მოგესალმებით, პატივცემულო იუზერებო.
იმედი მაქვს, ეს თემა ამ განყოფილებისთვის შეუსაბამო არ არის.
მინდა, ვისაუბროთ ცხოველების მოთვინიერების მექანიზმზე. დავწეროთ უჩვეულო ისტორიები, სადაც ცხოველის "ხასიათი" ჩანს. თემა მხოლოდ გარეულ ცხოველებზეა და გთხოვთ ძაღლსა და კატაზე აქ ნუ ვისაუბრებთ.
ყოველთვის უსიამოვნო გრძნობას მიტოვებდა ცირკში არენაზე გამოყვანილი ცხოველი, ზოოპარკის გალიაში გამომწყვდეული დათვი (ლაპარაკია ჩვენს ცირკსა და ზოოპარკზე)
საერთოდ, მაინტერესებს როგორ ხდება მოთვინიერება, მერე რა არის გარანტია, რომ მოთვინიერებული ცხოველი არ გაიწევს მომთვინიერებელზე, როგორც ამ შემთხვევაშია
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/shem...daglija-18.htmlეს ტრაგიკული ისტორია მექსიკაში, საცირკო ნომრის წარმოდგენისას დაფიქსირდა. მოულოდნელად, ორი ვეფხვიდან ერთ-ერთი მომთვინიერებელს ყელში სწვდა.
დავწეროთ ისტორიები გარეულ ცხოველებზე, სხვადასხვა ჯიშების შეჯვარების შედეგები, მაგალითად ლომი+ვეფხვი= liger
სურვილის შემთხვევაში დისკუსია გაგრძელდება
This post has been edited by unknown lady on 4 Feb 2013, 21:53