შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორად, პოლიციის პოლკოვნიკი ვახტანგ ბოჭორიშვილი დაინიშნა.
მან ამ პოსტზე დევი ჭელიძე შეცვალა, რომელიც სავარაუდოდ მუშაობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მინისტრის მოადგილის პოსტზე გააგრძელებს.
აღნიშნული ცვლილების შესახებ განცხადება შს სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
http://internet.ge/?l=GE&m=1&sm=0&ID=6777კუდის უფროსად ლევან ქარდავა დაინიშნაშინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორად პოლკოვნიკი ლევან ქარდავა დაინიშნა.
მან ამ თანამდებობაზე დავით ახალია შეცვალა, რომელმაც პოსტი შს მინისტრად მისი ძმის, ბაჩო ახალიას დანიშვის შემდეგ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
აღნიშნული ცვლილების შესახებ განცხადება შს სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოს ირაკლი ყიფშიძე უხელმძღვანელებსშინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად ირაკლი ყიფშიძე დაინიშნა.
ირაკლი ყიფშიძე ამ დრომდე ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელობდა.
თბილისის პოლიციის უფროსის პოსტზე ყიფშიძემ გიორგი ხიზანიშვილი შეცალა.
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის პოსტზე გიორგი გეგეჭკორი თენგიზ გუნავამ შეცვალაშს სამინისტროში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ შსს-ს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის პოსტი დაიკავა პოლიციის პოლკოვნიკმა თენგიზ გუნავამ.
მან ამ თანამდებობაზე გიორგი გეგეჭკორი შეცვალა.
გიორგი გეგეჭკორი შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად ორი წლის მანძილზე მუშაობდა, მანამდე კი ის ხელმძღვანელობდა ჯერ თბილისის, შემდეგ რესპუბლიკის საპატრულო სამსახურს.
გეგეჭკორი სავარაუდოდ მუშაობას სახელმწიფო კანცელარიაში, ივანე მერაბიშვილთან გააგრძელებს.
This post has been edited by heart on 8 Jul 2012, 18:10