#32483804 · 9 Aug 2012, 10:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოქალაქე გიორგიმ 1965 წელს კერძო პირისგან თბილისში, (პირობითად ივანე რუსი) იყიდა მიწის ნაკვეთი და ააშენა მასზე სახლი, რომელიც მას მერე არის დაუკანონებელი. არავითარი საბუთი, რომელიც ადასტურებს გიორგის მიერ ივანესთვის ფულის გადაცემას(არაოფიციალურ ყიდვას), შემორჩენილი არ არის. ივანე გარდაიცვალა 1967 წელს და მისი ოჯახი სავარაუდოდ რუსეთში წავიდა. ყოველ შემთხვევაში მას შემდეგ ივანეს ოჯახის შესახებ არავინ არაფერი იცის. ტექბიუროში მიწის ნაკვეთი და სახლი რეგისტრირებულია როგორც გარდაცვლილ ივანეს საკუთრება.
გიორგი გარდაიცვალა 2001 წელს, ისე რომ სახლის პრობლემა გადაუწყვეტავი დარჩა. 1965 წლიდან გიორგის იჯახი ცხოვრობს და ფაქტობრივად ფლობს აღნიშნულ სახლს ისე, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მომდავებელი არავინ გამოჩენილა. გიორგი იხდიდა (და იხდის) ყველა სახის კომუნალურ გადასახადებს, რომელიც მოცემულ მისამართზე მოდის. აგრეთვე მთელი უბანი დაადასტურებს, რომ გიორგის ოჯახი ამ სახლში ცხოვრობს 60-იანი წლებიდან.
რა მექნიზმით შეუძლია გიორგის ოჯახს ამ ქონების გადმოფორმება?
This post has been edited by toleranti on 9 Aug 2012, 11:01
--------------------
errare humanum est
|