
უახლოეს მომავალში, ''იბერია სტარი" გამოაცხადებს სინჯებს 14 დან 21 წლამდე ასაკის მოთამაშეებისთვის.
შერჩევას გაუძღვება კლუბის მთავარი მწვრთნელი, ბრაზილიელი, სერჟიო ბენატი.სინჯები ჩატარდება სპორტკომპლექს ''არენაში''. ზუსტი თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
მსურველებმა მოგვწეროთ ჩვენს ელ.ფოსტაზე marketing@iberiastars.ge თქვენი სახელი, გვარი, დაბ. თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)მოირგე ''იბერია სტარის'' მაისური
პატივისცემით,
კლუბის ადმინისტრაცია
პ.ს. ბევრისგან გვესმის ფრაზა, "ბრაზილიური გუნდი" და ა.შ. კლუბის ხელმძღვანელობას აქამდეც, არაერთხელ გამოუთქვამს მზადყოფნა ქართველი ნიჭიერი ფეხბურთელების მიღებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კლუბმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა რომ ჩაეტარებინა რამდენიმე დღიანი სინჯები ქართველებისთვის,... მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს თუ ვინ გამოადგება იბერია სტარს სამომავლოდ და ვინ იმსახურებს კლუბში დარჩენას...
პ.პ.ს.გასაგებია რომ თემის პათოსი არ იზიარებს ფორუმზე თემის გახსნის წესებს...მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს იდეა ყოველმხრივ მისასალმებელია და შესაძლოა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ გამხდარიყო. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე თემის გახსნა და მე მგონი რამდენიმე დღე არაფერს დააშავებს თუ აქ დაიკავებს ადგილს.