
მილანური დერბი, იგივე ”დერბი დელა მადონინა”, თანაქალაქელი კლუბების მილანისა და ინტერის დაპირისპირებას ეწოდება. ამ ორი გუნდის შეხვედრა მსოფლიო ფეხბურთში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მილანი და ინტერი ერთ სტადიონზე, სან სიროზე, თამაშობენ და შესაბამისად დერბიც ყოველთვის ამ არენაზე იმართება. ეს ფაქტორი მეტ ინტრიგას სძენს და გამოარჩევს კიდეც სხვა ცნობილი დერბებისგან. მილანური კლუბები გარდა სერია ა-სი, ერთმანეთს იტალიის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზეც შეხვედრიან.
ამ გუნდების დაპირისპირებას ”დერბი დელა მადონინა” ვირჯინ მერის ქანდაკების გამო ეწოდა. ეს მონუმენტი მილანის გარეუბანში იდგა და მას მადონინას ეძახდნენ.
დერბის დასაწყისი1899 წელს ინგლისელმა ალფრედ ედვარდსმა შექმნა კლუბი რომელსაც ”მილანის კრიკეტისა და ფეხბურთის” გუნდი უწოდა. 9 წლის განმავლობაში ეს ერთადერთი კლუბი იყო ქალაქში, 1908 წელს კი უცხოელი ფეხბურთელები გამოეყვნენ და შექმნეს ”ინტერნაციონალე”, რომელსაც ახლა შემოკლებით ინტერს უწოდებენ. ამ ორი კლუბის დაპირისპირებაც სწორედ იმ დღიდან დაიწყო.
სათამაშო მოედანზე მილანი და ინტერი პირველად 1908 წელს შეხვდნენ. პირველი დერბი შვეიცარიის ქალაქ კიასოში გაიმართა. მილანური კლუბები ერთმანეთს ქალაქის თასსზე დაუპირისპირდნენ. მაშინ შავწითლებმა 2:1 მოუგეს ახლადშექმნილ გუნდს.
ერთი წლის შემდეგ კი მილანელები უკვე იტალიის ჩემპიონატზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამ შეხვედრაშიც როსონერიმ იმარჯვა - 3:2
იტალიის ჩემპიონატი 1929 წელს დაიწყო და სერია ა-ში პირველი ”დერბი დელა მადონინა” იმავე წლის 10 ნოემბერს შედგა. მილანელმა ვისენტინიმ მე-6 წუთზე გახსნა ანგარიში, სამ წუთში ტანსინიმ გაათანაბრა, მე-60 წუთზე კი ინტერის ლეგენდამ ჯუზეპე მეაცამ ბოლო გოლი გაიტანა და ნერაძურიმ 2:1 მოიგო.
მას შემდეგ მილანისა და ინტერის დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევს, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტურნირზე შეხვდნებიან და ვინ როგორ ფორმაშია, სატურნირო ცხრილში რომელი ადგილი უკავიათ. თითოეული ფეხბურთელი პრინციპულ შეხვედრას ატარებს და ყველა ბოლომდე იხარჯება.
60-იანი წლები60-იან წლებში ახალი ეტაპი დაიწტო მადონინას ისტორიაში. იმ დროს ინტერის შემადგენლობაში მაცოლა ბრწყინავდა. მილანში კი ოქროს ბიჭუნად წოდებული ჯანი რივერა. ამ ორ ფეხბურთელს შორის დაპირისპირება ყოველთვის არსებობდა. იტალიის ნაკრების შემადგენლობაშიც კი მოედანზე ერთად არასდროს გამოჩენილან. ერთ თამაშს ერთი ატარებდა, მეორეს - მეორე, ან ერთმანეთს ცვლიდნენ. ამიტომაც მილანურმა დერბიმ დამატებითი ინტრიგა შეიძინა. იმ პერიოდში არაერთი შესანიშნავი მატჩი გაიმართა ამ ორი გუნდის მონაწილეობით. 1962-1963 წლების სეზონში მილანმა ჩემპიონთა თასი მოიგო, 1967 წელს იტალიის თასი, მომდევნო წელს სერია ა, შემდეგ თასების მფლობელათა თასი, 1969 წელს კი კვლავ ჩემპიონთა თასი. ინტერმა ეს პერიოდი არანაკლებ შთამბეჭდავად ჩაატარა, 1962–63; 1964–65; 1965–66 წლებში გუნდმა სერია ა მოიგო, 1963-64 და 1964-65 წლებში ზედიზედ იზეიმა ჩამპიონთა თასზე გამარჯვება, ამავე წლებში შავლურჯებმა საკონტინენტთაშორისო თასიც აღმართეს. ასე რომ სამოციან წლებში მილანური გრანდები მსოფლიოს საფეხბურთო მწვერვალებზე იყვნენ.
