"ბახმაროში, პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ, კინოთეატრისა და სასტუმროს მშენებლობა სადღეღამისო რეჟიმში მიმდინარეობს. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა უამრავ პრობლემაზე საუბრობს. მათი თქმით მოსაწესრიგებელია გზა, არ აქვთ ხიდი და მოსახლეობას მდინარეში ფეხით გასვლა უწევს. ოც წელზე მეტია არ აქვთ სასმელი წყალი. მაღალმთიან კურორტზე არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას, ბახმაროში პრეზიდენტის მიერ სპეციალურად მივლინებულ წარმომადგენლისგან შევეცადეთ. დავით საჯაიამ სატელეფონო საუბრისას განგვიცხადა, რომ ტყეში იმყოფებოდა და დღის განმავლობაში ვერ შეგვხვდებოდა. თუმცა, მოგვიანებით, მშენებარე კინოთეატრის ტერიტორიაზე დაბრუნდა, სადაც დაბნეულ რწმუნებულს „ინფო 9“- ის გადამღები ჯგუფი დახვდა."
http://info9.ge/?l=G&m=1000&id=955