ზემოთ რა წერია არ ვიცი
მაგრამ მე იურისპრუდენციაში საკონსტიტუციო სამართლის შესწავლით შევედი
და პირველ რიგში ზუსტად ის ვისწავლე, რომ საერთო სასამართლოები კონკრეტულ საყოფაცხოვრებო საქმეების სამართლიანობას არჩევენ
საკონსტიტუციო სასამართლოები კი - ამათუიმ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობას
საერთო სასამართლოს არ აქვს უფლება რომელიმე მუხლზე თქვას რომ კონსტიტუციურია ან არაკონსტიტუციურია
საკონსტიტუციო სასამართლოს კი შესაბამისად უფლება არ აქვს კონკრეტული საყოფაცხოვრებო საქმე გადაწყვიტოს - მაგალითად თქვას რომ მოსარჩელეს ეკუთვნის სადაო საგანი ან კონკრეტული ბრალდებული პირი უნდა გათავისუფლდეს
საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ იმას ამბობს, რომ ესა თუ ის მუხლი არის არაკონსტიტუციური
საკონსტიტუციო სასამართლო საერთო სასამართლოს იურისდიქციაში ვერ ჩაერევა
როცა გვაქვს მოცემულობა რომელშიც კანონის ნორმა არაკონსტიტუციურადაა ცნობილი და ამ მუხლის საფუძველზე ვინმე წინასწარ პატიმრობაშია
ეს ნიშნავს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი საქმე შეასრულა - დადო დასკვნა
ამის იქით წასვლის უფლება მას არ აქვს
ახლა უნდა შეიკრიბოს კონკრეტული ბრალდებულის საქმის განმხილველი სასამართლო და თქვას - ვინაიდან და რადგანაც ის ნორმა, რომლის საფუძველზეც ბრალდებული წინასწარ პატიმრობაშია - არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, პირი გათავისუფლდეს წინასწარი პატიმრობიდან.
დაუყოვნებლივ უნდა მოხდესო თან ეს წერია.
ოღონდაც ეს დაუყოვნებლივ როგორც წესი გონივრულობის ფარგლებში განიმარტება. ანუ საერთო სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არაგონივრულად არ უნდა დააყოვნოს.
უგულავას შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში უნდა დაინიშნოს, მიიღოს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება, იმსჯელოს და გაათავისუფლოს წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირი. დაუყოვნებლივ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოსამართლე ღამის 12 საათზე უნდა წამოხტეს, გაიქცეს სასამართლოში და ეს მოქმედებები შეასრულოს

არც სასჯელაღსრულების უწყებას აქვს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოქმედების უფლება. სასჯელაღსრულება არის საერთო სასამართლოების სისტემასთან მიბმული უწყება, რომელიც მის გადაწყვეტილებებს აღასრულებს. საკონსტიტუციო სასამართლოს არანაირი ბმა არ აქვს სასჯელაღსრულებასთან და არც იმაზე მიუწვდება ხელი რომ აიძულოს ვინმეს გათავისუფლება წინასწარი პატიმრობიდან.
რამდენადაც კარგი იურისტია ბექა ბასილაია
იმდენად ვირეშმაკა და პოლიტიკურად ანგაჟირებულია პიროვნულად
ეს კი არაეთიკურობაა
იმიტომ რომ ბასილაიას გუშინდელი წიოკი იყო აბსოლუტურად არასწორი სამართლებრივად
და ეს თვითონ ბასილაიამაც კარგად იცის მაგრამ მაინც აწვება
შტატებში ასეთ ადვოკატს აუცილებლად გარიცხავდნენ ადვოკატთა ასოციაციიდან. სულ მცირე რაღაც ვადით მაინც აუკრძალავდნენ საქმიანობას - სანამ არ გაერკვეოდა ადვოკატის ეთიკის ანა-ბანაში