გამიკვირდა ამ ფილმზე რომ არ იყო თემა, ან მე ვერ მოვძებნე სათანადოთ ))
რამოდენიმე დღის წინ ვუყურე კიდევ ერთხელ და მივხდი რომ ეს ფილმი იმ კატეგორიიდანაა ყოველი ყურების შემდეგ სულ უფრო და უფრო რომ მოგწონს.. მითუმეტეს იმ კატეგორიისთვის ვისაც უყვარს 90's ჰოლივუდი...
აქ არის ყველაფერი რაც იმ პერიოდის ფილმებს ახასიათებს და დამეთანმხებით ალბათ არის ძალიან მაღალ დონეზე..
პირველი ტარანტინოს ( ვინც ტარანტინოს ფანები ხართ და არ გაქვთ ნანახი ეს ფილმი ჩათვალეთ რომ 'მასთ სიი' ფილმია ) სცენარი, რომელიც მან 50 000 ათასად გაყიდა რათა მაგ ფულით თავისი პირველი ფილმი - 'Reservoir dogs' გადაეღო.. ფილმი ტონი სკოტმა იყიდა და ცოტა შეცვალა სცენარი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ არც ისე ცუდად გამოუვიდა.. ტარანტინომ თქვა ერთხელ, რომ ტონის დასასრული აშკარად ჯობდა ჩემსასო.. რაც მთავარია ფილმში არ დაიკარგა ტარანტინოს ეპიკური დიალოგები ))
უოკენის და ხოპერის დიალოგი სიცილიელებზე თვითონ ტარანტინოსვე მიაჩნია თავის საუკეთესო დიალოგად.. კაკ რაზ 'ინგლორიას ბასთერდის' პრემიერაზე აღნიშნა ))
ტარანტინოს გავლენის გარდა რაც პირველი გვხდება თვალში ჯერ სანამ ფილმის ყურებას დაიწყებ არის უგენიალურისე კასტინგი.. მეგა კასტინგი, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ჰოლივუდის ისტორიაში..
კრისტიან სლეიტერი, გერი ოლდმენი, კრისტოფერ უოკენი, ველ კილმერი, ბრედ პიტი, სემუელ ჯექსონი, დენის ჰოპერი, პატრიცია არკეტი, ჯეიმს განდოლფინი, კრის პენი, ტომ საიზმორი, კონჩიტა ფერელი ..
ფილმი ელვისის მონოლოგებით და სონი ჩიბას ფილმებით იწყება.. ნუ ელვისი 'სტარაია დობრაია ' თემაა )) აი სონი ჩიბა კი ... მორიდებული და ფრიად უცნაური სლეიტერი აფანატებს სონი ჩიბაზე.. თუ ცხოვრებაში შეიძლება გადაეყარო მოპირდაპირე სქესის ადამიანს , რომელსაც შენ დარად მოსწონს იგივე მუსიკოსი, იგივე მწერალი, მხატვარი რაც შენ.. გიყვართ ერთნაირი კერძები, ორივეს გიყვართ მარცხენა მხარეს წოლა და ეტც.. ეგ ბუნებრივია... მაგრამ მართლა ძნელია იპოვო გოგო რომელსაც უყვარს ფილმები კონგფუზე და სონი ჩიბა

ვინაიდან სცენარი ტარანტინოსია თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოტ რომ ფილმის 'მუღამია' გაატარო დარცენილი ცხოვრება ადამიანთან ვისაც შენნაირად შეუძლია სონი ჩიბას ფილმების ყურება )))
ზუსტად ასეთი მანდილოსანი ( არკეტი ) სრულიად ' შემთხვევით' გადააქცევს კოკა-კოლის ქილას და ბატუბუტს სლეიტერს... როგორც მერე არმოჩნდება ის უბრალოდ გოგონა გამოძახებითაა და არა მეძავი და ეს მნიშვნელოვანია

