ეს თემა გავხსენი იმიტომ, რომ ბევრი იუზერი ისეთ თემებში შედის სადაც ავღანეთში გარდაცვლილ სამხედროებზე იდება ინფორმაციები და იქ მწუხარებას მწუხარებაზე გამოხატავენ და არიან ერთ ამბავში ხოლო სხვადასხვა თემებში იმაზე საუბრობენ თუ რა უმნიშვნელო ბრალდებით დაუჭერიათ კალანდაძე, შამათავა და ახალაია. რომ სამხედროების შეურაცხყოფა ეს არაა მძიმე დანაშაული და რა დიდი ამბავია თურმე.
ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად თემას.
ნაციონალებმა და ლიბერასტებმა ამ 9 წლის განმავლობაში ისე გამოურეცხეს ნაბიჯ ნაბიჯ საქართველოს მოსახლეობას ტვინი, რომ თითქმის იმედი აღარ მოქნდა, თუ როდისმე ეს ტვინ გამორეცხილები შეძლებდნენ კვლავ დამოუკიდებლად აზროვნებას და თეთრის შავისგან განსხვავებას. ამ 9 წელიწადში ნაცებმა უსერიოზულესი ცვლილებები მოახდინეს ადამიანების ქვეცნობიერში და საინფორმაციოების საშვალებით ადამიანს მთლიანად დააკარგვინეს აზროვნების საშვალება, ეს კეთდებოდა მიზანმიმართულად, ნაბიჯნაბიჯ, დიდი სიფრთხილით, წინასწარი გათვლებით, რაზეც იხარჯებოდა უამრავი თანხები. საბოლოო ჯამში ქვეყნის დიდ მოსახლეობას დააკარგვინეს ადეკვატურობა და მათ დააჯერეს რომ შავი თეთრია და თეთრი შავია. ეს შთაგონება იყო ისეთი ძლიერი და ეფექტური, რომ მისი დამსხვრევა და ამ ხალხის კვლავ უკან მობრუნება იყო თითქმის წარმოუდგენელი ამბავი.
მაგრამ აქ გვევლინება თუთბერიძე თავის თანამოაზრეებთან ერთად და იწყებს ხალხის გამოფხიზლებას. მისი გამოსვლები ამ ბოლო ამბებთან დაკავშირებით, იმდენად ამაზრზენი აღმოჩნდა, რომ ამ 9 წლის მანძილზე ტვინგამორეცხილ ხალხს კვლავ დაუბრუნა გონება და აზროვნების საშვალება. ამ გამოსვლებიტ კვლავ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, როგორც იყო 9 წლის წინ. ანუ იქით იაღოველები და მცირე ჯგუფი თუთბერიძეების მეთაურობით და აქეთ მთელი საქართველო. თუ ამ 9 წლის განმავლობაში ცდილობდნენ და აჯერებდნენ რომ ლიბერალიზმი არის წითელი ვარდი, ხალხზე ზრუნვა, ტოლერანტობა, და ასე შემდეგ, ამიერიდან ლიბერასტები ასოცირდებიან ახალაიასთან და ცოცხთან.
ვარდების რევოლუციის სიმბოლო, რომელიც იყო წითელი ვარდი, რამაც მოაჯადოვა და გააბრუვა მთელი საქართველო, დღეს ეს წყევლა მოიხსნა და ეს წითელი ვარდი გადაიქცა ცოცხად, რაც თავიდანვე ცოცხი იყო და გაბრუებულ ხალხს ვარდი ეგონა.
აი ამისთვის ვუხდი დიდ მადლობას თუთბერიძეს, მან ნამდვილად შეძლო ის რისი იმედიც მე პირადად აღარც მქონდა. მან და მისმა თანამოაზრეებმა ეს ნამდვილად შეძლეს და 9 წლიანი მოჯადოებისგან მთლიანად გაანთავისუფლეს ხალხი. ტყვილა არაა ნათქვამი, 'ზოგი ჭირი მარგებელიაო" . კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. თქვენ შეძელით შეუძლებელი. ამ ყველაფერს მართლა ნიჭი უნდა.