საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი აცხადებს მოხალისეების მიღებას საბაზისო სამხედრო და სალაშქრო კურსზე:
http://www.aisiforce.org/word/?p=1002კურსზე ჩაწერის მსურველებს შეგიძლიათ შეავსოთ ონლაინ-ანკეტა:
https://docs.google.com/spreadsheet/viewfor...U5YYUE6MQ#gid=0კურსი გამიზნულია მათთვის ვისაც სურს აქტიური ცხოვრების დაწყება, დაწყებითი სალაშქრო ცოდნის მიღება, დისციპლინასთან საწყისი შეხება, აინტერესებს სამხედრო შეიარაღების თეორიულ დონეზე გაცნობა და საბაზისო სამხედრო ელემენტების შესწავლა. აღნიშნული კურსის გავლით და შემდგომი აქტიურობით საშუალება გექნებათ, იყოთ უფრო მომზადებული, ვიდრე დღეს ხართ.
2014 წლის 05 მარტს ჩატარდება ღია კარის დღე, საღამოს 7 საათზე. შეკრების ადგილს შეგატყობინებთ ტელეფონით (დავრეკავთ, ან სმს) მათ ვინც ელექტრონულ ანკეტას შეავსებს.
სასწავლო კურსი დაიწყება 2014 წლის 09 მარტს გაცნობითი ლაშქრობით. მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც ღია კარის დღეს ჩაეწერება სასწავლო კურსზე.
სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 10 კვირა.
სასწავლო კურსი უფასოა.
სიამოვნებით გიპასუხებთ თქვენს კითხვებზე.
კონტაქტი:
ელ-ფოსტა - info@aisiforce.org
ტელეფონები - 595 73-33-90 და 577 37-01-73
http://www.youtube.com/channel/UCc_JUm94M36oATZ7Rdpw22Q