რამდენს ვუთხარი უკვე და ყველა უყრუებს კაცო...
ბიძინა არის დამქირავებელი, ბენდუქიძე დაქირავებული. განსხვავება თვალნათელია, პირველ რიგში მასშტაბებში და შესაბამისად მათ ფუნქციებსა და დამოუკიდებლობის ხარისხშიც.

ბენდუქიძე ყოველთვის იყო სხვადასხვა კომპანიის ან დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ან სხვა მსგავს თანამდებობებზე, რომელთა ძირითადი მეწილე რუსეთის სახელმწიფო იყო. მათ შორის ატომური ენერგიის მწარმოებელ კომპანიებში და ჩეჩნეთში ნავთობის დისტრიბუტორებში...

მას ყველგან სიმბოლური წილი ქონდა.
ბიძინა ივანიშვილი იყო ყველა თავისი კომპანიის დამფუძნებელი და საკონტროლო პაკეტის მფლობელი.
ბენდუქიძემ ფული იშოვა გამზადებული, გაზამოწმენდილი კომპანიების მართვით. ყოველთვის იმ დროს და ისეთი კომპანიების მმართველად ინიშნებოდა, რისი ბუმიც იყო. ივანიშვილმა ფული იშოვა გრძელვადიანი ინვესტიციებით, ყიდულობდა კაპიკებში კომპანიებს, რომლებიც არამომგებიანი იყო, ახდენდა მათ რეკაპიტალიზაციას და შემდომში როგორც კი მასზე მოთხოვნა პიკს მიაღწევდა - ყიდდა.
ვისაც კიდევ ჰგონია, რომ ადამიანის თავისუფლების, დამოუკიდებლობის და მოქმედების ხარისხი პირდაპირპროპორციული არ არის მის ფინანსებთან, მას ცხოვრება არ ესმის. რაც უფრო მეტი ფული აქვს ადამიანს, მით ნაკლებია მისი ვინმესადმი დამოკიდებულება და ვალდებულება, მითუმეტეს როცა ეს ფული შენ არ მიგიცია და თავისით იშოვა.

შენ შეგიძლია ზარალას, ტილიკას, უგულავას და მსგავსებს აშოვნინო 2-2 მილიონი და შემდეგ მუდმივად გყავდეს მიბმული კალთაზე იმ პირობით, რომ თუ შენთან იქნება ეს 2 ხვალ 4-ად ექცევა და თუ წასვლას მოინდომებს იმ 2-საც დაკარგავს და თავსაც, მაგრამ ვიღაცას, სიტყვაზე ლევანა ვასაძეს ნოდარას ვერ მოსჭამ ძირში, ვერ დაივალდებულებ ვერაფრით.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey