#32543224 · 13 Aug 2012, 21:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პატრიარქი მრევლს ყოველ კვირას კონკრეტული რელიგიური წიგნის წაკითხვას დაავალებს,- ამ ახალი ტრადიციის დამკვიდრების შესახებ ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას განაცხადა და მრევლს უკვე პირველი დავალებაც მისცა.
პატრიარქის თქმით, საქართველო ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომლებიც წიგნის კითხვაში ყველაზე ბოლოს დგანან.
"ჩვენ კითხვით თავს არ ვიწუხებთ – გადართულები ვართ ინტერნეტზე და ტელევიზიაზე. ეს ყველაფერი ზედაპირულია. აუცილებელია ჩაღრმავება საკუთარ თავსა და გონებაში. ამიერიდან კვირაობით მოგცემთ დავალებას, რომ წაიკითხოთ რომელიმე კონკრეტული წიგნი. ხუთშაბათობით, 19:00 საათზე შევიკრიბებით სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში და განვიხილავთ იმ აზრსა და შინაარსს, რაც ამ წიგნშია ჩადებული. ერთი ადამიანი გააკეთებს მოხსენებას და შემდეგ იქნება განხილვა. მეც დაგესწრებით ხოლმე. ასე, რომ გინდათ თუ არა, წიგნი უნდა წაიკითხოთ", - განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქმა მრევლს ამ ეტაპზე იობ მრავალტანჯულის წიგნს წაკითხვა დაავალა.
მეთქი ჩვეულებრივი,მხატვრული ლიტერატურული წიგნის კითხვას ავალებს, თურმე რელიგიური წიგნიო :|. ნუ ეხლა, თუ პატრიარქი გვავალებს ეხლა უნდა წავიკითხოთ აბა რა.ვინც დავალებას კარგად შეასრულებს ერთი ნაბიჯით წინ წაიწევს სამოთხისკენ?არა, ჩათვლას მიიღებს პატრიარქისგან...ჰმმ..'კარცერ ლუქსის' გაკეთებას აპირებს . კაი იქნებოდა, თუ მარტო რელიგიურ წიგნებს არ წააკითხებდა...
This post has been edited by tatuline on 13 Aug 2012, 21:48
--------------------
''whoever saves one life, saves the world entire''.
|