#31271427 · 21 May 2012, 00:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (EMBRACE_BULLSHIT @ 20 May 2012, 23:30 ) | მოკლედ მამაჩემი რომელიც გადაცდა 60 წელს ნერვიულობის ნიადაგზე მოუვიდა გულის შეტევა, დაუდგინდა იშემია,მაღალი შაქარი. გადარჩა და ეხლა გამოჯამრთელების გზაზეა უკვე მესამე თვე დაიწყო. წნევა მერყეობს 115 დან 130. როცა რამეზე ნერვიულობს, ან იძაბება წნევა 150 მდე უწევს, არის აგრესიული გულის შეტევის შემდეგ რასაც გამოხატავს კარის გაჯახუნებით როცა შემოდის და გადის სახლში. როცა მაღალი წნევა აქვს სიტყვებს გარკვევით ვერ წამოთქვამს, ანუ უნდა ველოდო როცა გარეთ ადამინს სამსახურში ამდენი სტრესი აქვს რაღაც უარყოფითი უნდა მოუვიდეს, არის დიეტაზე ალბათ ესე იქნება მთელი ცხოვრება.
თქვენი აზრით რამ შეიძლება შეუწყოს ხელის სწრაფ გამოჯანმრთელებას? |
გირჩევთ რომ ფსიქოთერაპევტს ან ფსიქოკონსულტანტს მიმართოს, ოღონდ ისეთს, რომელიც ასწავლის სომატურ თვითრეგულაციას - ანუ საკუთარი ირგანიზმის გარკვეულ დონეზე რეგულირებას - ფსიქოლოგიური ტექნიკებით, რათქმაუნდა, და არც ისე რთულია. წნევის რეგულირებაც შედის მაგაში, ვინაიდან თქვენ ხომ თქვით რომ ნერვიულობაზე უწევს წნევა, და იმ შემთხვევაში თუ საჭირო ტექნიკები ეცოდინება საკუთარი ემოციების სამართავად, წნევაც აღარ აუწევს. სხვა შემთხვევაში მუდმივად დამამშვიდებელი წამლების მიღებაა გამოსავალი და ისიც მხოლოდ სიმპტომებს მოუხსნის. მუდმივად ასეთი წამლების მიღება კი ჯანმრთელობისთვისაც მავნებელია. თან ძვირიც არ ღირს, 20-30 ლარამდე მერყეობს 1 ვიზიტის ფასი და შეიძლება 5-10 ვიზიტიც საკმარისი აღმოჩნდეს, ან შეიძლება უფრო ნაკლებიც კიდევ.
|