კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გერმანიაში კიდევ 20 ამერიკული ატომური ბომბის განლაგების შემთხვევაში რუსეთი იძულებული იქნება ზომები მიიღოს.
"რასაკვირველია ეს კიდევ ერთი ძალიან სერიოზული ნაბიჯია ევროპის კონტინენტზე ვითარების დაძაბვისაკენ", - განაცხადა პესკოვმა.
მისი სიტყვებით, გერმანიაში ახალი ატომური ბომბების განლაგებამ შეიძლება ევროპაში სტრატეგიული ბალანსი დაარღვიოს და ბალანსის აღსადგენად რუსეთს საპასუხო ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.
ამერიკის გეგმის, გერმანიის ავიაბაზაზე თანამედროვე ატომური ბომბების განლაგების შესახებ გერმანულმა ტელეარხმა ZDF-მა ადრევე განაცხადა. ეს ვარაუდი ტელეარხმა ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების მომავალი წლის ბიუჯეტის შესწავლის შემდეგ გააკეთა.
გერმანელი ჟურნალისტების მონაცემებით ლაპარაკია B61-12 ტიპის 20 ბომბზე, რომელთაგან თვითოეული სიმძლავრით ჰიროსიმაზე ჩამოგდებულ ბომბზე 80-ჯერ უფრო ძლიერია. ამას გარდა იგი სხვა ბომბებთან შედარებით გაცილებით ზუსტია
სავარაუდოთ ბიუჰელის ავიაბაზაზე განთავსებული ბომბები ადაპტირებული იქნება გერმანულ გამანადგურებელ-ბომბდამშენ Tornado-ზე გამოსაყენებლად. ომის შემთხვევაში ბომბებს გერმანელი მფრინავები გამოიყენებენ და არა ამერიკელი.
ესეც ნაკადული
http://alioni.info/politics/kremli-germani...suxit-imuqreba/