სტუდენტური პროტესტი, რომელიც რამდენიმე საათის წინ დაიგეგმა Facebook-ზე ხვალ გეგმავს აქციას და მსვლელობას. ორგანიზატორები მკაცრად აკონკრეტებენ რომ აპოლიტიკურია და ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული.
ხვალ ვიკრიბებით თსუ-ს პირველ კორპუსთან 3 საათზე, საიდანაც 4საათზე ვიწყებთ სტუდენტურ მსვლელობას ვაჟასკენ სადაც მდებარეობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. აქცია აპარტიულია და არ ემსახურება არც ერთი პარტიის ინტერესებს! ვინც წამოხვალთ და ვისაც შეგიძლიათ ძალიან გთხოვთ წამოიღოთ სასტვენები
http://www.facebook.com/events/184733968318178/პ.ს. მეც ვეთანხმები რომ უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე, მიუხედავად იმისა, ჩემი პოლიტიკური სიმპათიის იქნება თუ არა დამნაშავე. ვინც გინდა იყოს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ აქვე ვაცხადებ, არა ისეთივე მეთოდებით, როგორითაც ეს "სამართალდამცავები" სჯიან პატიმრებს!