რომელიც სლეიტერის უფროსმა დაიქირავა რათა კრისტიანის დაბ.დრეზე საჩუქარი გაეკეთებინა და ცოტა გაელამაზებინა მისი უცნაური ცხოვრება ... რა ტქმა უნდა ჰოლივუის საუკეთესო ტრადიციებში მათ უყვვარდებათ ერთურთი და ისინი ეგრევე ქორწილდებიან.. მაგრამ სლეიტერი ხვდება, რომ ამ გოგოს წარსული ცხოვრება აუცილებლად იჩენს თავს მომავალში ... ამიტომ ის არკეტის სუწინიორთან ( გერი ოლდმენთან) მიდის 'ყველაფრის გასაიასნებლად' რის შედეგადაც მას სრულიად შემთხვევით 200 000 დოლარის საფასურის კოკაინით სავსე ჩემოდანი ხვდა წილად .. კითხვები ზედმეტია ამ შემთხვევაში თუ სად უნდა გაასაღო ამდენი კოკაინი რა თქმა უნდა - გალივუდ, გორად ანგელოვ , კალიFორნია

მაგრამ როგორც ხდება ხოლმე კოკაინი არაა ოლდმენის, სუწინიორობის გარდა ის ბარიგაცაა .. საქმეში უკვე სიცილიური მაფია ერთვება თავისი საუკეთესო წარმომადგენლებით - კრისტოფერ უოკენით და განდალფინით.. ისინი კვალ და კვალ მისდევენ ახალგაზრდა ავანწიურისტებს.. მაგრამ მანამდე! მანამდე არის ფილმის ალბათ საუკეთესო სცენა, დიალოგი.. როდესაც უოკენი , სლეიტერის მამასთან - ჰოპერთან, ძველ პოლიციელთან მიდის რათა გაიგოს ქურდების ადგილმდებარეობა...
სლეიტერი და ალაბამა , ასე ქვია არკეტის გმირს, პოულობენ საჭირო ადამიანს ვინც კოკაინის სანაცვლოდ მათ უყოყმანოდ აძლევს 200 000 დოლარს.. მაგრამ ტარანტინო რისი ტარანტინოა

ბუნებრივია გარიგების ადგილი გაიგო პოლიციამაც, სიცილიელებმაც და ბრედ პიტმაც, რომელსაც ყველაზე მაგარი როლი აქვს ამ ფილმში

რაც ხდება შემდგომ საკუტარ ფანტაზიას მიანდეთ ან უფრო მარტივად მიუდექით და უბრალოდ უყურეთ ))
+ ამას დაუმატეთ ის ფაქტი, რომ ეს მსახიობები მაყურებლის თვალისთვის სრულიად სხვანაირ პერსონაჟებს თამაშობენ.. ბრედ პიტი - ნარკამანი, ნიჰილისტი რომელსაც ვაბშე ყველაფერი ფეხზე კიდია, სულ მოწეული და თითქმის არცერთ ეპიზოდში არ დგება საკუთარი ტახტიდან ))
გარი ოლდმენი - დრედებიანი და შრამიანი სუწინიორი, ბარიგა ლეოპარდის ხალათში.. ერთი სიტყვიტ 'თეთრი ზანგი'...
ველ კილმერი - ელვისი
სამუელ ჯექსონიც ნარკამანი .. ყველაფერი იდეალურადაა შეზავებული..
საბოლო ჯამში გამოდის ექშენ-დრაივ-ავანწუირულ-კომედიური ჰოლივუდური ფილმი.
მოკლედ 90იანი წლების ჰოლივუდის თაყვანისმცემლებისთვის )))
«Сценарии – как подружки. „True Romance“ — моя старая подружка, с которой мы так и не поженились». Квентин Тарантино
http://allmovies.ge/ge/#movie/AHDJH ალაბამა
This post has been edited by Andro_forza juve on 20 May 2011, 20:33
მიმაგრებული სურათი
Liberté, égalité, fraternité...