#38005794 · 14 Sep 2013, 11:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კონსესუსური რეალობა - ეს არის ზოგადად დადგენილი შეხედულება იმის შესახებ რა არის რეალობა და ის ემყარება კონსესუსურ ხედვას.
ეს საკითხი თავისთავად ბადებს სირთულეებს - ვინაიდან ადამიანთა მოდგმას ფაქტიურად არ ესმის ცოდნის ბუნება და ვერ თანხმდება მის ერთ კონკრეტულ ფორმაზე , აქედან გამომდინარე შეუძლებელია ეჭვგარეშე დარწმუნებული ვიყოთ იმაში - თუ რა არის რეალობა. შესაბამისად , ლოგიკიდან გამომდინარე , ჩვენ ფაქტიურად არ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ რეალობის ბუნების სისწორეში. თუმცაღა , ჩვენ შეგვიძლია მოვძებნოთ კონსესუსი სხვებთან , თუ რა არის რეალური და გამოვიყენოთ ის , როგორც პრაგმატული გზამკვლევი , ამ სწორი ვარაუდი ვარგისი რეალობის შესახებ , უბრალოდ იმიტომ რომ ეს მოცემულ ალტერნატივებს შორის ყველაზე პრაქტიკულია. კონსესუსური რეალობა ძირითადად ეყრდნობა რეალობის გარშემო შექმნილ , შეთანხმებულ კონცეპტებს რომლებსაც ამ სამყაროს ადამიანები - სხვადასხვა კულტურული და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ერთობლივად თვლიან რეალობად (ან რეალობის მსგავსად ეპყრობიან); ნებისმიერი ინდივიდუალი რომელიც ამ კონსესუსებს არ ეთანხმება "შერყეულად... სხვა პლანეტიდან მოსულად" აღიქმება.
ისტორიაში ამან წამოჭრა სოციალური საკითხი: ' რა ვუქნათ მათ ვინც არ ეთანხმება დანარჩენების ან იმ საზოგადოების კონსესუსურ რეალობას რომელშიც ცხოვრობენ?"
ბავშვებს ხანდახან აღიქვამენ ან განიხილავენ როგორც " კონსესუსური რეალობის გამოცდილების არ მქონე ინდივიდებს" და ელიან რომ ისინი სწორ ხაზზე დადგებიან როდესაც გაიზრდებიან. თუმცაღა , პასუხი მათთვის , ვისაც ხშირად მოიხსენიებენ ექსცენტრიკებად , გონებრივად დაავადებულებად , გასხივოსნებულად ან შთაგონებულად , ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ "ობიექტურად მოაზროვნეებად" ბევრად დივერსიულია. შემეცნებითი თავისუფლება ინდივიდუალის ცნობიერების გზამკვლევია და ძირეულად ეწინააღმდეგება სახალხოდ მიღებული რეალობის აღსრულებას ნონ-კონფორმისტული ინდივიდუალების შემთხვევაში. დაბალი შემეცნებითი თავისუფლების ეფექტები ვარირებს ინდიფერენტულობიდან იძულებით მედიკაციამდე , სოციალურ გაუცხოებამდე და რიგ შემთხვევებში პატიმრობამდე ან სიკვდილით დასჯამდე.
(თარგმანი ვიკიპედიიდან)
დააფიქსირეთ თქვენი აზრი. რამდენად სწორია კონსესუსური რეალობა , ზღუდავს თუ არა ადამიანის როგორც ინდივიდის უფლებებს , ზოგადად კაცობრიობის განვითარებას , რა დადებით და უარყოფით მხარეებს ხედავთ მასში და ა.შ. საინტერესო საკითხია და ვიმსჯელოთ მის გარშემო.
--------------------
“All photographs are memento mori. To take a photograph is to participate in another person’s (or thing’s) mortality, vulnerability, mutability. Precisely by slicing out this moment and freezing it, all photographs testify to time’s relentless melt.” ― Susan Sontag
|