საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ხელი მოაწერეს "ნაციონალური მოძრაობის" საპროგრამო დოკუმენტს "ხელშეკრულება საქართველოსთან". დოკუმენტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამ ხელშეკრულებით დებს პირობას, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში: განახევრდება უმუშევრობა - აქტიურად ამუშავდება დასაქმების სამინისტრო; დარეგისტრირდება თითოეული უმუშევარი; სამუშაოს ყველა მაძიებელს ექნება სახელმწიფოს დაფინანსებით გადამზადების და ახალი კვალიფიკაციის მიღების საშუალება, მათ შორის, ახალ ტექნიკურ სასწავლებელსა და გადამზადების ცენტრებში;
ჯანდაცვის დაზღვევა ექნება ყველას - სოციალურად დაუცველთათვის, 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, პენსიონერებისთვის, პედაგოგებისთვის, დევნილებისთვის, პოლიციელებისთვის და ჯარისკაცებისთვის იქნება შესაბამისი კატეგორიის დაზღვევა; ყველა სხვა კატეგორიის მოქალაქეთათვის იქნება დაზღვევის საბაზისო პაკეტი; ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.
გაორმაგდება სოფლის მეურნეობა - ყველა სოფელში ბოლომდე მოგვარდება წყლის, გაზის და გზების პრობლემა; გაიხსნება 500-ზე მეტი ახალი სოფლის მეურნეობის საწარმო; მოირწყვება დამატებით 90,000 ჰექტარი მიწა; სოფელი მიიღებს 2000 ერთეულ ახალ ტრაქტორს; მოხდება სოფლის მეურნეობის სრული მექანიზაცია. სასოფლო-სამეურნეო მიწის 90% იქნება დამუშავებული. ყველა ოჯახი მიიღებს 1000-ლარიანი ვაუჩერს - ოჯახები თავად გადაწყვეტენ, ამ ვაუჩერით რა პრობლემა მოაგვაროს; ამ ვაუჩერით შესაძლებელია: დენის, გაზის, წყლის ან სხვა კომუნალური ხარჯების დაფარვა; მედიკამენტების და სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავება, საწვავისა და სასუქის ხარჯის გასტუმრება.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...-moatseres.html