#31903789 · 30 Jun 2012, 03:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წილის განკარგვის წესი წესდებაში იქნება გაწერილი და მაგის მიხედვით უნდა იმოქმედოთ (ანუ მესამე პირზე გასხვისება შეიძლება მოითხოვდეს საზოგადოების თანხმობას, ან საზოგადოებას ჰქონდეს უპირატესი შესყიდვის უფლება, ან სხვა პარტნიორის სასარგებლოდ დათმობა შეიძლება არც მოითხოვდეს და სხვა). ზოგადად გასხვისება/დათმობა შეიძლებაგანხორციელდეს როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლოდ. ორივე შემთხვევაში ჩუქება იქნება თუ გაყიდვა, ფასი გონივრულ თანაფარდობაში უნდა იყოს წილის საბაზრო ღირებულებასთან (საზოგადოების აქტივების გათვალისწინებით). იმისდა მიხედვით თუ როგორ მოხდება გასვლა, დათმობით თუ გასხვისებით და რა ფასით, საგადასახადო ვალდებულებაც განსხვავებულად, ან ერთის ან მეორის მიმართ წარმოიშვება.
--------------------
მახსოვს!
|