პირადად მე მამაჩემისთვის 32 ლარიან წამალს რომ ვყიდულობდი ეხლა 24 ლარი გამხდარა, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ფევარინი.
http://commersant.ge/?id=14574„ავერსი“ მედიკამენტების გაიაფებასა და ხელისუფლების ცვლილებას შორის კავშირს ვერ ხედავს
„გაიაფება აქამდე აქტიურად არ შუქდებოდა“
რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5
რამ განაპირობა მედიკამენტებზე 30%-დან 70%-მდე ფასდაკლება და მოქმედებდა თუ არა ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიური ფასი?
მედიკამენტებზე შემცირებული ფასების შესახებ პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ბიზნესმენებმა ყურად იღეს და ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიური ფასი აღარ მოქმედებს.
პრემიერის ამ განცხადებას ფარმაცევტული კომპანიები ეხმაურებიან. ,,კომერსანტთან’’ საუბარში ,,ავერსის’’ წარმომადგენელი აცხადებს, რომ მედიკამენტებზე ფასის შემცირება მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკებების შედეგია. მისი თქმით, მედიკამენტებზე ფასის ცვლილება პერიოდულად მიმდინარეობდა, თუმცა ამის აქტიური გაშუქება არ ხდებოდა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მედიკამენტებზე ფასის შემცირება თუ ზრდა მომწოდებელ კომპანიაზეა დამოკიდებული და არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლების ცვლილებასთან. ,,ჯი პი სი’’-ში კი აცხადებენ, რომ მედიკამენტების გაიაფება გასული წლის ნოემბრიდან აქტიურად მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც ,,ჯი პი სი’’-მ საქართველოში ჯენერიკ მედიკამენტების რეალიზაცია დანერგა. კომპანიის ცნობით, ამის შედეგად მედიკამენტების ფასი საშუალოდ 30%-მდე შეამცირეს.
P.S. მტყუნის რაც იმიტომ გააიაფეთ რომ ბიბიმ კულტურულად მიგაკაჩავათ მონოპოლიებზე + ნაცებიც აღარ გწეწავენ