90-იანი წლებიდერბი დელა მადონინამ განსაკუთრებული ინტერესი 90- იან წლებში შეიძინა. მაშინ მილანში ჰოლანდიური ტრიო , ფრანკ რაიკაარდი, მარკო ვან ბასტენი და რუუდ გულიტი, შესანიშნავ სეზონს ატარებდა, ინტერში კი გერმანელები - ლოთარ მათეუსი, ანდრეას ბრემე და იურგენ კლინსმანი ბრწყინავდნენ. მიუხედავად ამისა, ინტერი მხოლოდ ერთი სკუდეტოს დაეუფლა 1989 წელს, მილანმა კი 1988 წლიდან 1994 წლმადე ყველა ტიტული მოიგო, თან არაერთხელ.
1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდია და გერმანია სან სიროზე შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ბევრი ამ მატჩს მილანურ დერბადაც მოიხსენიებდა, რადგან ზემოთხსენებული ფეხბურთელების დაპირისპირება საყოველთაო ინტერესს იწვევდა. მაშინ გერმანიამ 2:1 მოიგო ინტერელების გოლების წყალობით.
როსონერი ტიტულების მოგებას განაგრძობდა, ინტერმა კი 1989 წლის შემდეგ პირველი სკუდეტო 2006 წელს მიიღო, მას შედეგ, რაც ცნობილი სკანდალის შემდეგ იუვენტუსი სერია ბ-ში დააქვეითს, ეს ჯილდო ჩამოართვეს და ნერაძურის გადასცეს.
სკანდალური დერბი 
ყველაზე ცნობილი დერბი ევროთასების სტატუსით გაიმართა. 2005 წლის 12 აპრილს მილანი და ინტერი ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში სან სიროზე შეხვდნენ. პირველი მატჩი მილანს ჰქონდა მოგებული 2:0, საპასუხო შეხვედრაშიც ანგარიში მილანელმა ანდრეი შევჩენკომ გახსნა, მეორე ტაიმში ესტებან კამბიასომ გაათანაბრა. თუმცა გერმანელმა მსაჯმა მარკუს მერკმა გატანილი გოლი არ ჩათვალა და უხეში თამაშისთვის არგენტინელი გააფრთხილა კიდეც, რამაც ინტერის გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია და მინდორზე ათასგვარი ნივთის სროლა დაიწყეს. ანთებული მაშხალები კი მილანის მეკარე დიდას მოხვდა თავში. მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და აბიატიმ შეცვალა.
ნახევარი საათის შემდეგ ფეხბურთელები კვლად დადგნენ ერთმანეთის პირისპირ თამაშის გასაგრძელებად. მაგრამ მატჩი მაინც ვერ დასრულდა, ინტერის გულშემატკივრებმა კვლავ დაიწყრს ნივთების სროლა, მერკმა კი თამაში საბოლოოდ შეწყვიტა. დიდამ პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღო, თუმცა არც ერთი მატჩის გამოტოვრება არ დასჭირვებია.
საქმე უეფას სადისციპლინო კომისიას გადაეცა. მათ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღეს, უეფას ისტორიაში ინტერი ყველაზე დიდი რაოდენოიბის თანხით - 200 ათასი ევროთი დააჯარიმეს. გარდა ამისა, ნერაძურის 0:3 წაგება ჩაეთვალა და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო 4 საშინაო მატჩის ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარება დაევალა. ორი მატჩის ჯამში მილანმა 5:0 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.
ბევრი გატანილი გოლი1949 - ინტერი 6-5 მილანი
1969 - მილანი 6-4 ინტერი
1911 - მილანი 6-3 ინტერი
1918 - მილანი 8-1 ინტერი
1932 - ინტერი 5-4 მილანი
1949 - ინტერი 4-4 მილანი
1960 - მილანი 5-3 ინტერი
1914 - ინტერი 5-2 მილანი
1919 - ინტერი 2-5 მილანი
1965 - ინტერი 5-2 მილანი
2001 - ინტერი 0-6 მილანი
2006 - მილანი 3-4 ინტერი
2009 - მილანი 0-4 ინტერი
2011 - მილანი 3-0 ინტერი
2012 ინტერი 4-2 მილანი
ბოლო ოფიციალური მატჩები
ბომბარდირები
წყარო :
wikipedia.org