვესტ მანჩესტერი" ანგარიშით 9:0 (West Manchester).
* 1889/90 წლის მეორე რაუნდში კლუბმა დაამყარა ახალი რეკორდი, დაამარცხა "შეფილდ იუნაიტედი" ანგარიშით 13:0 და პირველად შევიდა ნახევარფინალში, გაიმარჯვა რა გასვლაზე კლუბ "ბუტლთან" ანგარიშით 7:0
* 1893/94 წლების სეზონზე კლუბი პირველად გავიდა თასის ფინალში, მოიპოვა რა გამარჯვება ნახევარფინალურ ეტაპზე "შეფილდ იუნაიტედთან", ანგარიშით 2:1. ფინალი 1894 წლის 31 მარტს გაიმართა, სტადიონ "გუდისონ პარკზე". ამ შეხვედრაში ბოლტონელებმა მარცხი იწვნიეს "ნოტს ქაუნთთან", ანგარიშით 1:4.
* 1895/96 წლებში კლუბი გავიდა თასის ნახევარფინალში, გაიმარჯვა და "ბერისთან" ანგარიშით 2:0
* 1923 წელს "ბოლტონმა" მოიგო ინგლისის თასის ფინალი, დაამარცხა "ვესტ ჰემი" ანგარიშით 2:0.
* 1926 წელს "ბოლტონმა" მოიგო ინგლისის თასის ფინალი, დაამარცხა "მანჩესტერ სიტი" ანგარიშით 1:0.
* 1929 წელს "ბოლტონმა" მოიგო ინგლისის თასის ფინალი, დაამარხრა "პორტსმუთი" ანგარიშით 2:0.
* 1958 წელს "ბოლტონმა" მოიგო ინგლისის თასის ფინალი, დაამარცხა "მანჩესტერ იუნაიტედი" ანგარიშით 2:0.
2011-2012 ტრანსფერები: მოვიდნენ: დარრენ პრეტლი(სუონსი. თავისუფალი აგენტი), ნაიჯელ რეო-ქუქერი (ასტონ-ვილლა. თავისუფალი აგენტი), ტაირონ მირსი (ბერნლი. თანხა გასაიდუმლებულია), ქრის იგლზი(ბერნლი. თანხა გასაიდუმლებულია)
წავიდნენ: ალი ალ ჰასბი (უიგანი. 4 მლნ ფუნტი), იოჰან ელმანდერი (გალათასარაი, თურქეთი), ჯოი ო'ბრაინენი (ვესტ-ჰემი), ტამირ კოენი (მაკაბი ჰაიფა , ისრაელი), ლლოიდ სამუელი, გევინ მაკკანი, დანნი უორდი(ჰადერსფილდი)
კლუბის მიღწევები:ინგლისის თასი : გამარჯვებულები: 1923, 1926, 1929, 1958
ფინალისტები: 1894, 1904, 1953
საფეხბურთო ლიგის თასი:
ფინალისტები: 1995, 2004
ინგლისის სუპერთასი:
1958
ჩემპიონები: 1908/09, 1977/78, 1996/97
მეორე ადგილი: 1899/1900, 1904/05, 1910/11, 1934/35
მესამე დივიზიონი:
ჩემპიონები: 1972/73
მეორე ადგილი: 1992/93
საფეხბურთო ლიგის ‘’ტროფი’’
გამარჯვებულები: 1989
ფინალისტები: 1986
კლუბის საუკეთესო ბომბარდირები სახელი პერიოდი გოლები1 ნეტ ლოფთჰაუსი 1946—1960 285
2 დეივიტ ჯექი 1920—1928 161
4 ჯექ მილსომ 1930-е 153
5 რეი უესთვუდი 1928—1947 144
6 ვილლი მოირ 1945—1955 134
7 ჯონ ბაირომ 1966—1976 130
8 ჰაროლდ ბლექმური 1927—1932 122
9 ნილ უოთმორი 1973—1988 121
10 ჯონ მაკგინლი 1992—1997 118

კლუბის ამჟამინდელი შემადგენლობა:
1
მკ ადამ ბოგდანი 1987
2
მც გრეტარ სტეისონი 1982
4
მც პოლ რობინსონი 1978
5
მც გარი კეიჰილი 1985
6
ნმ ფაბრის მუამბა 1988
7
ნმ კრის იგლზი 1985
8
ნმ სტიუართ ჰოლდენი 1985
9
ნმ თუნჯაი სანლი 1982
10
ნმ მარტინ პეტროვი 1979
11
ნმ რიკარდო გარდნერი 1978
12
მც ზეტ ნაით 1980
13
მკ რობერტ ლეინთონი 1990
14
თავ კევინ დევისი 1977
15
მც ტაირონ მირსი 1983
16
ნმ მარკ დევისი 1988
17
თვ ივან კლასნიჩი 1980
18
მც სემ რიქეტტსი 1981
19
ნმ ნაიჯელ რეო-ქუქერი 1984
20
თვ რობი ბლეიქ 1976
21
ნმ დარრენ პრეთლ 1985
22
მკ უისი იასკელაინენი 1975
23
ნმ შონ დევისი 1979
25
მც მარკუს ალონსო 1990
27
ნმ ლი ჩხონ იო 1988
31
მც დევიდ უითერი 1987
35
თვ ტოუპ ობადეი 1989
40
თვ ტომ ივზი 1992
Jio Wanderer & Manuelo Costa ©
This post has been edited by Jio Wanderer on 23 Aug 2011, 16:44