#33113974 · 22 Sep 2012, 11:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თანაფორუმელებს და საქართველოს მოსახლეობას ყოველთვის, ქონდა და აქვს სიმპატიები, ზოგს რუსეთის, ზოგს ამერიკის. ამის გამო გაცხარებული პოლემიკებია და სხვადასხვა თემები იხსნება აქ. ჩემი აზრით ქვეყნის კურსის არჩევა უნდა მოხდეს რეფერენდუმის მიხედვით, რაც თავის მხრივ სამომავლოდ აგვარიდებს ისეთ საუბრებს, როგორიცაა: "მიშას რომ პრო ამერიკული კურსი არ აეღო ომი არ იქნებოდა...", "ბიძინა რუსეთის აგენტია..." და ა.შ.
რეფერენდუმი მოგვცემს საშუალებას ხალხს, თვითონ განვსაზღვროთ ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების გზა. ასევე რეფერენდუმის შედეგები ყოველთვის იქნება დამატებითი მიმნიშნებელი მთავრობისთვის, რომ მათ ხალხის მიერ არჩეულ გზას არ უნდა გადაუხვიონ და თავიანთი საგარეო და საშინაო პოლიტიკა გაატარონ ხალხის ინტერესების მიხედვით და არა იმის მიხედვით, რომ პეტრე ამერიკის კაცია, პავლე ევროპის და ივანე რუსეთის.
კომენტარები თქვენთვის მომინდვია, გთხოვთ გამოკითხვაში ყველამ მიიღოთ მონაწილეობა * * * მავანნი რომ იძახით რუსეთი ასე, რუსეთი ისეო, მტერი 40 კმ ში დგასო და ასე შემდეგ... რატომ არ უნდა გაწყობდეთ რეფერენდუმის ჩატარება? ვოვა ბიძიამ ხომ თქვა ქართველ ხალხს არ ვერჩი მთავრობა ყავთ პრო ამერიკულიო, ხალხი უნდა დავიცვაო და ამდაგვარი რაღაცეები? რეფერენდუმის ჩატარების მერე, არცერთ გარეშე ძალას არ ექნება საბაბად გამოიყენოს -"ხალხის ნების საწინააღმდეგოდ" მართვა, დააბრალოს მიშას აგვისტოს ომის დაწყება, და ნათელი იქნება ქართველი ხალხის არჩეული - საქართველოს პრო"რაღაც"გზა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.
--------------------
ANIMUS LIBERUM მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი და შენ?
18 დეკემბერი -- 23 დეკემბერი ,,შეიარაღებულია და ძალზედ საშიში''. მშვილდოსანის სიზუსტე, ენერგიულობა,გამრავლებული თხის რქის პატივმოყვარეობაზე და შრომისუნარიანობა გვაძლევს განსაკუთრებით ნებისყოფიან და მიზანსწრაფულ პიროვნებას.
|