გამარჯობათ!

მოკლედ ესეთი რამე შემემთხვა...
ამ ზაფხულს დასასვენებლად ვიყავი საბერძნეთში და გავიცანი რუსი გოგო. მე 25ვარ ის 20ის. საკმაოდ დავვახლოვდით, სულ ერთად ვატარებდით დროს და იმ დროის მცირე მონაკვეთში გამოვიდა ისე რომ შემიყვარდა... თავი დავკარგე რასაც ქვია. ცხოვრებაში პირველად ..

ვუთხარი კიდევაც, რაზეც მან გამცა პასუხი რომ სიყვარულით არ ვუყვარდი მაგრამ გრძნობა ქონდა და არ აღვივებდა ამ გრძნობას იმიტომ რომ მისი თქმით ეშინოდა რომ შევყვარებოდი და შორს რომ ვცხოვრობდით ერთმანეთისაგან. ასევე მომიყვა რომ 1 წლის წინ ბიჭი უყვარდა, იმან მიატოვა და კაი ხანი დეპრესიები ქონდა და მითხრა რომ წარსული ჯერ კიდევ თავს მახსენებს ხანდახანო და იმის მერე მიჭირს გახსნა ადამიანებთანო, ფრთხილი ვარ ურთიერთობებშიო....
შემდეგ ჩამოვედი თბილისში, ინტერნეტით მიმოწერა გვქონდა. ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი. მოკლედ სექტემბერში ჩავაკითხე რუსეთში და 10 დღე მოსკოვში ვიყავით ერთად.
2 კვირის წინ მივწერე რომ საახალწლოდ ჩამოსვლას ვაპირებდი და მითხრა რომ არ მეჩქარა ბილეთების აღება, რომ ვკითხე რა ხდება თქო მომწერა რომ უჭირდა ამის თქმა და რომ არ ქონდა ჩემდამი გრძნობა და სავარაუდოდ არც ექნებოდა და რომ ვერ ხედავდა ჩვენს მომავალს ერთად.... გავგიჟდი ცვეტში გოგოს გამო ლამის ფეხით ჩავედი მოსკოვში თავზე ვყვებოდი იმენა და კაროჩე.. 10000 რამე ვიფიქრე და მივწერე კიდევაც. მოსკოვის მერე სიცივეს კი ვგრძნობდი ოდნავ მისი მხრიდან მარა ამას არ მოველოდი. ვიფიქრე ის ბიჭი ხომ არ შეურიგდა თქო და რავი 1000 რაღაც.
ცხოვრებაში პირველად მომივიდა ესე საშინელებაა იმენა მტერს არ ვუსურვებ ცალმხრივად ესეთ სიყვარულს. ეგ გოგო ყველაფერი იყო ჩემთვის აი ყველაფერზე წამსლველი ვიყავი მართლა..
მინდა რომ აღარ ვიფიქრო მასზე და მაინც რომ ვფიქრობ. ის როჟა არ ვარ რომ ჩავიკეტო სახლში და რამე. აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ და დაკავებული ვარ ჩემი საქმით. მაგრამ მაინც მახსენებს თავს ))) განსაკუთრებით საღამოობით არ ვიცი რატო..
მოკლედ რა მაინტერესებს:

ვინმემ ხომ არ იცით თეორიულად არ პრაქტიკულად თუ ქონია მსგავსი შემთხვევა - რამდენ ხანში შეიძლება რომ დავივიწყოოოოო !!!!

აი მთელი გულით მინდა რომ ჩემთვისაც ჩვეულებრივი ადამიანი იყოს და ეს გრძნობა წავიდეს.